-
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
-
-
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
აქედან კიდევ ერთხელ ვხედავთ შემოქმედებასა და წინასწარმეტყველებას შორის ურთიერთკავშირს. იეჰოვა მთელი სამყაროს შემოქმედია და ამიტომაც აქვს უფლება, თავისი ნებისამებრ წარმართოს მოვლენები (პირველი ნეშტთა 29:11, 12).
-
-
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
კიროსის მიერ ერის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მომავლის მოვლენაა, ისეთივე უდავოა, როგორც ცისა და მიწის არსებობა. მაშ, რომელი ისრაელი შეედავება „ცაბაოთ უფალს“, მამა იეჰოვას?
16. რატომ უნდა დაემორჩილონ იეჰოვას თავისი მსახურები?
16 ესაიას წიგნის ამ მუხლებში სხვა მიზეზიც არის მოცემული, თუ რატომ უნდა დაემორჩილონ ღმერთს თავისი მსახურები. ღვთის გადაწყვეტილებები ყოველთვის სიკეთის მომტანია მათთვის (იობი 36:3). მან თავისი ხალხის სასიკეთოდ შექმნა კანონები (ესაია 48:17). კიროსის თანამედროვე იუდაელებმა, რომლებმაც აღიარეს იეჰოვას უზენაესობა, დაინახეს ეს. კიროსმა ღვთის სამართლიანობასთან შეთანხმებულად იმოქმედა და ისინი ტაძრის აღსადგენად ბაბილონიდან თავიანთ სამშობლოში დააბრუნა (პირველი ეზრა 6:3—5). მათ მსგავსად, დღესაც კურთხეულია ყველა, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს ღვთის კანონებს და მის უზენაეს ხელისუფლებას ემორჩილება (ფსალმუნი 1:1—3; 18:8; 118:105; იოანე 8:31, 32).
-