-
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი [„მეძებეთ-მეთქი“, აქ]. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი» (ესაია 45:18, 19).
-
-
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მას „ამაოდ“ არ შეუქმნია მიწა. მსგავსად ამისა, არ უთხოვია თავისი ხალხისთვის, ისრაელისთვის, „ამაოდ“ მეძებეთო. როგორც დედამიწის მიმართ განხორციელდება ღვთის განზრახვა, ისე განხორციელდება ღვთის რჩეული ხალხის მიმართ მისი განზრახვაც. ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელთა ბუნდოვანი სიტყვებისგან განსხვავებით, იეჰოვას სიტყვები საჯაროდ არის გაცხადებული. მისი სიტყვები უტყუარია და აუცილებლად გამართლდება. ღვთის მსახურებს ამაოდ არ მოუწევთ მისთვის მსახურება.
22. ა) რაში შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებს? ბ) რაში არიან დღეს დარწმუნებული ქრისტიანები?
22 ბაბილონში მყოფი ღვთის ხალხისთვის ეს სიტყვები დამარწმუნებელია, რომ აღთქმული მიწა გაუკაცრიელებული არ დარჩება. ის კვლავ დასახლდება. მართლაც, იეჰოვას მიერ მათთვის დადებული აღთქმები სრულდება. უფრო ფართო მნიშვნელობით კი ესაიას სიტყვები დღეს არწმუნებს ღვთის მსახურებს, რომ დედამიწა არ გაუკაცრიელდება და არ გაპარტახდება — არ გადაიბუგება, როგორც ზოგი ფიქრობს, და არ განადგურდება ატომური ბომბებით, როგორც შიშობენ. ღვთის განზრახვაა, რომ დედამიწამ მარადიულად იარსებოს, სამოთხით დამშვენდეს და მართალი ადამიანებით დასახლდეს (ფსალმუნი 36:11, 29; 113:24; მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4). დიახ, როგორც ისრაელის შემთხვევაში დამტკიცდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ იეჰოვას სიტყვები სანდოა.
-