-
იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
მოახდენს რამე ზეგავლენას იეჰოვას სიტყვები ურწმუნო იუდაელებზე? ღმერთი ეუბნება მათ: „შენ მოგისმენია; ახლა იხილეთ ეს ყველაფერი. ნუთუ არ აღიარებთ? ამიერიდან გიცხადებ ახალ ამბებს, დაფარულთ, რომლებიც არ იცოდი.
-
-
იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
7. რის აღიარება მოუწევთ ტყვე იუდაელებს და რა იმედი უნდა ჰქონდეთ მათ?
7 ესაიამ დიდი ხნით ადრე ჩაწერა წინასწარმეტყველება ბაბილონის დაცემის შესახებ. ახლა ბაბილონის ტყვეობაში მყოფ იუდაელებს იეჰოვა წინასწარ მოუწოდებს, დაფიქრდნენ ამ წინასწარმეტყველების შესრულებაზე. ნუთუ უარყოფენ ისინი, რომ იეჰოვა შესრულებული წინასწარმეტყველებების ღმერთია? რადგან იუდაელებს თავად უხილავთ და სმენიათ, რომ იეჰოვა ჭეშმარიტების ღმერთია, განა არ უნდა აუწყონ ეს ჭეშმარიტება სხვებს? იეჰოვას მიერ გაცხადებულ სიტყვებში ნაწინასწარმეტყველებია ახალი ამბები, მოვლენები, რომელთა შესრულების დროც ჯერ არ დამდგარა — მაგალითად, კიროსის მიერ ბაბილონის აღება და იუდაელთა გათავისუფლება (ესაია 48:14—16).
-
-
იეჰოვა ჩვენს სასიკეთოდ გვასწავლისესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
შესრულებული წინასწარმეტყველებები მხოლოდ ძველ დროში იუდაელებისთვის კი არ იყო იმის დამადასტურებელი, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია, არამედ დღევანდელ ქრისტიანებსაც არწმუნებს ამაში. უკვე შესრულებული წინასწარმეტყველებები — „წინანდელნი“ — იმის გარანტიაა, რომ იეჰოვას მიერ აღთქმული ახალი ამბები — მოახლოებული „დიდი გასაჭირი“, მასში „უამრავი ხალხის“ გადარჩენა, „ახალი მიწა“ და სხვა მრავალი — სინამდვილედ იქცევა (გამოცხადება 7:9, 14, 15; 21:4, 5; 2 პეტრე 3:13). ეს კი დღეს მცხოვრებ გულმართალ ადამიანებს აღძრავს, ყველას გულმოდგინედ ესაუბრონ ღვთის შესახებ. ისინი იმავეს გრძნობენ, რასაც ფსალმუნმომღერალი, რომელმაც თქვა: „სიმართლეს მოვუთხრობდი დიდ კრებულს; აჰა, ბაგენი ჩემნი არ მომიკუმავს“ (ფსალმუნი 39:10).
-