-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
„ხალხთა ნიშანი“
26. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა ტყვეობიდან გათავისუფლებულ თავის ხალხს?
26 ახლა იეჰოვას ესაია იმ დროში გადაჰყავს, როდესაც მისი ხალხი ბაბილონიდან გათავისუფლებულია. უხელმძღვანელებს მათ ღმერთი რამენაირად? იეჰოვა ამბობს: «აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას [„ნიშანს“, აქ]; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულები მხრებზე ეყოლებათ აყვანილი» (ესაია 49:22). წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას, იერუსალიმი, ყოფილი სატახტო ქალაქი, სადაც იეჰოვას ტაძარი მდებარეობდა, იეჰოვას „ნიშნად“ იქცევა.
-
-
„კეთილგანწყობილების ჟამი“ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ესაიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ სრულდება.
27. ა) რა „ნიშანთან“ იკრიბებიან ხალხები წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი შესრულებისას? ბ) რა იქნება იმის შედეგი, რომ ერებს მესიის მმართველობის წინაშე პირქვე დამხობა მოუწევთ?
27 ესაიას 11:10-ში «ხალხთა დროშა [„ნიშანია, აქ]» ნახსენები. მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები ქრისტე იესოს დაუკავშირა (რომაელთა 15:8—12). აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი შესრულებისას იესო და სულითცხებული მისი თანამმართველები ასრულებენ იეჰოვას „ნიშნის“ როლს, რომელთანაც ერები იკრიბებიან (გამოცხადება 14:1, სსგ).
-