-
შეგიძლიათ ‘სწორისა და არასწორის გარჩევა’?საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 აგვისტო
-
-
„ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას“
8. ა) ვის მიმართავს ხალხი რჩევა-დარიგებისთვის? ბ) როგორ რჩევა-დარიგებას გვთავაზობენ დღეს?
8 დღევანდელი სიტუაცია დიდად არ განსხვავდება მაშინდელისგან. ადამიანთა მოღვაწეობის პრაქტიკულად ყველა სფეროში სპეციალისტების სიმრავლე შეინიშნება. კონსულტანტები ქორწინებისა და ოჯახური ცხოვრების საკითხებში, საგაზეთო მიმომხილველები, ექიმბაშები, ასტროლოგები, მედიუმები და სხვანი მზად არიან გასამრჯელოს საზღაურად რჩევა-დარიგების მოსაცემად. როგორ რჩევა-დარიგებას გვთავაზობენ ისინი? ხშირად ისინი ბიბლიის ზნეობრივ ნორმებს ივიწყებენ და ეგრეთ წოდებული ახალი ზნეობრიობით ხელმძღვანელობენ. კანადის მთავარი გაზეთის, „გლოუბ ენდ მეილის“, მოწინავე წერილში მთავრობის მიერ „ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა ქორწინების“ რეგისტრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით ნათქვამი იყო: „ერთმანეთის მოსიყვარულე და ერთგული წყვილისთვის მათი უნაზესი სურვილის აღსრულებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ საბაბით, რომ ისინი ერთი და იმავე სქესს განეკუთვნებიან, აბსურდული ჩანს 2000 წლისთვის“. დღესდღეობით შეინიშნება ტენდენცია, რომ ადამიანები შემწყნარებლები უნდა იყვნენ და არა კრიტიკულად განწყობილი. ყველაფერი პირობითად არის მიჩნეული; მეტად აღარ არსებობს სწორისა და არასწორის აბსოლუტურად მკაფიო გაგება (ფსალმუნი 9:24, 25).
9. რას აკეთებენ ხშირად საზოგადოებაში პატივცემული ადამიანები?
9 სხვები სოციალურ და ბიზნესის სფეროში წარმატებულებს — მდიდარსა და სახელგანთქმულ ადამიანებს — სამაგალითო პიროვნებებად მიიჩნევენ და გადაწყვეტილებების მიღებისას ბაძავენ მათ. თუმცა მდიდარ და სახელგანთქმულ ადამიანებს დღევანდელ საზოგადოებაში პატივსაცემ პიროვნებებად მიიჩნევენ, მათი საუბრები ისეთ მაღალზნეობრივ თვისებებზე, როგორიცაა პატიოსნება და ნდობა, ხშირად მხოლოდ ლიტონ სიტყვებად რჩება. ბევრი, ვინც ძალაუფლებისა და მოგების ძიებით არის გატაცებული, წარბშეუხრელად უვლის გვერდს დადგენილ წესებსა და ქცევის ნორმებს და ფეხქვეშ თელავს ზნეობრივ პრინციპებს. სახელისა და პოპულარობის მოხვეჭით დაინტერესებული ზოგი ადამიანი საზოგადოებაში მიღებულ ფასეულობებსა და ნორმებს უგულებელყოფს; უფრო მეტიც, ახირებულად და აღმაშფოთებლადაც კი იქცევა. ამის შედეგია ანგარებას გამოკიდებული, უპრინციპო საზოგადოების არსებობა, რომლის დევიზია —„ყველაფერი ნებადართულია“. განა გასაკვირია, რომ ხალხი თავგზააბნეულია და ვეღარ გაუგია, რა არის სწორი და რა — არასწორი? (ლუკა 6:39).
10. როგორ შესრულდა ესაიას სიტყვები ბოროტებასა და სიკეთესთან დაკავშირებით?
10 იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც არასწორი ხელმძღვანელობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს მოაქვს, ჩვენს გარშემო ყველგან ვხედავთ — დარღვეული ქორწინებები და დაქცეული ოჯახები, ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, თავზე ხელაღებული ახალგაზრდების ბანდები, გარყვნილება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები; ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. მართლაცდა, განა შეიძლება სხვა რამეს მოველოდეთ, როდესაც ადამიანები სწორისა და არასწორის გარჩევაში დამხმარე ყოველგვარ ნორმებსა და პრინციპებს უგულებელყოფენ? (რომაელთა 1:28—32). ამ სიტუაციას ზუსტად ასახავს ესაია წინასწარმეტყველი: „ვაი მათ, ვინც ბოროტებას სიკეთეს არქმევს და სიკეთეს — ბოროტებას; ვინც ბნელს ნათლად სახავს და ნათელს — ბნელად, სიმწარეს სიტკბოდ სახავს და სიტკბოს — სიმწარედ!
-