-
„იყიჟინეთ ერთად“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
გაიშიშვლა უფალმა თავისი წმიდა მკლავი ყველა ხალხის წინაშე და იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა“ (ესაია 52:9, 10).
-
-
„იყიჟინეთ ერთად“!ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
ცხადია, ეს იეჰოვას ხელის ნამოქმედარია. მან „გაიშიშვლა... თავისი წმიდა მკლავი“, თითქოს მკლავები დაიკაპიწა თავისი ხალხის სახსნელად (პირველი ეზრა 1:2, 3).
20. რა იყო და რა იქნება იმის შედეგი, რომ იეჰოვამ გაიშიშვლა თავისი წმინდა მკლავი ამ „უკანასკნელ დღეებში“?
20 ამ „უკანასკნელ დღეებში“ იეჰოვამ თავისი წმინდა მკლავი დაიკაპიწა, რათა გამოეცოცხლებინა ცხებულთა დარჩენილი ნაწილი, რომლებიც წიგნ „გამოცხადებაში“ „ორ მოწმედ“ არიან წარმოდგენილი (2 ტიმოთე 3:1; გამოცხადება 11:3, 7—13, სსგ). 1919 წლიდან მათ სულიერი სამოთხე დაიმკვიდრეს — სულიერი ადგილ-სამყოფელი, სადაც მათთან ერთად მილიონობით მათი თანამსახური, სხვა ცხვრებიც, არიან. საბოლოოდ კი იეჰოვა გაიშიშვლებს თავის წმინდა მკლავს, როდესაც თავის ხალხს „არმაგედონში“ გადაარჩენს (გამოცხადება 16:14, 16). ამის შემდეგ „იხილავენ ქვეყნის კიდეები ხსნას ჩვენი უფლისა“.
-