-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
21, 22. ა) რატომ არის „ზენა იერუსალიმი“ „დაჩაგრული“ და „ქარნაცემი“? ბ) რაზე მეტყველებს ღვთის ზეციერი „დედაკაცის“ კურთხეული მდგომარეობა მის მიწიერ „მოდგმასთან“ დაკავშირებით?
21 იეჰოვა კვლავ თავისი ერთგული ხალხის უსაფრთხოებას წინასწარმეტყველებს: „დაჩაგრულო, ქარნაცემო, უნუგეშებელო! აჰა, შემოგიშენებ კედლებს ძვირფასი ქვებით და საფუძვლად საფირონს დაგიდებ.
-
-
უშვილო დედაკაცი ხარობსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის II
-
-
22 ცხადია, იეჰოვას „დედაკაცი“ სულიერ სამყაროში არასდროს ყოფილა „დაჩაგრული“ და „ქარნაცემი“. მაგრამ ის განიცდიდა, როდესაც დედამიწაზე მისი ცხებული „მოდგმა“ განსაცდელში იყო, განსაკუთრებით კი 1918—1919 წლებში მათი სულიერი ტყვეობის დროს. აგრეთვე პირიქით, როდესაც ზეციერი „დედაკაცი“ განდიდებულია, მისი მოდგმაც ასეთ მდგომარეობაშია. ამიტომაც განვიხილოთ, თუ რა შთამბეჭდავად არის აღწერილი „ზენა იერუსალიმი“. თვლებით მოჭედილი კარიბჭეები, ირგვლივ „ძვირფასი ქვები“; საძირკველი და გალავანიც კი, ერთი ნაშრომის თანახმად, მის „მშვენიერებაზე, დიდებულებაზე, სიწმინდეზე, სიძლიერესა და სიმტკიცეზე“ მეტყველებს. რა განაპირობებს ცხებული ქრისტიანების ასეთ უსაფრთხოებასა და კურთხევას?
-