-
იცნობს თქვენი გული იეჰოვას?საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მარტი
-
-
„მოიცილეთ გულის ჩუჩა, იუდას ხალხო და იერუსალიმის მკვიდრნო, რათა თქვენი ბოროტი საქმეების გამო . . . არ გამოვიდეს ჩემი რისხვა“. მაგრამ საიდან მოდიოდა მათი ბოროტება? მათი გულებიდან (წაიკითხეთ მარკოზის 7:20—23). იერემიას მეშვეობით ღმერთმა გააგებინა იუდეველებს, თუ რა იყო მათი ცუდი საქმეების მიზეზი. ისრაელ ერს ჯიუტი და ურჩი გული ჰქონდა. იეჰოვას არ მოსწონდა იუდეველების მოტივები და ფიქრები (წაიკითხეთ იერემიას 5:23, 24; 7:24—26). ღმერთმა უთხრა მათ: „წინადაიცვითეთ იეჰოვასთვის, მოიცილეთ გულის ჩუჩა“ (იერ. 4:4; 18:11, 12).
9 ამგვარად, მოსეს დროს მცხოვრები ისრაელების მსგავსად, იერემიას დროს მცხოვრებ იუდეველებსაც სჭირდებოდათ სიმბოლური გულის „ოპერაცია“ ანუ „გულის წინადაცვეთა“ (კან. 10:16; 30:6). „გულის ჩუჩის“ მოცილება ნიშნავდა, მოეშორებინათ ყველაფერი, რაც მათ გულს უგრძნობს ხდიდა ანუ ღვთისთვის მიუღებელი ფიქრები, სურვილები და მოტივები (საქ. 7:51).
-
-
იცნობს თქვენი გული იეჰოვას?საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 მარტი
-
-
თუ ყოვლისშემძლე ღმერთი მართლების გულებს იკვლევს, განა ჩვენც არ უნდა გამოვიკვლიოთ საკუთარი გული? (წაიკითხეთ ფსალმუნის 11:5). ასეთი სახით გავიგებთ, გვაქვს თუ არა ისეთი მიზნები, გრძნობები და განწყობა, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. აგრეთვე გავიგებთ, რა ხდის ჩვენს გულს უგრძნობს ანუ ვიპოვით „გულის ჩუჩას“, რომელიც უნდა მოვიცილოთ. სწორედ ეს არის სიმბოლური გულის „ოპერაცია“. თუ ვფიქრობთ, რომ სიმბოლური გულის გამოკვლევა ჩვენთვის სასარგებლო იქნება, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? და როგორ შევძლებთ აუცილებელი ცვლილებების მოხდენას? (იერ. 4:4).
-