-
იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
-
-
რას ვიტყოდით ქანდაკების ტერფებზე? ის წარმოდგენილია როგორც რკინისა და თიხის ნაზავი (წაიკითხეთ დანიელის 2:41—43). ეს აღწერა ემთხვევა იმ დროს, როდესაც მეშვიდე თავი, ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია, უნდა გამოჩენილიყო. როგორც თიხისა და რკინის ნარევია რკინაზე სუსტი, ასევე ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაა იმ იმპერიაზე სუსტი, რომლისგანაც ის წარმოიშვა. რატომ შეგვიძლია ამის თქმა?
8, 9. ა) როგორ გამოავლინა მეშვიდე მსოფლიო იმპერიამ რკინის სიძლიერე? ბ) რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს თიხას ქანდაკების ტერფებში?
8 დროდადრო მეშვიდე თავი რკინის სიძლიერეს ავლენდა. მაგალითად, მისი სიძლიერე გამოვლინდა, როდესაც გამარჯვება მოიპოვა პირველ მსოფლიო ომში. მეშვიდე თავის რკინის სიძლიერე მეორე მსოფლიო ომის დროსაც გახდა ცხადი.c მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც მეშვიდე თავი დროდადრო ავლენდა რკინისებრ ხასიათს. მაგრამ თავიდანვე ამ რკინას თიხა შეერია.
9 იეჰოვას მსახურებს დიდი ხანია სურდათ ამ ქანდაკების ტერფების მნიშვნელობის გაგება. დანიელის 2:41-ში აღწერილი რკინისა და თიხის ნაზავი წარმოადგენს ერთ და არა ბევრ სამეფოს. თიხით ნაჩვენები გარკვეული ელემენტები გავლენას ახდენს ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიაზე. ეს ელემენტები ამ იმპერიას ასუსტებს და რკინით წარმოდგენილ რომის იმპერიასთან შედარებით უფრო სუსტს ხდის.
-
-
იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“საგუშაგო კოშკი — 2012 | 15 ივნისი
-
-
11 აქვს ქანდაკების ფეხის თითების რაოდენობას განსაკუთრებული მნიშვნელობა? სხვა ხილვებში დანიელი ასახელებს კონკრეტულ ციფრებს, მაგალითად, სხვადასხვა მხეცის თავზე რქების რაოდენობას, რასაც წინასწარმეტყველური მნიშვნელობა აქვს. მაგრამ დანიელი ამ ქანდაკების აღწერისას არ მოიხსენიებს ფეხის თითების რაოდენობას. ამიტომ ქანდაკების მკლავების, ხელების, ხელის თითების, ფეხებისა და ტერფების რაოდენობის მსგავსად, არც ფეხის თითების რაოდენობას აქვს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. სამაგიეროდ, დანიელი მოიხსენიებს, რომ ფეხის თითები იქნებოდა რკინისა და თიხისგან. ამ აღწერით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერია იქნება ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ძალა, როცა ღვთის სამეფოთი წარმოდგენილი „ქვა“ დაეცემა ქანდაკების ტერფებს (დან. 2:45).
-