-
„სწორია უფლის გზები“საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ნოემბერი
-
-
9, 10. როგორ ეხება ოსიას 11:1—4-ში ჩაწერილი სიტყვები ისრაელს?
9 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით ექცევა თავის ხალხს. სწორედ ამას ადასტურებს ოსიას 11:1—4 (აქ), სადაც ვკითხულობთ: „როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე . . . ბაალის გამოსახულებებს მსხვერპლს სწირავდნენ და გამოთლილი გამოსახულებებისთვის მსხვერპლად შენაწირს აბოლებდნენ. მე კი სიარულს ვასწავლიდი ეფრემს [ისრაელებს], ხელში ამყავდა ისინი მაგრამ არ შეიგნეს, რომ მე ვკურნავდი მათ.
-
-
„სწორია უფლის გზები“საგუშაგო კოშკი — 2005 | 15 ნოემბერი
-
-
10 ამ მუხლებში ისრაელი ბავშვს არის შედარებული. იეჰოვა ისრაელებს სიყვარულით ასწავლიდა სიარულს, ხელში აჰყავდა ისინი. ღმერთი „სიყვარულის თოკებით“ იზიდავდა მათ. რა გულში ჩამწვდომი შედარებაა! ძველ ისრაელში, როდესაც მშობელი ბავშვს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა, თასმებს იყენებდა.
-