საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტი იმედი აქვთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • 19, 20. რა ემართებათ იუდაელებს, რომლებიც იეჰოვაზე ამყარებენ იმედს?

      19 მათი იმედი კი, ვინც იეჰოვაზეა დანდობილი, არ გაქრება. იეჰოვა აბრაამთან და დავითთან დადებული შეთანხმებების ერთგულია. ის გულმოწყალეა მათ მიმართ, რომელთაც მიქას მსგავსად, უყვართ ღმერთი და წუხან იმის გამო, რომ თავიანთი თანამემამულენი ჩამოშორდნენ მას. მართლების გამო ღმერთს დანიშნულ დროს თავისი ხალხის სამშობლოში დაბრუნება აქვს განზრახული.

      20 ეს ხდება ძვ. წ. 537 წელს, ბაბილონის დაცემის შემდეგ, როდესაც იუდაელების დარჩენილი ნაწილი სამშობლოში ბრუნდება. იმ დროს პირველად სრულდება მიქას 2:12-ში ჩაწერილი სიტყვები. იეჰოვა ამბობს: „მთლიანად შეგკრებ, იაკობ, თავს მოვუყრი ისრაელის ნატამალს; ერთად დავსხამ, როგორც ცხვარს ფარეხში; როგორც ფარა თავის სადგომში, ისე ახმაურდება კაცთა სიმრავლისგან“. რა მოსიყვარულეა იეჰოვა! თავისი ხალხის დასჯის შემდეგ დარჩენილ ნაწილს აბრუნებს, რათა ემსახურონ მას იმ მიწაზე, რომელიც მათ წინაპრებს მისცა.

  • იეჰოვას მსახურებს ჭეშმარიტი იმედი აქვთ
    საგუშაგო კოშკი — 2003 | 15 აგვისტო
    • 22. რომელი ორი ჯგუფი ამყარებს იმედს ღვთის სამეფოზე?

      22 ერთგული ცხებული ქრისტიანები 1919 წელს საბოლოოდ გამოეყვნენ ქრისტიანულ სამყაროს და ორგანიზება გაუწიეს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ყველა ერში ქადაგებას (მათე 24:14). თავდაპირველად ისინი სულიერი ისრაელის დარჩენილი წევრების ძებნას შეუდგნენ. შემდეგ კი დაიწყო „სხვა ცხვრების“ შეკრება და ეს ორი ჯგუფი გაერთიანდა „ერთ ფარაში“, რომელსაც „ერთი მწყემსი“ ჰყავს (იოანე 10:16). მიუხედავად იმისა, რომ დღეს ისინი 234 ქვეყანაში მსახურობენ, იეჰოვამ თავისი ყველა ერთგული თაყვანისმცემელი ჭეშმარიტად „ერთად“ შეკრა. ეს ფარა მართლაც რომ ‘ახმაურებულია’ მამაკაცების, ქალებისა თუ ბავშვების სიმრავლით. ღვთის მსახურები წუთისოფელზე კი არ არიან დაიმედებულნი, არამედ ღვთის სამეფოზე, რომლის ქვეშევრდომობითაც იცხოვრებენ მალე სამოთხეში დედამიწაზე.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება