დაე ყველამ ადიდოს იეჰოვა!
«ადიდეთ უფალი [„იეჰოვა“, აქ] აღმოსავლეთში» (ესაია 24:15).
1. როგორ ეპყრობოდნენ იეჰოვას სახელს მისი წინასწარმეტყველები და დღევანდელი ქრისტიანული სამყაროს რომელი პოზიციისგან განსხვავდება ეს?
იეჰოვა — ღვთის ფართოდ ცნობილი სახელია! როგორ ახარებდათ ძველი დროის ერთგულ წინასწარმეტყველებს ამ სახელზე ლაპარაკი! ისინი ლხენით განადიდებდნენ თავიანთ უზენაეს უფალს, იეჰოვას, რომლის სახელიც მის პიროვნებაზე, როგორც დიდებულ ინიციატორზე, მეტყველებს (ესაია 40:5; იერემია 10:6, 10; ეზეკიელი 36:23).უფრო მცირეებად წოდებული წინასწარმეტყველებიც კი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ იეჰოვას განდიდებას. მათგან ერთ-ერთი იყო ანგია. სულ 38 მუხლისგან შემდგარ ანგიას წიგნში ღვთის სახელი 35-ჯერ მოიხსენიება. ამიტომ ასეთი წინასწარმეტყველება უსიცოცხლო ჩანს, როცა იეჰოვას ძვირფასი სახელი „უფლით“ არის შეცვლილი, როგორც ქრისტიანული სამყაროს „მაღალი“ მოციქულები უწოდებენ მას ბიბლიის თავიანთ თარგმანებში (შეადარე 2 კორინთელთა 11:5).
2, 3. ა) როგორ შესრულდა შესანიშნავი წინასწარმეტყველება იერუსალიმის აღდგენასთან დაკავშირებით? ბ) რა სიხარულს იზიარებდა ებრაელთა დარჩენილი ნაწილი და მათი თანმხლებნი?
2 „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ (ინგლ.) მიხედვით ესაიას 12:2-ში ამ სახელის ორი ფორმა გამოიყენებაa. წინასწარმეტყველი იტყობინება: «აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია [„იაჰ იეჰოვაა“, აქ] ჩემი ძალა და სიმღერა [„სიმაგრე“, აქ], უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი» (იხილე აგრეთვე ესაია 26:4, აქ). ამრიგად, ბაბილონელთა მონობიდან ისრაელის გათავისუფლებამდე 200 წლით ადრე იაჰ იეჰოვა თავის წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით არწმუნებდა თავის ხალხს, რომ თვითონ იყო მათი მხსნელი. ეს მონობა ძვ. წ. 607 წლიდან 537 წლამდე უნდა გაგრძელებულიყო. ესაია აგრეთვე წერდა: „მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა. . . რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ ვინ იყო კიროსი? როგორც ჩანს, ის იყო სპარსეთის მეფე, რომელმაც ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაიპყრო (ესაია 44:24, 28).
3 ესაიას მიერ ჩაწერილი იეჰოვას სიტყვების თანახმად, მონობაში მყოფ ისრაელებს კიროსმა ასეთი დადგენილება გამოუტანა: «ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს [„იეჰოვას“, აქ], ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია». ებრაელების უკიდურესად გახარებული დარჩენილი ნაწილი არაისრაელ შეწირულებსა და სოლომონის მსახურთა ძეებთან ერთად იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ისეთ დროს ჩავიდნენ, რომ ძვ. წ. 537 წელს კარვობის დღესასწაული ეზეიმათ და იეჰოვასთვის მის სამსხვერპლოზე შესაწირავები მიეტანათ. მომდევნო წლის მეორე თვეში სიხარულისა და იეჰოვას განდიდების გამომხატველი შეძახილებით მათ საძირკველი ჩაუყარეს მეორე ტაძარს (პირველი ეზრა 1:1–4; 2:1, 2, 43, 55; 3:1–6, 8, 10–13).
4. როგორ განხორციელდა ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე და 55-ე თავები?
4 იეჰოვას წინასწარმეტყველება აღდგენასთან დაკავშირებით დიდებულად უნდა შესრულებულიყო ისრაელში: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. . . იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“. „სიხარულით გახვალთ და მშვიდობით იქნებით ნატარები; მთები და ბორცვები მხიარულ ყიჟინას დასცემენ თქვენს წინაშე. . . და იქნება უფლისათვის სახელად და საუკუნო ნიშნად, რომელიც არ წაიშლება“ (ესაია 35:1, 2; 55:12, 13).
5. რატომ იყო ისრაელთა სიხარული ხანმოკლე?
5 მიუხედავად ამისა, სიხარული ხანმოკლე იყო. ტაძრის ასაშენებლად მეზობლად მცხოვრები ხალხები მრავალრელიგიური კავშირის შეკვრას ცდილობდნენ. თავიდან იუდეველები არ ნებდებოდნენ და აცხადებდნენ: „არ გამოვა ჩვენი ღვთის სახლის შენება თქვენთან ერთად, რადგან მარტო ჩვენ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს კიროს მეფეს, სპარსთა მეფეს“. ახლა მეზობლები სასტიკ მოწინააღმდეგეებად იქცნენ. ისინი ‘ხელს უშლიდნენ და აბრკოლებდნენ იუდას ხალხს ტაძრის შენებაში’. აგრეთვე არსებულ მდგომარეობაზე მათ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს კიროსის მემკვიდრეს, არტაქსერქსეს (ართახშაშთას), რომელმაც ტაძრის მშენებლობა აკრძალა (პირველი ეზრა 4:1–24). ჩვიდმეტი წლის განმავლობაში სამუშაო შეწყვეტილი იყო. სამწუხაროდ, ამ პერიოდში იუდეველები ცხოვრების მატერიალისტურ ინტერესებს მიჰყვნენ.
ამბობს „ლაშქართა იეჰოვა“
6. ა) როგორ გამოეხმაურა იეჰოვა ისრაელში არსებულ მდგომარეობას? ბ) რატომ შეეფერება ანგიას თავისი სახელის ნამდვილი მნიშვნელობა?
6 მიუხედავად ამისა, ისრაელებთან წინასწარმეტყველების გაგზავნით იეჰოვამ მათთვის ‘ძალა და სიმაგრე’ გამოავლინა, განსაკუთრებით კი თავიანთი პასუხისმგებლობების შესასრულებლად ებრაელების გამოსაღვიძებლად მან ანგია და ზაქარია გაგზავნა. აღმოჩნდა, რომ სახელი ანგია დღესასწაულთან არის დაკავშირებული, რადგან ის „დღესასწაულზე დაბადებულს“ ნიშნავს. შესაბამისად, მან კარვობის დღესასწაულის თვის პირველ დღეს დაიწყო წინასწარმეტყველება, როცა იუდეველებს მოეთხოვებოდათ, ‘სულ მხიარულები ყოფილიყვნენ’ (მეორე რჯული 16:15). ანგიას მეშვეობით 112 დღის განმავლობაში იეჰოვამ თავის ხალხს ოთხი ცნობა გადასცა (ანგია 1:1; 2:1, 10, 20).
7. როგორ უნდა გვამხნევებდეს ანგიას შესავალი სიტყვები?
7 თავისი წინასწარმეტყველური ცნობის წარდგენისას ანგიამ თქვა: «ასე თქვა ცაბაოთ უფალმა [„ლაშქართა იეჰოვამ“, აქ]» (ანგია 1:2ა). რას უნდა წარმოადგენდეს ეს ‘ლაშქრები’? ეს იეჰოვას ანგელოზთაგან შემდგარი ჯარებია, რომლებსაც ბიბლიაში ზოგჯერ სამხედრო ძალები ეწოდება (იობი 1:6; 2:1; ფსალმუნი 102:20, 21; მათე 26:53). ნუთუ დღეს არ გვამხნევებს, რომ დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენასთან დაკავშირებული ჩვენი საქმიანობის ხელმძღვანელობისთვის უზენაესი უფალი იეჰოვა ამ უხილავ ზეციერ ძალებს იყენებს? (შეადარე მეოთხე მეფეთა 6:15–17).
8. რომელმა თვალსაზრისმა იმოქმედა ისრაელზე და რა მოჰყვა ამას შედეგად?
8 რას შეიცავდა ანგიას პირველი ცნობა? ხალხი ამბობდა: „ჯერ არ დამდგარაო ჟამი, უფლის სახლის აშენების ჟამი“. ტაძრის მშენებლობა, რომელიც ღვთისადმი თაყვანისმცემლობის აღდგენას წარმოადგენდა, აღარ იყო მათი პირველი საზრუნავი. მათ თავიანთთვის დაიწყეს მდიდრული სახლების აშენება. მატერიალისტურმა თვალსაზრისმა დაჩრდილა იეჰოვასადმი თაყვანისმცემლობის ენთუზიაზმი. ამის შედეგად მათ წაერთვა კურთხევა. მათი მინდვრები ნაყოფს აღარ იძლეოდა, მკაცრი ზამთრის პერიოდში მათ ჩასაცმელი აკლდათ. შემოსავალი ელეოდათ, თითქოს ფულს გახვრეტილ ქისაში დებდნენ (ანგია 1:2ბ–6).
9. რომელი მტკიცე, აღმზრდელობითი შეგონება გამოთქვა იეჰოვამ?
9 იეჰოვამ ორჯერ გამოთქვა მტკიცე შეგონება: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“. როგორც ჩანს, ზერუბაბელი, იერუსალიმის გამგებელი, და მღვდელმთავარი იესოb გამოეხმაურნენ და ძლიერ გაამხნევეს მთელი ხალხი, ‘ესმინათ უფლის, მათი ღმერთის ხმა და ანგია წინასწარმეტყველის სიტყვები, რამდენადაც იგი უფლის, მათი ღმერთის მოვლინებული იყო, და შეეშინდა ხალხს უფლისა’. გარდა ამისა, „უთხრა ანგიამ, უფლის მაცნემ, ხალხს უფლის მაცნეობის ძალით: მე თქვენთანა ვარ, ამბობს უფალი“ (ანგია 1:5, 7–14).
10. როგორ გამოიყენა იეჰოვამ ისრაელისთვის თავისი ძალა?
10 იერუსალიმში ძველი თაობის ზოგი წარმომადგენელი, შეიძლება თვლიდა, რომ ადრინდელ ტაძართან შედარებით აღდგენილი ტაძრის დიდება „არარაობა“ იქნებოდა. მაგრამ დაახლოებით 51 დღის შემდეგ იეჰოვამ აღძრა ანგია მეორე ცნობის გასაცხადებლად. ანგია ამბობდა: „გამაგრდი, ზერუბაბელ! ამბობს უფალი. გამაგრდი იესო იეჰოცადაკის ძევ, მღვდელმთავარო! გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი. . . ნუ გეშინიათ“. იეჰოვამ, რომელიც ‘ცისა და მიწის შესარყევად’ თავის დროზე ძალიან დიდ ძალას გამოიყენებდა, იზრუნა, რომ ყველანაირი წინააღმდეგობა, მეფისგან აკრძალვაც კი, დაძლეული ყოფილიყო. ხუთწლიან პერიოდში ტაძრის მშენებლობას დიდი წარმატება ჰქონდა (ანგია 2:3–6).
11. როგორ აავსო ღმერთმა მეორე ტაძარი ‘უფრო დიდი დიდებით’?
11 შემდეგ შესანიშნავი აღთქმა შესრულდა: «ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ]: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი» (ანგია 2:7). „სასურველნი“, როგორც აღმოჩნდა, იყვნენ თაყვანისმცემლობისთვის იმ ტაძარში მოსული არაისრაელები, ტაძარში, რომელიც ღვთის დიდებული დასწრების სიდიადეს ირეკლავდა. რით ჰგავდა აღდგენილი ტაძარი სოლომონის დღეებში აშენებულს? ღვთის წინასწარმეტყველი აცხადებდა: „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ანგია 2:9). წინასწარმეტყველების პირველი შესრულების თანახმად, აღდგენილმა ტაძარმა უკანასკნელ სახლზე უფრო დიდი ხანი იარსება. ის ახ. წ. 29 წელს მესიის მოსვლამდეც კი იდგა. შემდეგ ახ. წ. 33 წელს, სანამ რწმენიდან განდგომილი მტრები მესიას მოკლავდნენ, ის თვით მის გამო იყო განდიდებული, როცა ტაძარში ჭეშმარიტებას ქადაგებდა.
12. რომელ მიზანს ემსახურებოდა პირველი ორი ტაძარი?
12 იერუსალიმში მდებარე პირველი და მეორე ტაძრები არსებით მიზანს ემსახურებოდა მესიის სამღვდლო სამსახურის მნიშვნელოვანი მხარეების წინასწარ აღნიშვნასა და მესიის მოსვლამდე დედამიწაზე იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობის შენარჩუნებაში (ებრაელთა 10:1).
დიდებული სულიერი ტაძარი
13. ა) რომელი მოვლენები მოხდა ახ. წ. 29–33 წლებში სულიერ ტაძართან დაკავშირებით? ბ) რა არსებითი როლი ჰქონდა იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს ამ მოვლენებში?
13 აქვს თუ არა აღდგენასთან დაკავშირებულ ანგიას წინასწარმეტყველებას განსაკუთრებული მნიშვნელობა უფრო გვიანი პერიოდისთვის? უეჭველია, აქვს! იერუსალიმში მდებარე აღდგენილი ტაძარი დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი გახდა. მაგრამ ის ბევრად უფრო დიდებული სულიერი ტაძრის პირველსახე იყო. ის დაარსდა ახ. წ. 29 წელს, როცა მდინარე იორდანეში იესოს ნათლობისას მასზე მტრედივით გადმოსული სულიწმიდის საშუალებით იეჰოვამ მღვდელმთავრად ცხო იესო (მათე 3:16). მსხვერპლად სიცოცხლის შეწირვით დედამიწაზე მსახურების დასრულების შემდეგ იესო აღდგენილ იქნა ზეცაში საცხოვრებლად, ზეცაში, რომელსაც ტაძრის წმიდათა წმიდა გამოხატავდა და იქ წარუდგინა იეჰოვას თავისი მსხვერპლის ფასი. ეს იყო გამოსასყიდი, რომელმაც მისი მოწაფეების ცოდვები დაფარა და გზა გახსნა, რათა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მღვდლის დამხმარეებად ცხებულიყვნენ იეჰოვას სულიერ ტაძარში სამსახურებლად. სიკვდილამდე ტაძრის მიწიერ ეზოში მათი ერთგული მსახურება მიიყვანდა მათ ხანგრძლივი სამღვდლო სამსახურისთვის მომავალი ზეციერი აღდგენისკენ.
14. ა) როგორი სიხარული მოჰყვა ადრინდელი ქრისტიანული კრების გულმოდგინე საქმიანობას? ბ) რატომ იყო ასეთი სიხარული ხანმოკლე?
14 ათასობით მომნანიებელი იუდეველი — და მოგვიანებით წარმართი — მიედინებოდა ქრისტიანულ კრებაში და მონაწილეობდა დედამიწაზე ღვთის მომავალი სამეფო მმართველობის შესახებ კეთილი ცნობის გაცხადებაში. დაახლოებით 30 წლის შემდეგ მოციქულ პავლეს შეეძლო ეთქვა, რომ კეთილი ცნობა ექადაგა „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:23). მაგრამ მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ძლიერმა განდგომილებამ იჩინა თავი და ჭეშმარიტების შუქმა თანდათან ბჟუტვა დაიწყო. ქრისტიანული სამყაროს კერპთაყვანისმცემლურ სწავლებებსა და ფილოსოფიაზე დაფუძნებულმა სექტანტობამ დაჩრდილა ჭეშმარიტი ქრისტიანობა (საქმეები 20:29, 30).
15, 16. ა) როგორ შესრულდა წინასწარმეტყველება 1914 წელს? ბ) რომელი შეკრება შეინიშნებოდა XIX საუკუნის ბოლო წლებსა და XX საუკუნის ადრეულ წლებში?
15 განვლო საუკუნეებმა. შემდეგ, 1870-იან წლებში, გულწრფელი ქრისტიანების ჯგუფმა ბიბლიის გამოკვლევა დაიწყო. საღვთო წერილიდან „წარმართთა ჟამის“ დასასრულის აღმნიშვნელად მათ 1914 წელი ამოიცნეს. სწორედ ამ დროს ზეციერ ტახტზე ქრისტე იესოს — დედამიწის მესიანურ მეფედ ყოფნის ‘კანონიერი უფლებით’ აღჭურვილი ერთადერთი პიროვნების — აღზევებით დასრულდა შვიდი სიმბოლური ‘ჟამი’ (ადამიანთა მხეცური მმართველობის 2 520 წელი) (ლუკა 21:24; დანიელი 4:22, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; ეზეკიელი 21:26, 27, აქ, [21:31, 32 სსგ]). დღეს იეჰოვას მოწმეებად ცნობილმა ბიბლიის მკვლევარებმა განსაკუთრებით 1919 წლიდან შეუპოვრად დაიწყეს მომავალი სამეფოს შესახებ მთელ დედამიწაზე კეთილი ცნობის ფართოდ გავრცელება. სწორედ 1919 წელს ამ მოწმეთაგან რამდენიმე ათასი გამოეხმაურა სიდარ პოინტში (ოჰაიო, აშშ) ჩატარებულ კონგრესზე წარმოთქმულ მოწოდებას. 1935 წლამდე მათი რიცხვი გაიზარდა და იმ წელს ანგარიში სამქადაგებლო მსახურების შესახებ 56 153 ადამიანმა ჩააბარა. იმ წელს 52 465 მონაწილეობდა იესოს სიკვდილის ყოველწლიური გახსენების საღამოზე შეთავაზებული პურისა და ღვინისგან შემდგარი სიმბოლოების მიღებაში და, ამრიგად, იეჰოვას დიდებული სულიერი ტაძრის ზეციერ ნაწილში ქრისტე იესოსთან ერთად მღვდლებად გახდომის იმედს ასიმბოლოებდა. მესიანურ სამეფოში მათ აგრეთვე მის თანამეფეებად უნდა იმსახურონ (ლუკა 22:29, 30; რომაელთა 8:15–17).
16 მაგრამ გამოცხადების 7:4–8 და 14:1–4-ში („ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა) ნაჩვენებია, რომ ამ ცხებულ ქრისტიანთა საერთო რიცხვი შემოფარგლულია 144 000-ით, რომელთაგან მრავალი პირველ საუკუნეში წარმოქმნილ დიდ განდგომილებამდე იქნა შეკრებილი. XIX საუკუნის ბოლო წლებიდან და XX საუკუნის დასაწყისში იეჰოვამ დაასრულა ადამიანთა ამ ჯგუფის შეკრება, რომლებიც მისი სიტყვის წყლით განწმენდილები, იესოს შეწირული შესარიგებელი მსხვერპლისადმი რწმენის საფუძველზე მართლებად აღიარებულები და, საბოლოოდ, ცხებულ ქრისტიანებად ბეჭედდასმულები არიან, რათა შეავსონ სრული რიცხვი — 144 000.
17. ა) რომელი შეკრება მიმდინარეობს 1930-იანი წლებიდან? ბ) რატომ გვაინტერესებს ამ შემთხვევაში იოანეს 3:30? (იხილე აგრეთვე ლუკა 7:28).
17 რა ხდება, როცა ცხებული პირების მთლიანი ჯგუფი ირჩევა? 1935 წელს ვაშინგტონში (კოლუმბიის ფედერალური ოლქი, აშშ) გარდატეხის მომხდენ კონგრესზე ცნობილი გახდა, რომ „უამრავი ხალხი“ გამოცხადების 7:9–17-დან იყო ჯგუფი, რომელიც ნათლად აღიარებული უნდა ყოფილიყო 144 000-ის „შემდეგ“ და რომელსაც წილად აქვს მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე. ცხებული იესოს ცხადად გამოცნობის შემდეგ იოანე ნათლისმცემელმა, რომელიც დედამიწაზე საცხოვრებლად, როგორც ‘სხვა ცხვრებიდან’ ერთ-ერთი, აღდგება, მესიის შესახებ თქვა: „ის უნდა იზრდებოდეს, მე კი ვმცირდებოდე“ (იოანე 1:29; 3:30; 10:16; მათე 11:11). მესიისთვის მოწაფეების მომზადებასთან დაკავშირებული იოანე ნათლისმცემლის სამსახური დასასრულს უახლოვდებოდა, რადგან შემდეგ იესომ განაგრძო ადამიანთა მზარდი რაოდენობის ამორჩევა, რომლებიც 144 000-სს შორის იქნებოდნენ. 1930-იან წლებში საწინააღმდეგო მოხდა. მცირე რიცხვის წარმომადგენლები „მოწოდებულნი, რჩეულნი“ იყვნენ 144 000-ის წევრებს შორის დასამკვიდრებლად მაშინ, როდესაც არაჩვეულებრივი ზრდა ‘სხვა ცხვრებისგან’ შემდგარ ‘უამრავ ხალხში’ დაიწყო. ეს უამრავი ხალხი კვლავაც იზრდება, იმ დროს, როცა ქვეყნიური ბოროტი სისტემა არმაგედონში თავის დასასრულს უახლოვდება (გამოცხადება 17:14ბ).
18. ა) რატომ შეგვიძლია დარწმუნებით მოველოდეთ, რომ „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“? ბ) რატომ უნდა მივყვებოდეთ გულმოდგინედ ანგიას 2:4-ს?
18 ადრეულ 1920-იან წლებში იეჰოვას მოწმეებმა წარმოთქვეს სენსაციური საჯარო მოხსენება სათაურით „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“. შეიძლება იმ დროს ეს მტკიცება მეტისმეტად ოპტიმისტური იყო. მაგრამ დღეს ასეთი მტკიცების გაკეთება სრული სიმტკიცით შეიძლება. როგორც ბიბლიურ წინასწარმეტყველებაზე მოფენილი გაძლიერებული სინათლე, ასევე ამ მომაკვდავ ქვეყნიერებაში არსებული ანარქია ურყევად ცხადყოფს, რომ სატანის სისტემის დასასრული ძალიან, ძალიან ახლოსაა! 1996 წლის ანგარიში გვიჩვენებს, რომ გახსენების საღამოზე ესწრებოდა 12 921 933 ადამიანი, რომელთაგან მხოლოდ 8 757-მა (0, 068 პროცენტმა) გამოხატა ზეციერი იმედი სიმბოლოების მიღებით. ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღდგენა დასასრულს უახლოვდება. მაგრამ, მოდი, ნურასდროს ჩამოვყრით ხელებს ამ საქმიანობაში. დიახ, ანგიას 2:4 იტყობინება: „გამაგრდი, მთელო ქვეყნის ერო! ამბობს უფალი, და იშრომეთ, რადგან თქვენთანა ვარ, ამბობს ცაბაოთ უფალი“. დაე, მტკიცენი ვიყოთ, რომ ვერანაირმა მატერიალიზმმა ან ქვეყნიურმა ცხოვრებამ ვერ შეამციროს ჩვენი გულმოდგინება იეჰოვასადმი მსახურებაში (1 იოანე 2:15–17).
19. როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ ანგიას 2:6, 7-ის შესრულებაში?
19 ჩვენ სასიხარულო უპირატესობა გვაქვს, რომელიც ანგიას 2:6, 7-ის თანამედროვე განხორციელებაში მონაწილეობიდან გამომდინარეობს: «ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: კიდევ ცოტაც და შევარყევ ცას და მიწას, ზღვასა და ხმელეთს. შევარყევ ყველა ხალხს, და ასრულდება ყოველი ხალხის საწადელი [„უნდა შემოვიდნენ ყოველი ერიდან სასურველნი“, აქ]: დიდებით ავავსებ ამ სახლს, ამბობს ცაბაოთ უფალი». სიხარბე, კორუფცია და სიძულვილი ფართოდ არის გავრცელებული XX საუკუნის ქვეყნიერებაში. ეს ნამდვილად ქვეყნიერების ბოლო დღეებია და იეჰოვამ უკვე დაიწყო მისი ‘შერყევა’ თავისი მოწმეების საშუალებით, რომლებიც ‘ღვთის შურისგების დღის’ შესახებ ამოწმებენ (ესაია 61:2). ამ წინასწარი შერყევის კულმინაცია იქნება არმაგედონში ქვეყნიერების განადგურება, მაგრამ მანამდე თავისადმი სამსახურებლად იეჰოვა კრებს ‘სასურველებს ყოველი ერიდან’ — დედამიწაზე მცხოვრებ თავმდაბალ, ცხვრისმაგვარ ადამიანებს (იოანე 6:44). ახლა „უამრავი ხალხი“ თაყვანისმცემლობის მისი სახლის მიწიერ ეზოში ‘წმინდა მსახურებას ასრულებს’ (გამოცხადება 7:9, 15, აქ).
20. სად უნდა მოიძებნოს ყველაზე ძვირფასი განძი?
20 იეჰოვას სულიერ ტაძარში მსახურებას ნებისმიერ განძზე უფრო ძვირფასი სარგებლობა მოაქვს (იგავნი 2:1–6; 3:13, 14; მათე 6:19–21). გარდა ამისა, ანგიას 2:9 იუწყება: „პირვანდელზე უფრო დიდი იქნება ამ უკანასკნელი სახლის დიდება, ამბობს ცაბაოთ უფალი. ამ ადგილზე მოვაფენ მშვიდობას, ამბობს ცაბაოთ უფალი“. რას ნიშნავს ეს სიტყვები ჩვენთვის დღეს? ამას მომდევნო სტატია მოგვითხრობს.
[სქოლიოები]
a გამოთქმა „იაჰ იეჰოვა“ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოსახატავად გამოიყენება. იხილე (Insight on the Scriptures), ტომი I, გვერდი 1248 (ინგლ.).
b ბიბლიის სხვა წიგნებში იეშუაყი.
კითხვები გამეორებისთვის
◻ წინასწარმეტყველთა რომელ მაგალითს უნდა მივყვეთ იეჰოვას სახელთან დაკავშირებით?
◻ როგორ გვამხნევებს იეჰოვას ბრწყინვალე ცნობა აღდგენილ ისრაელთან დაკავშირებით?
◻ რომელი დიდებული სულიერი ტაძარი მოქმედებს დღეს?
◻ რომელი შეკრებები მიმდინარეობს ერთმანეთის მიყოლებით XIX–XX საუკუნეების განმავლობაში და წინ მდებარე რომელი დიდი პერსპექტივის გათვალისწინებით?
[სურათები მე-17 გვერდზე]
იეჰოვას ზეციერი ლაშქრები მართავენ და ხელს უწყობენ მის მოწმეებს დედამიწაზე.