საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მე თქვენთანა ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
    • ეს ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს

      3, 4. რატომ უნდა გვაინტერესებდეს ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები?

      3 რა თქმა უნდა, ანგიასა და ზაქარიას ცნობა სასარგებლო იყო იმ დღეებში მცხოვრები იუდეველებისთვის და მათი წინასწარმეტყველებები იმ დროს შესრულდა. მაშ, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ჩვენც ეს ორი წიგნი? ამ კითხვაზე პასუხის პოვნაში ებრაელების 12:26—29 გვეხმარება. აქ მოციქული პავლე ციტირებს სიტყვებს ანგიას 2:6-დან, სადაც ნათქვამია, რომ ღმერთი ‘შეარყევს ცასა და მიწას’. შედეგად, საბოლოოდ ‘დაემხობა სამეფოთა ტახტები და მოისპობა ხალხების სამეფოთა ძლიერება’ (ანგია 2:22).

      4 ანგიას ციტირებისას პავლე აღნიშნავს, თუ რა მოუვა ‘ხალხების სამეფოებს’ და ლაპარაკობს იმ ურყევი სამეფოს უპირატესობაზე, რომელსაც ცხებული ქრისტიანები მიიღებენ (ებრაელები 12:28). აქედან ჩანს, რომ ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები მიუთითებდა იმ დროზე, როდესაც წიგნი „ებრაელები“ დაიწერა, ანუ ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეზე. დღესაც არის დედამიწაზე ცხებულ ქრისტიანთა დარჩენილი ნაწილი, რომლებიც იესოსთან ერთად მესიანური სამეფოს მემკვიდრენი არიან. მაშასადამე, ანგიასა და ზაქარიას წინასწარმეტყველებები ჩვენს დროსაც უნდა ეხებოდეს.

  • „მე თქვენთანა ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
    • ეს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები რწმენით ელოდებიან დროს, როდესაც იეჰოვა სხვა გაგებით ‘შეარყევს ცასა და მიწას’. და ეს იმისთვის მოხდება, რომ დაემხოს და განადგურდეს ხალხების სამეფოთა სიძლიერე (ანგია 2:22).

  • „მე თქვენთანა ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 აპრილი
    • უამრავი ხალხი ცხებულ ქრისტიანებთან ერთად ქადაგებს სასიხარულო ცნობას იმის შესახებ, რომ ღმერთი მალე არმაგედონში შეარყევს ხალხებს. ამის შედეგად მთელ დედამიწაზე ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა სრულყოფილებას მიაღწევს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2027)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება