საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • დარჩით იეჰოვას მფარველობის ველზე
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • (წაიკითხეთ ზაქარიას 14:1, 2).

  • დარჩით იეჰოვას მფარველობის ველზე
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 თებერვალი
    • მანამდე ათწლეულებით ადრე იეჰოვას თაყვანისმცემლები აცხადებდნენ, რომ „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ დასრულდებოდა 1914 წელს და მთელ მსოფლიოში დადგებოდა არნახულად რთული პერიოდი (ლუკ. 21:24). როგორ გამოეხმაურნენ ამას ერები? ნაცვლად იმისა, რომ ყური დაეგდოთ ამ დროული გაფრთხილებისთვის, პოლიტიკურმა და რელიგიურმა ლიდერებმა შეიძულეს ეს გულმოდგინე ცხებული მქადაგებლები და დაიწყეს მათი დევნა. ცხებულები წარმოადგენენ „ზეციერი იერუსალიმის“ ანუ მესიანური სამეფოს ელჩებს, ამიტომ მათდამი ასეთი მოპყრობით ეს მსოფლიო ლიდერები დასცინოდნენ თავად ყოვლისშემძლე ღმერთს (ებრ. 12:22, 28).

      5, 6. ა) როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, რა გააკეთეს ერებმა „ქალაქისა“ და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ? ბ) ვინ იყო „ხალხის დარჩენილი ნაწილი“?

      5 ზაქარიამ იწინასწარმეტყველა, თუ რას მოიმოქმედებდნენ ერები: „დაიპყრობენ ქალაქს [იერუსალიმს]“. ეს „ქალაქი“ წარმოადგენს ღვთის მესიანურ სამეფოს, ხოლო ამ ქალაქის „მოქალაქეები“ არიან დედამიწაზე დარჩენილი ცხებული ქრისტიანები (ფილ. 3:20). პირველი მსოფლიო ომის დროს იეჰოვას ორგანიზაციის მიწიერი ნაწილის პასუხისმგებელი წევრები „დაიპყრეს“ ანუ დააპატიმრეს და ჩასვეს ატლანტის ციხეში (ჯორჯია, აშშ). მტრებმა იმ გაგებით „გაძარცვეს“ სახლები, რომ უსამართლოდ და სასტიკად მოექცნენ როგორც დაპატიმრებულ ძმებს, ისე ერთგულების დამცველ სხვა ქრისტიანებს, აკრძალეს მათი ლიტერატურა და შეზღუდეს სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობა.

      6 მიუხედავად იმისა, რომ ღვთის თაყვანისმცემლები ბევრნი არ იყვნენ, მათ უარყოფით შუქში წარადგენდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ და დევნიდნენ, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა არასდროს შეწყვეტილა. „ხალხის დარჩენილი ნაწილი“ ანუ ცხებული ქრისტიანები ერთგულები დარჩნენ და არ „მოიკვეთნენ ქალაქიდან“.

      7. რა მაგალითს აძლევენ იეჰოვას ცხებული მოწმეები ღვთის ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს დღეს?

      7 შესრულდა სრულად ეს წინასწარმეტყველება პირველი მსოფლიო ომის დასასრულს? არა. ერები კვლავაც დაესხმებოდნენ თავს ცხებულ ქრისტიანებს და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედის მქონე მათ ერთგულ თანამსახურებს (გამოცხ. 12:17). ეს ცხადი გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამ ერთგული ცხებული ქრისტიანების მაგალითი აღძრავს ღვთის თანამედროვე მსახურებს, გაუძლონ ნებისმიერ განსაცდელს, იქნება ეს წინააღმდეგობა ნათესავებისა თუ თანამშრომლების მხრიდან ან დაცინვა თანაკლასელებისგან (1 პეტ. 1:6, 7). სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ, ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ისე როგორც არასდროს, გადაწყვეტილი აქვთ, მტკიცედ იდგნენ „ერთ სულში“ და არ შეუშინდნენ მოწინააღმდეგეებს (ფილ. 1:27, 28).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება