-
ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროსსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
ის შენიშვნის მიცემის შემდეგაც ერთგული დარჩა
ამ შემთხვევიდან მალევე იესო თავის მოციქულებთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად ჩრდილოეთით გრძელ გზას დაადგა. ზოგჯერ გალილეის ზღვიდან კარგად მოჩანდა აღთქმული მიწის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ხერმონის მთის დათოვლილი მწვერვალი. მთა უფრო მეტად გამოიკვეთა, როცა ისინი ფილიპეს კესარეასთან ახლომდებარე სოფლებში ავიდნენ.c ამ მშვენიერ ადგილზე, საიდანაც კარგად ჩანდა აღთქმული მიწის სამხრეთი ნაწილი, იესომ თავის მიმდევრებს მნიშვნელოვანი კითხვა დაუსვა.
„რას ამბობს ხალხი ჩემზე, ვინ არისო?“ — აინტერესებდა მას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ შესცქეროდა პეტრე იესოს თვალებში და გრძნობდა თავისი მოძღვრის გამჭრიახობას, გულკეთილობასა და სიძლიერეს. იესოს აინტერესებდა, რა დასკვნას აკეთებდა ხალხი იქიდან, რასაც ხედავდა და ისმენდა.
-
-
ის ერთგული დარჩა განსაცდელების დროსსაგუშაგო კოშკი — 2010 | 1 იანვარი
-
-
c თავიანთი მოგზაურობა მათ გალილეის ზღვის სანაპიროდან დაიწყეს, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 210 მეტრით დაბლა მდებარეობს. ულამაზეს ბუნებაში 48 კილომეტრზე მეტის გავლის შემდეგ ისინი ზღვის დონიდან დაახლოებით 350 მეტრზე ავიდნენ.
-