-
მწყემსი, რომელიც ზრუნავს შენზესაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
იესომ მწყემსისა და ცხვრის მაგალითი მოიყვანა. მან თქვა: „კაცს ასი ცხვარი რომ ჰყავდეს და ერთ მათგანს გზა აებნას, არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს და არ წავა იმ ერთი გზააბნეულის საძებრად?
-
-
მწყემსი, რომელიც ზრუნავს შენზესაგუშაგო კოშკი — 2008 | 1 თებერვალი
-
-
მწყემსი თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ეზრუნა თითოეულ ცხვარზე. თუ რომელიმე ცხვარს გზა აებნეოდა, მწყემსმა იცოდა, რომელი გამოაკლდა ფარას. მან იცოდა თითოეული ცხვრის სახელი, რომელიც თავად დაარქვა (იოანე 10:3). მზრუნველი მწყემსი მანამდე არ შეწყვეტდა დაკარგულის ძებნას, სანამ მას ფარაში არ დააბრუნებდა. გზააბნეული ცხვრის საძებრად წასული მწყემსი დანარჩენ 99-ს უყურადღებოდ არ დატოვებდა, რომ მათ საფრთხე არ დამუქრებოდა. მწყემსები ხშირად ერთად აძოვებდნენ თავიანთ ფარებს და ცხვარი ერთმანეთში ირეოდაa. ასე რომ, ცხვრის მოსაძებნად წასულ მწყემსს შეეძლო, დანარჩენი ცხვარი დროებით სხვა მწყემსებთან დაეტოვებინა.
-