-
მაგალითი ვენახის მუშებზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ბოლოს მეთერთმეტე საათისთვის გავიდა და კიდევ სხვები ნახა უსაქმოდ მდგომნი. ჰკითხა მათ: „რატომ დგახართ აქ მთელი დღე უსაქმოდ?“
-
-
მაგალითი ვენახის მუშებზეიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
მღვდლები და სხვები, რომლებიც ამ ჯგუფში შედიან, საწყალ იუდეველებს ისე უყურებენ, როგორც ღვთის ვენახში არასრული განაკვეთით მომუშავეებს ანუ თვლიან, რომ ისინი ღვთის მსახურებაში მათზე ნაკლებს აკეთებენ. როგორც იესოს მაგალითშია აღწერილი, ეს ხალხი მათ ჰგავს, ვინც ბატონმა „მესამე საათისთვის“ (დილის 9 საათი) ან მოგვიანებით — მეექვსე, მეცხრე ან კიდევ მეთერთმეტე საათისთვის (საღამოს 5 საათი) დაიქირავა.
იმ კაცებსა და ქალებს, რომლებიც იესოს მიჰყვებიან, ფარისევლები დაწყევლილ ხალხად მიიჩნევენ (იოანე 7:49). იესოს მიმდევრები თითქმის მთელი ცხოვრება მეთევზეობას ან სხვა საქმეს მისდევდნენ. მაგრამ ახ. წ. 29 წლის შემოდგომაზე „ვენახის პატრონმა“ იესო გაგზავნა, რომ ამ უბრალო ხალხისთვის მოეხმო, რათა მისი მოწაფეები გამხდარიყვნენ და ღვთისთვის ეშრომათ. როგორც იესო აღნიშნავს, ისინი „ბოლოები“ არიან, რომლებიც მეთერთმეტე საათისთვის დაიქირავა ვენახის პატრონმა.
-