-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
1—3. რა გააკეთა იესომ, როცა ტაძარი შებღალული დახვდა?
იესოსთვის იერუსალიმის ტაძარი, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრი დედამიწაზე, ძალიან ძვირფასი იყო. ვინაიდან ტაძარში წმინდა ღმერთს, იეჰოვას სცემდნენ თაყვანს, შესაბამისად, თაყვანისცემაც წმინდა და შეუბღალავი უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, რას იგრძნობდა იესო, როცა ახ. წ. 33 წლის 10 ნისანს ტაძარში მისულს იქაურობა შებღალული დახვდებოდა. საინტერესოა, რა ხდებოდა იქ (წაიკითხეთ მათეს 21:12, 13).
2 უცხოტომელთა ეზოში ხარბი ვაჭრები და ფულის გადამცვლელები ტაძარში იეჰოვასთვის მიტანილი შესაწირავების ხარჯზე მდიდრდებოდნენ.a იესომ „გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა“ (შეადარეთ ნეემიას 13:7—9). მან ბრალი დასდო ამ ხარბ ვაჭრებს მამამისის სახლის „ყაჩაღების ბუნაგად“ ქცევაში. ამ შემთხვევიდან გამოჩნდა იესოს მოწიწება ტაძრისა და წმინდა თაყვანისმცემლობის მიმართ. დიახ, მამის თაყვანისცემა შეურყვნელი უნდა ყოფილიყო!
-
-
მეფე სულიერად წმენდს თავის ხალხსღვთის სამეფო მმართველობს!
-
-
a იერუსალიმში ჩასულ იუდეველებს ტაძრის ყოველწლიური გადასახადის გადასახდელად თავიანთი ფული ადგილობრივ ფულზე უნდა გადაეცვალათ. ფულის გადამცვლელები ამ მომსახურებისთვის გარკვეულ საფასურს იღებდნენ. იერუსალიმში ჩასულ იუდეველებს ადგილობრივი ფული შესაწირი ცხოველების საყიდლადაც სჭირდებოდათ. იესომ ვაჭრებსა და ფულის გადამცვლელებს ყაჩაღები, სავარაუდოდ, იმიტომ უწოდა, რომ ისინი ხალხს ყვლეფდნენ.
-