-
როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
-
-
იესოს დავალება, „მოემზადებინათ მოწაფეები“, პირდაპირ უკავშირდება მისსავე მოწოდებას, რომ მისი მოწაფეები ქვეყნიერებისთვის მარილივით და სინათლესავით უნდა ყოფილიყვნენ (მათე 5:13, 14). რა კავშირია ამ ორ მითითებას შორის? როგორ მოქმედებს ხალხზე ეს საქმიანობა?
-
-
როგორ მოქმედებს ქრისტიანული სწავლებები ხალხზე?საგუშაგო კოშკი — 2012 | 1 მაისი
-
-
რატომ შეადარა იესომ თავისი მიმდევრები სინათლეს? როგორც მთვარე ირეკლავს სინათლეს მზისგან, ისე ქრისტეს მიმდევრები ირეკლავენ „სინათლეს“ იეჰოვა ღმერთისგან. ისინი იეჰოვას „სინათლეს“ მაშინ ირეკლავენ, როცა სასიხარულო ცნობას გადასცემენ სხვებს და სიკეთეს უკეთებენ მათ (1 პეტრე 2:12).
მოგვიანებით იესომ ხაზი გაუსვა იმას, თუ რა მსგავსება იყო სინათლესა და მის მიმდევრობას შორის: „ლამპარს რომ ანთებენ, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სალამპრეზე, და ისიც ყველას უნათებს სახლში. თქვენი სინათლეც ანათებდეს ადამიანთა წინაშე“. სალამპრეზე დადგმული ანთებული ლამპარი ყველას უნათებს. მსგავსად ამისა, სამქადაგებლო საქმიანობა და ნამდვილი ქრისტიანების კარგი საქმეებიც ყველასთვის ნათელია. იესომ თქვა, რომ ყველა, ვინც ხედავს ქრისტიანთა კარგ საქმეებს, თავად მათ კი არა, ღმერთს განადიდებს (მათე 5:14—16).
თითოეული ქრისტიანის მოვალეობა
როდესაც იესომ თქვა — „თქვენ ხართ ქვეყნიერების სინათლე“ და „თქვენი სინათლე ანათებდეს“ — მან ყველა თავის მოწაფეს მიმართა. იესოს დავალებას ადამიანთა მხოლოდ მცირე ჯგუფი ვერ შეასრულებდა, რომლებიც სხვადასხვა რელიგიებში იქნებოდნენ მიმოფანტული. ნაცვლად ამისა, ყველას უნდა „ენათებინა“.
-