-
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“„მოდი და გამომყევი“
-
-
თავი 9
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“
რას გააკეთებს მთესველი, თუ ხედავს, რომ უხვ მოსავალს მარტო ვერ აიღებს?
1—3. ა) რა გააკეთა მთესველმა, როდესაც დაინახა, რომ უხვ მოსავალს მარტო ვერ აიღებდა? ბ) რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესო ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე და რა გააკეთა?
ერთმა კაცმა მიწა დაამუშავა და თესლი დათესა. მიწას საგულდაგულოდ უვლიდა, და ნათესი რომ ამოდიოდა, ხარობდა. მძიმე შრომას უშედეგოდ არ ჩაუვლია. რამდენიმე თვეში მოსავლის აღების დროც დადგა. უხვმა მოსავალმა მთესველს საფიქრალი გაუჩინა, რადგან მარტო ვერ აიღებდა. ამიტომ გადაწყვიტა, მუშები დაექირავებინა და მოსავლის ასაღებად გაეგზავნა. დრო ცოტაღა რჩებოდა.
2 ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე მკვდრეთით აღდგენილი იესოც მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდა. მთელი მსახურების განმავლობაში ის ჭეშმარიტების თესლს თესავდა. გავიდა ხანი და მოსავალი მოვიდა, თანაც უხვი. საჭირო იყო მოსავლის აღება, ჭეშმარიტებით დაინტერესებულთა მოწაფეებად მომზადება (იოანე 4:35—38). რა გააკეთა იესომ? ვიდრე ზეცაში ავიდოდა, გალილეაში, მთაზე თავის მიმდევრებს დავალება მისცა, რითაც აჩვენა, რომ უფრო მეტი მქადაგებელი იყო საჭირო: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20).
3 ვინც ამ დავალებას შეასრულებდა, სწორედ ის იქნებოდა იესოს მიმდევარი. რატომ იყო საჭირო მეტი მქადაგებელი? როგორ ამზადებდა იესო თავის მიმდევრებს საქადაგებლად? ჩვენ თუ გვეხება ეს დავალება?
რატომ იყო საჭირო მეტი მქადაგებელი?
4, 5. რატომ ვერ დაასრულებდა იესო თავის წამოწყებულ საქმეს და ვინ გააგრძელებდა მის საქმეს, როცა ის ზეცაში ავიდოდა?
4 ახ. წ. 29 წელს მსახურება რომ დაიწყო, იესომ იცოდა, რომ წამოწყებულ საქმეს თავად ვერ დაასრულებდა. დედამიწაზე იესოს ცოტა დრო ჰქონდა დარჩენილი და ყველა ტერიტორიას ვერ შემოივლიდა, ვერც ყველას მიაწვდენდა სამეფოს ცნობას. იესო ძირითადად იუდეველებთან და პროზელიტებთან, „ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებთან“ ქადაგებდა (მათე 15:24). მაგრამ ეს „დაკარგული ცხვრები“ მთელი ისრაელის მიწაზე, ათასობით კვადრატული კილომეტრის ფართობზე იყვნენ მიმოფანტულნი. გარდა ამისა, სასიხარულო ცნობა საბოლოოდ მთელ მსოფლიოში უნდა გავრცელებულიყო (მათე 13:38; 24:14).
-
-
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“„მოდი და გამომყევი“
-
-
დავალება ჩვენც გვეხება
14. საიდან ვხედავთ, რომ მათეს 28:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები ქრისტეს ყველა მიმდევარს ეხება? (იხილე სქოლიო).
14 სიტყვებით „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ“ მკვდრეთით აღმდგარმა იესომ სერიოზული პასუხისმგებლობა დააკისრა თავის მიმდევრებს. მას მხედველობაში მხოლოდ ის მოწაფეები არ ჰყოლია, რომლებსაც გალილეაში, მთაზე ელაპარაკაb. სასიხარულო ცნობა უნდა მოესმინა „ხალხს, ყველა ერიდან“ და ეს საქმე „ქვეყნიერების აღსასრულამდე“ უნდა გაგრძელებულიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოწაფეები, ჩვენი ჩათვლით, იესოს ყველა მიმდევარს უნდა მოემზადებინა. ახლა დაწვრილებით განვიხილოთ მათეს 28:18—20-ში ჩაწერილი სიტყვები.
-
-
„წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი“„მოდი და გამომყევი“
-
-
16. რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, „წადით“, და ჩვენ როგორ უნდა შევასრულოთ ეს დავალება?
16 იესოს დავალება იწყება სიტყვით „წადით“ (მუხლი 19). ის მოგვიწოდებს, მივიდეთ ხალხთან სამეფოს შესახებ საქადაგებლად. ამისათვის არაერთი მეთოდი არსებობს. ყველაზე კარგი საშუალება კარდაკარ ქადაგებაა (საქმეები 20:20). თუმცა სხვაგანაც უნდა ვისაუბროთ სასიხარულო ცნობაზე, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა. შეიძლება სხვადასხვა მეთოდით ვიქადაგოთ იმის გათვალისწინებით, თუ სად ვქადაგებთ და რა ვითარებაში. მაგრამ მთავარი მაინც ერთია: უნდა „წავიდეთ“ და ვეძებოთ ღირსეულები (მათე 10:11).
17. როგორ უნდა მოვამზადოთ მოწაფეები?
17 თუ რა მიზნით უნდა წავიდეთ საქადაგებლად, ეს კარგად ჩანს იესოს შემდეგი სიტყვებიდან: „მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მუხლი 19). როგორ მოვამზადოთ ხალხი მოწაფეებად? მოწაფე არის ის, ვინც სწავლობს, ვისაც ასწავლიან. თუმცა მოწაფეებად მომზადება მხოლოდ ცოდნის გადაცემას არ გულისხმობს. ჩვენი მიზანი ის არის, რომ დაინტერესებულები, რომლებსაც ბიბლიას ვასწავლით, ქრისტეს მოწაფეები გახდნენ. მათთან ხშირად უნდა მოვიყვანოთ იესოს მაგალითი, რომ მისგან ისწავლონ და მას მიჰბაძონ; ისე იცხოვრონ, როგორც ის ცხოვრობდა და ის გააკეთონ, რასაც ის აკეთებდა (იოანე 13:15).
18. რატომ არის მონათვლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი მოწაფის ცხოვრებაში?
18 იესოს შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, თუ რა ნაბიჯი უნდა გადაიდგას მოწაფეების მომზადების შემდეგ: „მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით“ (მუხლი 19). მონათვლა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია მოწაფის ცხოვრებაში, რადგან ეს ნიშანია იმისა, რომ მან მთელი გულით მიუძღვნა ღმერთს თავი. ამიტომ მონათვლა აუცილებელია ხსნისთვის (1 პეტრე 3:21). მონათლული თუ კვლავაც ცდილობს, საუკეთესო გაიღოს იეჰოვასთვის, ახალ ქვეყნიერებაში ის უხვად მიიღებს კურთხევებს. დახმარებიხარ ვინმეს, რომ ქრისტეს მოწაფე გამხდარიყო და მონათლულიყო? ამაზე დიდ სიხარულს ვერაფერი მოგვიტანს (3 იოანე 4).
-