-
თითოეული თავისი ლეღვის ძირას იჯდებასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მაისი
-
-
მოგვიანებით, იესომ კიდევ ერთხელ გამოიყენა ლეღვის ხე ებრაელი ერის ცუდი სულიერი მდგომარეობის აღსაწერად. სიკვდილამდე ოთხი დღით ადრე, როცა ბეთანიიდან იერუსალიმში მიემგზავრებოდა, მან დაინახა ლეღვის ხე, რომელიც კარგად იყო შეფოთლილი, მაგრამ ზედ ერთი ნაყოფიც კი არ ჰქონდა. რადგან ლეღვს პირველი ნაყოფი ფოთლებთან ერთად გამოაქვს — ზოგჯერ ფოთლების გამოსვლამდეც კი — უნაყოფობის გამო ეს ხე უვარგისი იყო (მარკოზი 11:13, 14)b.
უნაყოფო ხის მსგავსად, რომელიც საღად გამოიყურებოდა, ისრაელი ერის მდგომარეობაც გარეგნულად შემაცდენელი იყო. მას არ გამოჰქონდა ღვთისთვის მოსაწონი ნაყოფი და, საბოლოოდ, იეჰოვას ძეც კი უარყო. იესომ ეს უნაყოფო ხე დასწყევლა, მომდევნო დღეს კი მოწაფეებმა შეამჩნიეს, რომ ის სრულიად გამხმარიყო. ეს გამხმარი ხე იმის მომასწავებელი იყო, რომ იეჰოვა მალე უარყოფდა ისრაელ ერს, როგორც თავის რჩეულ ხალხს (მარკოზი 11:20, 21).
-
-
თითოეული თავისი ლეღვის ძირას იჯდებასაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 მაისი
-
-
b ეს შემთხვევა სოფელ ბეთბაგესთან ახლოს მოხდა. სახელი ბეთბაგე „საადრეო ლეღვის სამშობლოს“ ნიშნავს, რაც შეიძლება იმაზე მიანიშნებდეს, რომ ეს მხარე განთქმული იყო საადრეო ლეღვის უხვი მოსავლით.
-