-
მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ფილიპეს კესარეაში ქადაგების დროს, რომელიც ხერმონის მთიდან სადღაც 25 კილომეტრში მდებარეობს, იესომ გასაოცარი სიტყვები წარმოთქვა: „ჭეშმარიტებას გეუბნებით, რომ აქ მდგომთაგან ზოგიერთები არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ კაცის ძეს თავის სამეფოში მომავალს“ (მათე 16:28).
მოწაფეებს შესაძლოა დააინტერესათ, რის თქმა უნდოდა ამით მათ მოძღვარს. ამ სიტყვების წარმოთქმიდან ერთ კვირაში იესო თავის სამ მოციქულთან, პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად მაღალ მთაზე ადის. როგორც ჩანს, უკვე ღამეა, რადგან მოციქულებს ძილი ერევათ. იესო ლოცულობს და ამ დროს გარდაისახება. მოციქულები საკუთარი თვალით ხედავენ, რომ იესოს სახე მზესავით უბრწყინავს, ტანსაცმელი კი სინათლესავით, თეთრად, უელვარებს.
-
-
მოწაფეები დიდებით მოსილ იესოს ხედავენიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ეს ხილვა ნამდვილად განუმტკიცებდა რწმენას როგორც იესოს, ისე მოციქულებს. ამ ხილვიდან კარგად გამოჩნდა, თუ როგორი იქნებოდა სამეფო დიდებით მოსული ქრისტე. ამგვარად, მოციქულებმა, თავიანთი მოძღვრის დაპირებისამებრ, „იხილეს კაცის ძე თავის სამეფოში მომავალი“ (მათე 16:28). მთაზე ყოფნის დროს ისინი იესოს დიდებულების თვითმხილველნი გახდნენ.
-