-
სად და როდის იბადება იესოიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
რომის იმპერატორის, კეისარ ავგუსტუსის ბრძანებულების თანახმად, ყველა ვალდებულია, აღსაწერად თავ-თავის ქალაქში ჩავიდეს. ამიტომ იოსები მარიამთან ერთად იმ ქალაქში მიდის, სადაც დაიბადა. ეს ქალაქი იერუსალიმის სამხრეთით მდებარეობს და ბეთლემის სახელითაა ცნობილი.
ამ მიზნით ბეთლემში ბევრი ხალხია ჩასული, რის გამოც რთულია ღამის გასათევის პოვნა. ერთადერთი თავშესაფარი, რასაც იოსები პოულობს, ბოსელია. სწორედ აქ, ვირებისა და საქონლის სადგომში, იბადება იესო. ახალდაბადებულს მარიამი ნაჭრებში ახვევს და ბაგაში აწვენს — იქ, სადაც პირუტყვს უყრიან საჭმელს.
როგორც ჩანს, სწორედ იეჰოვას ნებით მოხდა, რომ კეისარმა ავგუსტუსმა აღწერის თაობაზე ბრძანებულება გამოსცა. რის საფუძველზე შეგვიძლია ამის თქმა? სწორედ ამ ბრძანებულებამ განაპირობა ის, რომ იესო ბეთლემში, თავისი წინაპრის, მეფე დავითის მშობლიურ ქალაქში დაიბადა. წმინდა წერილებში ხომ ამ მოვლენამდე დიდი ხნით ადრე იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ამ ქალაქიდან უნდა გამოსულიყო აღთქმული მმართველი?! (მიქა 5:2).
-
-
სად და როდის იბადება იესოიესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
-
-
ისიც დაუჯერებელია, რომ რომის იმპერატორს შუა ზამთარში იმ ხალხისგან მოეთხოვა ბეთლემში ჩასვლა, რომლებიც ისედაც მტრულად იყვნენ მის მიმართ განწყობილნი და მის წინააღმდეგ ამბოხების მოწყობას აპირებდნენ.
-