-
ისწრაფეთ ნამდვილი სიმდიდრის დაგროვებისკენსაგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
-
-
4, 5. ა) რა მდგომარეობაში აღმოჩნდა იესოს იგავში მოხსენიებული სახლის მმართველი? ბ) რა ურჩია იესომ თავის მიმდევრებს?
4 წაიკითხეთ ლუკას 16:1—9. განვიხილოთ იესოს იგავი უმართლო სახლის მმართველზე. ქონების გაფლანგვაში დადანაშაულების შემდეგ სახლის მმართველი „წინდახედულად მოიქცა“.a ის შეეცადა, ისეთი ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რომლებიც სამსახურის დაკარგვის შემდეგ მას დახმარების ხელს გაუწვდიდნენ. რა თქმა უნდა, იესო არ უბიძგებდა თავის მოწაფეებს არაკეთილსინდისიერი საქციელისკენ, რათა ამ ქვეყნიერებაში როგორმე თავი გაეტანათ. მისი სიტყვების თანახმად, ასეთი საქციელი „ქვეყნიერების ძეებს“ ახასიათებდათ. თუმცა ამ მაგალითით მას მოწაფეებისთვის მნიშვნელოვანი რამის სწავლება სურდა.
5 იესომ იცოდა, რომ სახლის მმართველის მსგავსად, რომელიც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი მიმდევრებიდან ბევრს თავის სარჩენად უსამართლო კომერციულ სისტემასთან ექნებოდა შეხება. ამიტომ მან თავის მოწაფეებს ურჩია: „შეიძინეთ მეგობრები უმართლო სიმდიდრით, რათა, როცა ის ძალას დაკარგავს, მათ [იეჰოვამ და იესომ] სამუდამო სამკვიდროში მიგიღონ“. ჩვენ როგორ გვეხება ეს რჩევა?
6. საიდან ჩანს, რომ კომერციული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო?
6 მიუხედავად იმისა, რომ იესოს არ დაუკონკრეტებია, რატომ უწოდებდა სიმდიდრეს „უმართლოს“, ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მოგების ნახვაზე აგებული სისტემა ღვთის განზრახვის ნაწილი არ იყო. იეჰოვამ ყველაფერი უხვად მისცა ადამსა და ევას ედემის ბაღში (დაბ. 2:15, 16). პირველ საუკუნეში წმინდა სულით ცხებული ქრისტიანებიდან არც ერთი „არ ამბობდა თავის ქონებაზე, ჩემიაო; ყველაფერი საერთო ჰქონდათ“ (საქ. 4:32). ესაიამ იწინასწარმეტყველა, რომ დადგებოდა დრო, როცა ყველა ადამიანი თავისუფლად ისარგებლებდა დედამიწის რესურსებით (ეს. 25:6—9; 65:21, 22). ვიდრე ეს დრო დადგება, იესოს მიმდევრებს გონიერება მართებთ, როცა ამ ქვეყნიერების უმართლო სიმდიდრეს თავის სარჩენად იყენებენ და ცდილობენ, ღვთის მოწონება დაიმსახურონ.
-
-
ისწრაფეთ ნამდვილი სიმდიდრის დაგროვებისკენსაგუშაგო კოშკი — 2017 | ივლისი
-
-
იესოს იგავში მოხსენიებული მმართველი ანგარების გამო დაუმეგობრდა მოვალეებს. მაგრამ იესო თავის მიმდევრებს ურჩევდა, უანგაროდ დამეგობრებოდნენ მას და იეჰოვას. მუხლებში, რომლებიც ამ იგავს მოსდევს, იესომ „უმართლო სიმდიდრის“ გამოყენება ღვთისადმი ერთგულებას დაუკავშირა. ის გულისხმობდა, რომ ასეთი სიმდიდრის გონივრულად გამოყენება ღვთისადმი ერთგულების დამტკიცების ერთ-ერთი შესაძლებლობაა.
-