-
„ახლოვდება თქვენი ხსნა“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
მაგრამ, შესაძლოა ფიქრობთ, როგორ უნდა იღოთ ყურად იესოს ეს გაფრთხილება და, მით უმეტეს, შემდეგი მითითება: „მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ, ქალაქში მყოფნი გარეთ გავიდნენ, ხოლო ქალაქის გარეთ მყოფნი ნუღარ შევლენ მასში“ (ლუკ. 21:21). ნუთუ რეალურია ასეთ ვითარებაში იესოს მითითების მიყოლა და ქალაქის დატოვება მაშინ, როცა ის მრავალრიცხოვანი ჯარითაა გარშემორტყმული? თუმცა ისეთი რამ ხდება, თვალებს არ უჯერებთ — რომაელთა ჯარი უკან იხევს! დიახ, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, რომაელთა თავდასხმა მოკლდება (მათ. 24:22). ახლა კი ნამდვილად შეგიძლიათ მიჰყვეთ იესოს მითითებას. წამსაც არ აყოვნებთ — ტოვებთ ქალაქს, ღვთის ერთგულ მსახურებთან ერთად მდინარე იორდანეს კვეთთ და მთებში გარბიხართ.a გადის რამდენიმე წელი და ახ. წ. 70 წელს რომაელთა ჯარი კვლავ იერუსალიმისკენ მოემართება; ამჯერად, ისინი ქალაქს მიწასთან ასწორებენ. თქვენ ცოცხალი და სრულიად უვნებელი ხართ; და ეს იმიტომ, რომ მიჰყევით იესოს ხელმძღვანელობას.
-
-
„ახლოვდება თქვენი ხსნა“!საგუშაგო კოშკი — 2015 | 15 ივლისი
-
-
გამოცდისა და გასამართლების დრო
7, 8. რის შესაძლებლობა მოგვეცემა ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ და რა გამოარჩევს ღვთის ხალხს იმ დროს სხვებისგან?
7 რა მოხდება ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ? მაშინ გამომჟღავნდება, თუ სინამდვილეში რა გვაქვს გულში. იმ დროს ადამიანთა უმრავლესობა თავშესაფრის ძიებას სხვადასხვა ორგანიზაციაში დაიწყებს, რომლებიც ბიბლიაში „კლდოვან მთებს“ არიან შედარებულნი (გამოცხ. 6:15—17). თუმცა ღვთის ხალხი, გადატანითი მნიშვნელობით, იმ დროსაც იეჰოვას თავშესაფრისკენ გაიქცევა. პირველ საუკუნეში ალყის მოხსნის შემდგომი პერიოდი ნამდვილად არ იყო იუდეველთა ქრისტიანობაზე მოქცევის დრო; ეს დრო მათთვის, რომლებიც უკვე ქრისტიანები იყვნენ, მოქმედებისა და იესოს მითითებებისადმი მორჩილების დრო იყო. მსგავსად ამისა, არც ჩვენ ველით, რომ დიდი გასაჭირის დროს, ცრუ რელიგიის განადგურების შემდგომ ხანმოკლე პერიოდში — ვიდრე მტრები ღვთის ხალხზე იერიშს მიიტანენ — წმინდა თაყვანისმცემლობას ბევრი შემოუერთდება. ეს იქნება დრო, როცა ყველა ჭეშმარიტ თაყვანისმცემელს მიეცემა საშუალება, სიყვარული დაუმტკიცოს იეჰოვას და მხარი დაუჭიროს ქრისტეს ძმებს (მათ. 25:34—40).
8 მართალია, ჩვენ ბოლომდე ვერ ვწვდებით, თუ რა შეიძლება მოხდეს გამოცდის დროს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, იმ დროს თითოეულ ჩვენგანს მოგვიწევს რაღაც მსხვერპლზე წასვლა. სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს საკუთარ ქონებაზე უარის თქმა და არაერთი სირთულის გადატანა მოუხდათ (მარ. 13:15—18). საინტერესოა, ჩვენ თუ შევძლებთ ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებას და საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ქონებაზე უარის თქმას? მზად ვიქნებით ყველა იმ დავალების შესასრულებლად, რითაც იეჰოვას ერთგულებას დავუმტკიცებთ? მხოლოდ დაფიქრდით: იმ დროს, ღვთის ერთგული წინასწარმეტყველის, დანიელის, მსგავსად, მხოლოდ ჩვენ არ შევწყვეტთ ღვთისადმი მსახურებას, რაც არ უნდა მოხდეს! (დან. 6:10, 11).
-