-
ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
14. ა) რა აღთქმა წარმოთქვა იესომ სიკვდილის წინა საღამოს? ბ) რა არის აუცილებელი, რომ ბოლომდე ვისარგებლოთ იმ ნუგეშით, რასაც ღმერთი სულიწმიდით იძლევა?
14 სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამოს, იესომ თავის ერთგულ მოციქულებს გასაგებად უთხრა, რომ მალე დატოვებდა მათ და მამასთან დაბრუნდებოდა. ამან ააღელვა და დაამწუხრა ისინი (იოანე 13:33, 36; 14:27–31). იესოს ესმოდა, რომ მათ ესაჭიროებოდათ მუდმივი ნუგეში და აღუთქვა: „მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ“ (იოანე 14:16). იესო აქ გულისხმობდა ღვთის სულიწმიდას, რომელიც მის მოწაფეებზე გადმოვიდა მისი აღდგენიდან 50-ე დღესa. სხვა მრავალთან ერთად, ღვთის სული ანუგეშებდა მათ ყოველი განსაცდელის დროს და აძლიერებდა ღვთის ნების შესასრულებლად (საქმეები 4:31). მაგრამ ასეთი დახმარება რაღაც მექანიკურად არ უნდა მივიჩნიოთ. მისგან სრული სარგებლობის მისაღებად ყოველმა ქრისტიანმა ყოველთვის უნდა ილოცოს მანუგეშებელი დახმარებისთვის, რომელსაც ღმერთი სულიწმიდის მეშვეობით იძლევა (ლუკა 11:13).
-
-
ნუგეშისთვის მიენდე იეჰოვასსაგუშაგო კოშკი — 1996 | 1 ნოემბერი
-
-
a ღვთის სულის ერთ-ერთი მთავარი მოქმედება პირველი საუკუნის ქრისტიანებზე იყო სულიწმიდით ცხება და ღვთის სულიერ ძეებად და იესოს ძმებად მიღება (2 კორინთელთა 1:21, 22). ეს გათვალისწინებულია მხოლოდ ქრისტეს 144 000 მოწაფისთვის (გამოცხადება 14:1, 3). დღეს ქრისტიანების დიდ უმრავლესობას სიკეთით ეძლევა სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი. მიუხედავად იმისა, რომ სულიწმიდით არ არიან ცხებულები, ისინიც ღებულობენ ღვთის სულიწმიდით დახმარებასა და ნუგეშს.
-