-
„იეჰოვას სიტყვა ვრცელდებოდა“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
ᲗᲐᲕᲘ 10
„იეჰოვას სიტყვა ვრცელდებოდა“
ანგელოზმა პეტრე გაათავისუფლა და დევნამ ვერ შეაჩერა სასიხარულო ცნობის ქადაგება.
1—4. რის პირისპირ აღმოჩნდა პეტრე და როგორ იგრძნობდით თავს მის ადგილზე?
ᲞᲔᲢᲠᲔᲡ ზურგს უკან ხმაურით იკეტება უზარმაზარი რკინის კარიბჭე. ორ რომაელ ჯარისკაცს შებორკილი პეტრე საკანში მიჰყავს. განაჩენის მოლოდინში საათები და შესაძლოა დღეებიც კი გადის. საპატიმროს კედლების, გისოსების, ბორკილებისა და მცველების მეტს ვერავის და ვერაფერს ხედავს.
2 პეტრესთვის მკაცრი განაჩენი გამოაქვთ. მეფე ჰეროდე აგრიპა I-სa მისი მოკვლა აქვს გადაწყვეტილი. ჰეროდე პასექის შემდეგ პეტრეს ხალხის წინაშე გამოყვანას აპირებს, რათა ხალხს მისი სისხლი „უსაჩუქროს“. ეს მხოლოდ მუქარა როდია, მას უკვე გასვრილი აქვს ხელი მოციქულ იაკობის სისხლში.
3 პეტრეს სასიკვდილო განაჩენის აღსრულების წინა ღამეა. რაზე შეიძლება ფიქრობდეს ერთ ბნელ საკანში მჯდომი? იქნებ იესოს წლების წინ ნათქვამი სიტყვები ახსენდება, რომ დადგებოდა დღე, როცა შეიპყრობდნენ პეტრეს და სასიკვდილოდ გაიმეტებდნენ (იოან. 21:18, 19). იქნებ ფიქრობს, რომ სწორედ ეს დრო დადგა.
4 როგორ იგრძნობდით თავს პეტრეს ადგილზე? ბევრი სასოწარკვეთილი იქნებოდა. მაგრამ არსებობს იესო ქრისტეს ჭეშმარიტი მიმდევრებისთვის გამოუვალი მდგომარეობა? რას ვსწავლობთ პეტრესა და სხვა ქრისტიანების რეაქციიდან? მოდი გავიგოთ.
„კრება მხურვალედ ლოცულობდა“ (საქმეები 12:1—5)
5, 6. ა) რატომ და როგორ დაიწყო მეფე ჰეროდე აგრიპა I-მა ქრისტიანული კრების დევნა? ბ) რატომ იყო იაკობის სიკვდილი კრებისთვის დიდი დარტყმა?
5 როგორც წინა თავიდან გავიგეთ, უცხოტომელი კორნელიუსისა და მისი ოჯახის გაქრისტიანებით დიდად გაიხარა ქრისტიანულმა კრებამ. მაგრამ იმ იუდეველებს, რომლებმაც არ ირწმუნეს იესო, შეაშფოთებდა იმის გაგება, რომ უამრავი იუდეველი ქრისტიანი არაიუდეველებთან ერთად სცემდა ღმერთს თაყვანს.
6 გამჭრიახმა პოლიტიკოსმა ჰეროდემ გათვალა, რომ ამ ვითარების გამოყენებით იუდეველთა გულის მოგება შეიძლებოდა, და ქრისტიანების შევიწროება დაიწყო. მას უეჭველად ეცოდინებოდა, რომ მოციქული იაკობი იესო ქრისტეს ახლო მეგობარი იყო, და ამიტომ „მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა“ (საქ. 12:2). როგორი დარტყმა იქნებოდა ეს კრებისთვის! იაკობი ერთ-ერთი იყო იმ სამ მოციქულთაგან, რომლებმაც იესოს გარდასახვა და ის სხვა სასწაულები იხილეს, რომლებიც სხვა მოციქულებს არ უნახავთ (მათ. 17:1, 2; მარ. 5:37—42). იესომ იაკობსა და მის ძმა იოანეს მათი განსაკუთრებული ენთუზიაზმის გამო „ქუხილის ძეები“ შეარქვა (მარ. 3:17). იაკობის სახით თანამორწმუნეებმა გაბედული, ერთგული მქადაგებელი და საყვარელი მოციქული დაკარგეს.
7, 8. რას აკეთებდა კრება, როცა პეტრე საპყრობილეში იჯდა?
7 აგრიპას მოლოდინი გამართლდა — იაკობის სიკვდილით დასჯით იუდეველებს აამა. ხალხის რეაქციით შეგულიანებულმა ახლა უკვე პეტრეს მოკვლა განიზრახა და, როგორც თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, აგრიპას ბრძანებით პეტრე დააპატიმრეს კიდეც. აგრიპამ, ალბათ, იცოდა, რომ, როგორც ამ წიგნის მე-5 თავიდან გავიგეთ, საპყრობილე ყოველთვის ვერ ზღუდავდა მოციქულების თავისუფლებას. იმის შიშით, რომ არ გაქცეულიყო, ჰეროდემ შებორკილ პეტრეს 16 მცველი მიუჩინა, რათა დღე-ღამის განმავლობაში მონაცვლეობით ორ-ორს ყოველთვის ედარაჯა პეტრესთვის. პეტრეს გაქცევის შემთხვევაში მისთვის გამოტანილი განაჩენი მცველებზე აღსრულდებოდა. ასეთ მძიმე ვითარებაში რისი გაკეთება შეეძლოთ თანამორწმუნეებს?
8 კრებამ ძალიან კარგად იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა. საქმეების 12:5-ში ვკითხულობთ: „საპყრობილეში მყოფი პეტრესთვის კრება მხურვალედ ლოცულობდა“. ისინი მხურვალედ და მთელი გულით ავედრებდნენ ღმერთს საყვარელ ძმას. იაკობის სიკვდილს არც სასოწარკვეთილებაში ჩაუყრია ისინი და არც ლოცვის ძალაში დაუეჭვებია. იეჰოვა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ლოცვას. თუ მისი ნებისამებრ ლოცულობს ადამიანი, ის აუცილებლად მოუსმენს (ებრ. 13:18, 19; იაკ. 5:16). ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ დღევანდელ ქრისტიანებს.
9. ლოცვის რა მაგალითს გვაძლევენ პეტრეს თანაქრისტიანები?
9 იცნობთ თანაქრისტიანებს, რომლებიც მრავალი სირთულის პირისპირ დგანან? შესაძლოა მათ დევნიან, მთავრობები ავიწროებენ ან სტიქიური უბედურების მსხვერპლნი არიან. ჩვენ მხურვალედ უნდა ვლოცულობდეთ მათზე. ალბათ მათაც იცნობთ, ვისი პრობლემაც ერთი შეხედვით არ ჩანს, თუმცა ძალას აცლის ოჯახური პრობლემა, გულგატეხილობა ან ნებისმიერი სხვა რამ, რამაც შეიძლება მათი რწმენა გამოსცადოს. ლოცვამდე გაიხსენეთ ეს ხალხი და ლოცვების მომსმენს, იეჰოვას შეავედრეთ ისინი; ღმერთთან ლაპარაკისას სახელით მოიხსენიეთ თითოეული მათგანი (ფსალმ. 65:2). რთულ მდგომარეობაში თქვენც ხომ გჭირდებათ და-ძმების ლოცვა!
„გამომყევი“ (საქმეები 12:6—11)
10, 11. აღწერეთ, როგორ დაიხსნა იეჰოვას ანგელოზმა პეტრე პატიმრობიდან.
10 როგორ მოქმედებდა პეტრეზე მოახლოებული საფრთხე? დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცით, რომ საპატიმროში გატარებულ ბოლო ღამეს ორ ფხიზლად მყოფ მცველს შორის პეტრეს ღრმად ეძინა. ეს ღვთის ერთგული კაცი დარწმუნებული იყო, რომ, რაც არ უნდა მომხდარიყო მეორე დღეს, იეჰოვა იქნებოდა მისი თავშესაფარი (რომ. 14:7, 8). მაგრამ, ფაქტია, რომ ვერ წარმოიდგენდა იმას, რაც ძალიან მალე მოხდებოდა. მოულოდნელად საკანი განათდა და ანგელოზი გამოჩნდა. როგორც ჩანს, მცველებს არაფერი დაუნახავთ. ანგელოზმა საჩქაროდ გააღვიძა პეტრე და პატიმარს ბორკილები, რომელსაც თითქოს ვერაფერი გაწყვეტდა, ხელებიდან დასცვივდა!
11 ანგელოზმა პეტრეს მოკლე-მოკლე მითითებები მისცა: „ადექი, ჩქარა! . . . ჩაიცვი ტანსაცმელი და სანდლები . . . მოსასხამი მოისხი“. პეტრეც უსიტყვოდ დაემორჩილა. ბოლოს ანგელოზმა უთხრა: „გამომყევი“. და პეტრეც გაჰყვა. საკნიდან გამოვიდნენ, გასცდნენ საგუშაგოებს და უხმაუროდ უზარმაზარი რკინის კარიბჭისკენ გაემართნენ. როგორ გაივლიდნენ ამ კარიბჭეს? პეტრე, ალბათ, ამაზე დაფიქრებასაც ვერ მოასწრებდა, რადგან მიუახლოვდნენ თუ არა, კარიბჭე „თავისით გაიღო“. ვიდრე პეტრე მიხვდებოდა, რა მოხდა, ამასობაში გასცდნენ კარიბჭეს, ერთი ქუჩა გაიარეს და ანგელოზიც გაუჩინარდა. მარტო დარჩენილი პეტრე გონს მოეგო და მიხვდა, რომ ყველაფერი ცხადი იყო და არა ხილვა. ის უკვე თავისუფალი იყო (საქ. 12:7—11).
12. რატომ არის მანუგეშებელი ჩვენთვის იეჰოვასგან პეტრეს ხსნა?
12 განა არ გვანუგეშებს იმაზე ფიქრი, რომ თავისი მსახურების დასახსნელად იეჰოვას შეუზღუდავი ძალა აქვს?! პეტრე დააპატიმრა მეფემ, რომლის მიღმაც ისეთი ძლევამოსილი იმპერია იდგა, როგორიც მაშინდელ მსოფლიოს ჯერ არ ენახა; არადა პეტრემ ამ დროს წარმოუდგენლად ადვილად დატოვა ციხის კედლები! იეჰოვა ყველა თავისი მსახურისთვის არ ახდენს ასეთ სასწაულს. არც იაკობი დაუხსნია ამგვარი სასწაულით და აღარც მოგვიანებით თავად პეტრე, როცა მასზე იესოს ნაწინასწარმეტყველები შესრულდა. არც დღეს ელიან ქრისტიანები სასწაულებრივი სახით ხსნას, თუმცა არ გვავიწყდება, რომ იეჰოვა არ შეცვლილა (მალ. 3:6). ის მალე თავისი ძის მეშვეობით მილიონობით ადამიანს დაიხსნის სიკვდილის უსასტიკესი ტყვეობიდან (იოან. 5:28, 29). ამგვარი დანაპირები გამბედაობას გვმატებს განსაკუთრებით მაშინ, როცა ათასგვარ სირთულეს ვაწყდებით.
„პეტრე [რომ] დაინახეს, გაოცდნენ“ (საქმეების 12:12—17)
13—15. ა) რა რეაქცია ჰქონდათ მარიამის სახლში შეკრებილებს პეტრეს გამოჩენაზე? ბ) რაზე გადააქვს ყურადღება „საქმეების“ წიგნს და რა გავლენას ახდენდა პეტრე სულიერ და-ძმებზე?
13 პეტრე ბნელ ქუჩაში იდგა და იმაზე ფიქრობდა, სად წასულიყო; და იქვე ახლოს მცხოვრებ თანაქრისტიან მარიამთან მისვლა გადაწყვიტა. როგორც ჩანს, ის ქვრივი იყო, მაგრამ არა გაჭირვებული. საკუთარი სახლი ჰქონდა, თანაც იმდენად დიდი, რომ კრების შეხვედრები მასთან ტარდებოდა. მისი შვილი მარკოზად წოდებული იოანე იყო, რომელიც „საქმეების“ წიგნში პირველად პეტრეს გათავისუფლების შემდეგ არის ნახსენები, და რომელსაც მოგვიანებით პეტრე შვილად მოიხსენიებს (1 პეტ. 5:13). იმ ღამით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო, მარიამის სახლში თანაქრისტიანები იყვნენ შეკრებილნი და მხურვალედ ლოცულობდნენ. ცხადია, ისინი პეტრეს გათავისუფლებას სთხოვდნენ იეჰოვას, თუმცა პასუხი სრულიად მოულოდნელი იყო.
14 პეტრემ სახლის წინა ეზოში შესასვლელ ჭიშკარზე დააკაკუნა. ჭიშკრის გასაღებად მოახლე გოგონა გამოვიდა, მას ცნობილი ბერძნული სახელი როდე ერქვა, რაც ვარდს ნიშნავს. პეტრეს ხმა რომ გაიგო, როდე ყურს არ უჯერებდა! ჭიშკრის გაღების ნაცვლად, კაცი გარეთ დატოვა, შინ შევარდა და ხალხს არწმუნებდა, რომ გარეთ პეტრე იდგა. ძმებმა იფიქრეს, შეიშალაო, მაგრამ როდეს გადარწმუნება შეუძლებელი იყო. ის დაჟინებით იმეორებდა, რომ სიმართლეს ამბობდა. მაშინ მოწაფეებმა ისღა იფიქრეს, რომ პეტრეზე ცნობის მისატანად ჭიშკართან ანგელოზი იდგა (საქ. 12:12—15); პეტრე კი იდგა და აკაკუნებდა, სანამ ჭიშკარი არ გაუღეს.
15 ჭიშკართან „პეტრე [რომ] დაინახეს, გაოცდნენ“ (საქ. 12:16). პეტრეს ის რომ მოეყოლა, რაც თავს გადახდა, ჯერ აღფრთოვანებული თანამორწმუნეები უნდა გაეჩუმებინა. მერე სთხოვა, ყველაფერი მოწაფე იაკობისა და ძმებისთვის შეეტყობინებინათ და წავიდა, ისევ ჰეროდეს ჯარისკაცებს რომ არ ჩავარდნოდა ხელში. პეტრემ სხვაგან, უსაფრთხო ადგილას განაგრძო ღვთისთვის ერთგულად მსახურება. „საქმეების“ წიგნის მე-15 თავში აღწერილი მოვლენის გარდა, როცა პეტრე წინადაცვეთასთან დაკავშირებით წამოჭრილ საკამათო საკითხის გადაჭრაში მონაწილეობას იღებდა, ის „საქმეების“ წიგნში აღარ მოიხსენიება. ამის შემდეგ წიგნს პავლე მოციქულის მოგზაურობასა და ქადაგებაზე გადააქვს ყურადღება. ასე იყო თუ ისე, პეტრე სადაც უნდა წასულიყო ყველგან გაამხნევებდა სულიერ და-ძმებს ისე, როგორც მარიამის სახლში შეკრებილები გაამხნევა.
16. რა გვარწმუნებს იმაში, რომ სიხარულის მრავალი მიზეზი გვექნება?
16 ზოგჯერ იეჰოვას მსახურები იეჰოვასგან იმაზე მეტს იღებენ, ვიდრე ელიან; ეს კი დაუჯერებლად დიდ სიხარულს ანიჭებს მათ. სწორედ ასეთ სიხარულს გრძნობდნენ პეტრეს სულიერი და-ძმები მისი გათავისუფლების ღამეს. ალბათ ჩვენც იმავეს ვგრძნობთ, როცა იეჰოვა დიდად გვაკურთხებს ხოლმე (იგავ. 10:22). დადგება დრო, როცა ვიხილავთ, როგორ შესრულდება მთელ მსოფლიოში იეჰოვას დანაპირები და როგორ გადააჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს არაჩვეულებრივი რეალობა. ასე რომ, ბედნიერებას არ მოგვაკლებს ღმერთი, ვიდრე ერთგულები ვიქნებით.
„ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა“ (საქმეები 12:18—25)
17, 18. რა მოხდა მანამ, ვიდრე ჰეროდეს განადიდებდნენ?
17 პეტრეს გაქცევის ამბავმა ჰეროდეც გააოცა, თუმცა ეს არასასიამოვნო სიახლე იყო. ჰეროდემ ბრძანა ყველა კუთხე-კუნჭული დაევლოთ პეტრეს მოსაძებნად; მცველებიც დაჰკითხეს და ისინი დასასჯელად წაიყვანეს, როგორც ჩანს, დახოცეს (საქ. 12:19). ჰეროდე აგრიპას თანამგრძნობი და მოწყალე კაცის სახელი არ დაუტოვებია. არაფერი მიეზღო დათესილი ბოროტების წილ?
18 აგრიპამ შესაძლოა დამცირებულად იგრძნო თავი, პეტრე რომ სიკვდილს გადაურჩა; მაგრამ მისი პატივმოყვარეობა მალე დაკმაყოფილდა. მდგომარეობა ისე წარიმართა, რომ აგრიპას მტრებმა მასთან მშვიდობიანი ურთიერთობა მოინდომეს და აგრიპაც უდიდესი სიამოვნებით წარდგა დიდძალი ხალხის წინაშე. როგორც ლუკა წერს, სიტყვის წარმოთქმამდე „ჰეროდე სამეფო სამოსლით შეიმოსა“. როგორც ებრაელმა ისტორიკოსმა იოსებ ფლავიუსმა დაწერა, ჰეროდეს სამოსელი მოვერცხლილი იყო, რათა მასზე დაცემულ შუქს ისე გაენათებინა, რომ დიდების შარავანდით მოსილი ჰგონებოდა კაცს. დიდების მოყვარულმა პოლიტიკოსმა სიტყვა წარმოთქვა. ბრბო ჰეროდეს საამებლად აყვირდა: „ეს კაცის ხმა კი არა, ღვთის ხმაა!“ (საქ. 12:20—22).
19, 20. ა) რატომ დასაჯა იეჰოვამ ჰეროდე? ბ) როგორ შეიძლება გვანუგეშოს ჰეროდე აგრიპას უეცარმა აღსასრულმა?
19 დიდება მხოლოდ და მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის, რომელიც საკუთარი თვალით უყურებდა ამ სცენას! ჰეროდეს შეეძლო უბედურება თავიდან აეცილებინა, ესაყვედურა ხალხისთვის, ან არ შეეფერებინა მაინც დიდება, მაგრამ მან „იგავებში“ ჩაწერილი სიტყვები გაამართლა: „სიამაყე წინ უძღვის დაცემას“ (იგავ. 16:18). „უცბად ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა“ და ამ ამაყმა და პატივმოყვარე კაცმა საშინელი ტანჯვით დაასრულა სიცოცხლე. „მას მატლი დაეხვია და მოკვდა“ (საქ. 12:23). იოსებ ფლავიუსიც იმას აღნიშნავს, რომ აგრიპას მოულოდნელად შეეყარა სასიკვდილო სენი. ისტორიკოსის სიტყვების თანახმად, მეფე მიხვდა, რომ ბრბოსგან მიღებული დიდების გამო სიკვდილი არ ასცდებოდა და ის სიკვდილამდე ხუთ დღეს იტანჯებოდა.b
20 ზოგჯერ შეიძლება გვეგონოს, რომ ბოროტების ჩამდენი უღვთო ადამიანები დაუსჯელნი რჩებიან. ამან არ უნდა გაგვაკვირვოს, რადგან „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ხელშია“ (1 იოან. 5:19). მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ღვთის ერთგულ ადამიანებს მაინც აწუხებთ ის, რომ ბოროტები გასამართლებას თავს არიდებენ. ჰეროდეს ისტორია გვარწმუნებს, რომ იეჰოვა დაუსჯელს არავის დატოვებს, და თავის მსახურებს ახსენებს, რომ ის სამართლიანობის მოყვარული ღმერთია (ფსალმ. 33:5). ადრე თუ გვიან მისი სამართლიანობა იზეიმებს!
21. რა არის „საქმეების“ მე-12 თავის მთავარი სათქმელი და რატომ გვანუგეშებს ეს დღეს?
21 ამ ბიბლიური მონაკვეთის დასასრული კიდევ უფრო გამამხნევებელია: „იეჰოვას სიტყვა კი ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა.“ (საქ. 12:24). ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ იეჰოვა დღესაც მხარს უჭერს სამქადაგებლო საქმიანობას. ცხადია, საქმეების მე-12 თავის სათქმელი არის არა მხოლოდ, ერთი მოციქულის სიკვდილი და მეორეს საპატიმროდან გაქცევა, არამედ ის, რომ იეჰოვამ არ დაანება სატანას ქრისტიანული კრების ნგრევა და სამქადაგებლო საქმიანობის შეჩერება. ისევე ჩაიშლება სხვა ნებისმიერი ბოროტი განზრახვა, როგორც ეს წინააღმდეგობა ჩაიშალა (ეს. 54:17). მეორე მხრივ, იეჰოვასა და იესო ქრისტეს ერთგულები იმ საქმეში არიან ჩაბმული, რომელსაც წინ ვერაფერი დაუდგება. მართლაც გამამხნევებელია! რა დიდი პატივია, „იეჰოვას სიტყვა“ ვუქადაგოთ ხალხს!
a იხილეთ ჩარჩო „მეფე ჰეროდე აგრიპა I“.
b ერთი ექიმი თავის წიგნში წერს, რომ ფლავიუსისა და ლუკას აღწერილი სიმპტომები შესაძლოა მრგვალ ჭიებს გამოეწვიათ, რაც, თავის მხრივ, სასიკვდილო დაავადებას, ნაწლავების გაუვალობას იწვევს. ორგანიზმიდან ეს ჭია ან პირღებინებისას გამოდის, ან ადამიანის სიკვდილის დროს. სხვა ნაშრომში ნათქვამია: „ლუკა, როგორც ექიმი, ზუსტად აღწერს [ჰეროდეს] შემზარავ სიკვდილს“.