-
„სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
ᲗᲐᲕᲘ 21
„სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“
პავლეს გულმოდგინება და უხუცესებისთვის მიცემული რჩევები.
1—3. ა) რა ვითარებაში მოკვდა ევტიქე? ბ) რა გააკეთა პავლემ და რას გვეუბნება ეს შემთხვევა მასზე?
ᲢᲠᲝᲐᲨᲘ სახლის ზედა ოთახი სავსეა ხალხით. პავლეს ბევრი რამ აქვს სათქმელი იქ შეკრებილი ძმებისთვის, რადგან მეორე დღეს მიემგზავრება. შუაღამეა. ოთახში ბევრი ლამპარი ანთია, ნელ-ნელა ცხება და ჰაერიც იხუთება. ფანჯრის რაფაზე ერთი ბიჭი, ევტიქე ზის. პავლე ჯერ ისევ ლაპარაკობს, ევტიქეს ძილი ერევა და მესამე სართულის ფანჯრიდან ვარდება.
2 ლუკა ექიმი, ალბათ, პირველი გარბის ევტიქესთან. მაგრამ დახედავს თუ არა, ყველანაირი იმედი ეწურება, ბიჭი მკვდარია (საქ. 20:9). პავლეც მოდის, ზედ ემხობა ბიჭს და ყველას ეუბნება: „დამშვიდდით, ცოცხალია“. მოციქული სასწაულს ახდენს და ევტიქეც ცოცხლდება! (საქ. 20:10).
3 ეს შემთხვევა აჩვენებს, რა შეუძლია ღვთის წმინდა სულს. მიუხედავად იმისა, რომ პავლეს ბრალი არ მიუძღოდა ევტიქეს სიკვდილში, მას არ უნდოდა, ეს მნიშვნელოვანი საღამო რამეს გაეფუჭებინა ან დაბრკოლებულიყო ვინმე. ამ სასწაულით პავლემ კრება ანუგეშა და მსახურების გასაგრძელებლად ძალა შემატა. აშკარაა, რომ მისთვის სულერთი არ იყო სხვების სიცოცხლე. ამ შემთხვევიდან ცოტა ხნის შემდეგ პავლემ თქვა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“ (საქ. 20:26). მოდი განვიხილოთ, ამ მხრივ, რისი სწავლა შეგვიძლია პავლესგან.
„მაკედონიაში წავიდა“ (საქმეები 20:1, 2)
4. რა საშინელი რამ შეემთხვა პავლეს ეფესოში?
4 როგორც წინა თავიდან დავინახეთ, პავლეს საშინელი რამ შეემთხვა ეფესოში. მისმა მსახურებამ იქ არეულობა გამოიწვია. ვერცხლის მჭედლებმა, რომლებიც არტემიდას თაყვანისმცემელთა ხარჯზე მდიდრდებოდნენ, ამ არეულობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. საქმეების 20:1-ში ვკითხულობთ: „აურზაური რომ დაცხრა, პავლემ მოწაფეები დაიბარა, გაამხნევა, დაემშვიდობა და მაკედონიაში წავიდა“.
5, 6. ა) რამდენ ხანს შეიძლებოდა დარჩენილიყო პავლე მაკედონიაში და რა გააკეთა იქაური ძმებისთვის? ბ) რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს თანამორწმუნეების მიმართ?
5 მაკედონიისკენ მიმავალი პავლე საპორტო ქალაქ ტროაში გაჩერდა და ცოტა ხნით იქ დარჩა. მას იმის იმედი ჰქონდა, რომ კორინთში წასული ტიტე მას ტროაში შეუერთდებოდა (2 კორ. 2:12, 13). მაგრამ, როცა გაიგო, რომ ტიტე ვეღარ ჩავიდოდა, მაკედონიაში გაემგზავრა. როგორც ჩანს, იქ ერთ წელიწადს დარჩა და „გაამხნევა მოწაფეები“ (საქ. 20:2).a ბოლოს ტიტემ მაკედონიაში ჩააკითხა პავლეს, კარგი ამბავი ჩაუტანა და უთხრა, რომ კორინთელებმა მოციქულის მიწერილი რჩევები გაითვალისწინეს (2 კორ. 7:5—7). გახარებულმა პავლემ კიდევ ერთი წერილი მისწერა მათ, რომელიც დღეს ცნობილია როგორც „მეორე წერილი კორინთელების მიმართ“.
6 საყურადღებოა, რომ ლუკა ეფესოსა და მაკედონიაში პავლეს სტუმრობაზე საუბრისას წერს, გაამხნევაო ისინი. ეს კარგად აჩვენებს, რა დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს თანამორწმუნეების მიმართ. ფარისევლებისგან განსხვავებით, რომლებიც სხვებს ზიზღით უყურებდნენ, ცხვრისმაგვარი ადამიანები პავლესთვის თანამშრომლები იყვნენ (იოან. 7:47—49; 1 კორ. 3:9). პავლეს დამოკიდებულება არც მაშინ იცვლებოდა, როცა მათთვის მკაცრი რჩევის მიცემა უწევდა (2 კორ. 2:4).
7. როგორ ჰბაძავენ დღეს ქრისტიანი ზედამხედველები პავლეს?
7 დღეს უხუცესები და სარაიონო ზედამხედველები ცდილობენ, მიჰბაძონ პავლეს, და შეგონებისასაც კი გააძლიერონ დასუსტებულები. ამ თანამგრძნობ ზედამხედველებს ძმების გამხნევება უნდათ და არა გაკიცხვა. ერთი გამოცდილი სარაიონო ზედამხედველი ამბობს: „და-ძმების უმეტესობას უნდა გააკეთოს ის, რაც სწორია, მაგრამ ხშირად გულგატეხილობასა და შიშთან ბრძოლა უწევთ და უსუსურობის გრძნობა ეუფლებათ“. ზედამხედველებს შეუძლიათ გაამხნეონ ასეთი და-ძმები (ებრ. 12:12, 13).
„შეთქმულებას უწყობდნენ“ (საქმეები 20:3, 4)
8, 9. ა) რამ შეაცვლევინა პავლეს გეგმა? ბ) როგორც ჩანს, რამ განაწყო მტრულად იუდეველები პავლეს მიმართ?
8 პავლე მაკედონიიდან კორინთში წავიდა.b იქ ყოფნიდან სამი თვის შემდეგ კენქრედან გემით სირიაში გამგზავრება დააპირა; სირიიდან კი იერუსალიმში ჩავიდოდა და იქაურ კრებას ძმების გაღებულ შესაწირავს ჩაუტანდა (საქ. 24:17; რომ. 15:25, 26).c მაგრამ მოულოდნელად მოვლენები ისე განვითარდა, რომ პავლეს გეგმის შეცვლა მოუწია. საქმეების 20:3-ში ვკითხულობთ: „იუდეველები შეთქმულებას უწყობდნენ [პავლეს]“.
9 გასაკვირი არ არის, რომ იუდეველები მტრულად იყვნენ განწყობილი პავლეს მიმართ, რადგან მას განდგომილად მიიჩნევდნენ. სწორედ პავლეს გაქრისტიანებული იყო კორინთის სინაგოგის წინამძღვარი კრისპუსი (საქ. 18:7, 8; 1 კორ. 1:14). მოგვიანებით, როცა კორინთელმა იუდეველებმა აქაიას პროკონსულ გალიონის წინაშე ბრალი დასდეს პავლეს, გალიონმა უარი თქვა ამ საქმის განხილვაზე, რამაც კიდევ უფრო განარისხა პავლეს მტრები (საქ. 18:12—17). კორინთელ იუდეველებს შესაძლოა სმენოდათ ან ეჭვი ჰქონოდათ, რომ პავლე მალე კენქრედან აპირებდა გემით გამგზავრებას, ამიტომ გადაწყვიტეს, იქ დადარაჯებოდნენ. რას იზამდა პავლე?
10. სიმხდალის გამო აარიდა თავი პავლემ კენქრედან გამგზავრებას? ახსენით.
10 თავი საფრთხეში რომ არ ჩაეგდო და ძმების გაღებული შესაწირავი არავის წაერთმია, პავლემ გადაწყვიტა, კენქრესკენ არც კი გაეხედა და იერუსალიმში მაკედონიის გავლით წასულიყო. ცხადია, არც ხმელეთზე მგზავრობა იყო უსაფრთხო; ხშირად ყაჩაღები გზაში უსაფრდებოდნენ მსხვერპლს, ფუნდუკებშიც კი შეიძლებოდა ხიფათს გადაჰყროდა კაცი. მაგრამ კენქრეში მოსალოდნელ საფრთხეს პავლემ მაინც ამ საშიშროებებთან გამკლავება ამჯობინა. საბედნიეროდ, მას მარტო არ უწევდა მგზავრობა. კორინთიდან მისიონერულ მოგზაურობაში მას თან გაჰყვნენ არისტარქე, გაიუსი, სეკუნდუსი, სოპატრე, ტიმოთე, ტროფიმე და ტიქიკე (საქ. 20:3, 4).
11. როგორ იჩენენ დღეს ქრისტიანები სიფრთხილეს და როგორ იქცეოდა იესო?
11 პავლეს მსგავსად დღეს ქრისტიანები მსახურებისას სიფრთხილეს იჩენენ. ისინი ზოგ ადგილებში მარტო სიარულს ერიდებიან და ჯგუფურად ან წყვილ-წყვილად დადიან. როგორ იქცევიან ისინი დევნის დროს? მათ ესმით, რომ დევნას თავს ვერ აარიდებენ (იოან. 15:20; 2 ტიმ. 3:12), თუმცა საფრთხეში განზრახ არ იგდებენ თავს. გავიხსენოთ, როგორ იქცეოდა იესო. ერთ შემთხვევაში, როცა იერუსალიმში მოწინააღმდეგეებს იესოსთვის ქვები უნდა დაეშინათ ის „მიიმალა და ტაძრიდან გავიდა“ (იოან. 8:59). მოგვიანებით, როცა მისი მოკვლა განიზრახეს „იესო იუდეველებს შორის გამოჩენას ერიდებოდა. ის წავიდა უდაბნოს ახლომდებარე მხარეში“ (იოან. 11:54). იესო საფრთხეს თავს არიდებდა, ოღონდ არა ღვთის ნების წინააღმდეგ წასვლის ხარჯზე. დღეს ქრისტიანებიც ასევე იქცევიან (მათ. 10:16).
„დიდად ხარობდნენ“ (საქმეები 20:5—12)
12, 13. ა) როგორ იმოქმედა კრებაზე ევტიქეს მკვდრეთით აღდგენამ? ბ) როგორ ანუგეშებს ბიბლია მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი უკვდება?
12 პავლემ და მისმა თანამგზავრებმა მაკედონია ერთად გაიარეს, შემდეგ კი, როგორც ჩანს, სხვადასხვა გზით წავიდნენ, მაგრამ ტროაში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს.d ლუკა წერს: „ხუთ დღეში ჩავედით მათთან ტროაში“ (საქ. 20:6).e სწორედ ტროაში ყოფნისას აღადგინა პავლემ ამ თავის დასაწყისში მოხსენიებული ახალგაზრდა ევტიქე. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდათ ძმებს, როცა ევტიქეს აღდგომის მოწმენი გახდებოდნენ. როგორც ლუკა წერს, ამ მოვლენამ ყველა გაახარა (საქ. 20:12).
13 რა თქმა უნდა, დღეს ამგვარი სასწაულები აღარ ხდება. მაგრამ მათ, ვისაც საყვარელი ადამიანი უკვდებათ, დიდად ანუგეშებთ ბიბლიაში მკვეთრად გამოხატული აღდგომის იმედი (იოან. 5:28, 29). მკვდრეთით აღდგენილი ევტიქე არასრულყოფილების გამო ბოლოს მაინც მოკვდა (რომ. 6:23), მათ კი, ვინც ღვთის ახალ ქვეყნიერებაში აღდგება მკვდრეთით, მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მიეცემა. უფრო მეტიც, ვინც ზეცაში იესოსთან მეფობისთვის აღდგება, უკვდავებას მიიღებენ (1 კორ. 15:51—53). ნებისმიერ ქრისტიანს, ცხებულს თუ „სხვა ცხვარს“, საფუძვლიანი მიზეზი აქვს, ნუგეშცემული იყოს (იოან. 10:16).
„საჯაროდ და კარდაკარ“ (საქმეები 20:13—24)
14. რა უთხრა პავლემ ეფესოდან მილეტში ჩასულ უხუცესებს?
14 პავლე და მისი თანამგზავრები ჯერ ტროადან ასოსში, მერე მიტილენეში, ქიოსში, სამოსსა და მილეტში ჩავიდნენ. პავლეს მიზანი იყო, იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულისთვის ჩაესწრო. სწორედ ამის გამო აირჩია იმ გემით მგზავრობა, რომელიც ეფესოში არ შევიდოდა. მაგრამ, რადგან პავლეს უნდოდა ეფესოელ უხუცესებთან ლაპარაკი, შეუთვალა მათ, რომ მის სანახავად მილეტში ჩასულიყვნენ (საქ. 20:13—17). პავლემ იქ ჩასულ უხუცესებს უთხრა: „თქვენ იცით, რომ აზიაში ჩამოსვლის პირველივე დღიდან სულ თქვენთან ვიყავი და მონასავით ვემსახურებოდი უფალს თავმდაბლად; იუდეველთა შეთქმულებების გამო ცრემლიც ბევრი ვღვარე და განსაცდელებიც არ მაკლდა. თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყველაფერს თქვენდა სასიკეთოდ, გასწავლიდით საჯაროდ და კარდაკარ. საგულდაგულოდ ვუქადაგებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფლის, იესოსადმი, რწმენის შესახებ“ (საქ. 20:18—21).
15. რა უპირატესობა აქვს კარდაკარ ქადაგებას?
15 ჩვენ მრავალ მეთოდს მივმართავთ იმისათვის, რომ ხალხს სასიხარულო ცნობა ვუქადაგოთ. პავლეს მსგავსად იქ ვქადაგებთ, სადაც ხალხია, მაგალითად, ხალხმრავალ ქუჩებში, ავტობუსის გაჩერებებსა და ბაზრობებზე. მაგრამ კარდაკარ ქადაგება იეჰოვას მოწმეების მსახურების ძირითად ფორმად რჩება. რატომ? ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კარდაკარ ქადაგება ყველას აძლევს შესაძლებლობას, რეგულარულად მოისმინოს სამეფოს ცნობა, რაშიც იეჰოვას მიუკერძოებლობა ვლინდება. კარდაკარ მსახურებით გულწრფელ ადამიანებს საშუალება ეძლევათ, სწორედ ის დახმარება მიიღონ, რაც მათ სჭირდებათ. გარდა ამისა, ვინც კარდაკარ მსახურობს, რწმენა უძლიერდება და მოთმინება უმუშავდება. დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები „საჯაროდ და კარდაკარ“ გულმოდგინე ქადაგებით გამოირჩევიან.
16, 17. საიდან ჩანს, რომ პავლე უშიშარი იყო და როგორ ჰბაძავენ მას ქრისტიანები?
16 პავლემ ეფესოელ უხუცესებს უთხრა, რომ არ იცოდა, რა საფრთხე მოელოდა მას იერუსალიმში. „ჩემი თავი არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან დავალებული მსახურება, სასიხარულო ცნობის საგულდაგულოდ ქადაგება ღვთის წყალობის შესახებ“ (საქ. 20:24). პავლე უშიშარი იყო და არც სუსტი ჯანმრთელობისთვის და არც ძლიერი წინააღმდეგობისთვის მიუცია იმის საშუალება, რომ ან ერთს და ან მეორეს ხელი შეეშალა დავალების შესრულებაში.
17 დღესაც სხვადასხვა სირთულეს უმკლავდებიან ქრისტიანები. ზოგი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალულია და მოწმეებს დევნიან; სხვები გაბედულად ებრძვიან ისეთ ფიზიკურ თუ ემოციურ ავადმყოფობებს, რომლებიც აუძლურებს მათ; ქრისტიანი ახალგაზრდები სკოლაში თანატოლების ზეგავლენას უძლებენ. რა ვითარებაშიც უნდა იყვნენ იეჰოვას მოწმეები, პავლეს მსგავსად სიმტკიცეს ავლენენ. მათ გადაწყვეტილი აქვთ, საგულდაგულოდ იქადაგონ სასიხარულო ცნობა.
„იზრუნეთ საკუთარ თავზეც და მთელ სამწყსოზეც“ (საქმეები 20:25—38)
18. რა გააკეთა პავლემ, სუფთა რომ ყოფილიყო ყველას სისხლისგან, და როგორ შეეძლოთ ეფესოელ უხუცესებს მიებაძათ მისთვის?
18 ამის შემდეგ პავლემ ეფესოელ უხუცესებს პირდაპირი მითითებები მისცა და მოუწოდა, მისთვის მიებაძათ. თავიდან თქვა, რომ, როგორც ჩანს, მეტჯერ აღარ შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მერე კი უთხრა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან. თავს არ ვზოგავდი თქვენთვის და გაუწყებდით ღვთის განზრახვებს“. როგორ შეეძლოთ ეფესოელ უხუცესებს პავლესთვის მიებაძათ და თავისუფალი ყოფილიყვნენ სხვების სისხლისგან? პავლემ ასეთი რჩევა მისცა მათ: „იზრუნეთ საკუთარ თავზეც და მთელ სამწყსოზეც, რომლის ზედამხედველებადაც წმინდა სულმა დაგნიშნათ, რათა მწყემსოთ ღვთის კრება, რომელიც მან საკუთარი ძის სისხლის ფასად შეიძინა“ (საქ. 20:26—28). მოციქულმა გააფრთხილა ისინი, რომ „ულმობელი მგლები“ შემოიჭრებოდნენ სამწყსოში და უკუღმართად ილაპარაკებდნენ, რათა თან გაეყოლათ მოწაფეები. რა უნდა გაეკეთებინათ უხუცესებს? პავლემ ურჩია: „იფხიზლეთ! ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამი წელი, დღე და ღამე, თითოეულ თქვენგანს განუწყვეტლივ შევაგონებდი ცრემლებით“ (საქ. 20:29—31).
19. რა ვითარება იყო პირველი საუკუნის მიწურულს და როგორ მოიკიდა ფეხი განდგომილებამ მომდევნო საუკუნეებში?
19 „ულმობელი მგლები“ ქრისტიანულ კრებაში პირველი საუკუნის მიწურულს გამოჩნდნენ. ახ. წ. დაახლოებით 98 წელს მოციქულმა იოანემ დაწერა: „მრავალი ანტიქრისტე უკვე მოვიდა კიდეც . . . ისინი ჩვენთან იყვნენ, თუმცა წავიდნენ, რადგან ჩვენიანები არ იყვნენ; ჩვენიანები რომ ყოფილიყვნენ, ჩვენთან დარჩებოდნენ“ (1 იოან. 2:18, 19). მესამე საუკუნისთვის განდგომილების შედეგად ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოება შეიქმნა. ხოლო მეოთხე საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინემ კანონიერად ცნო წაბილწული ქრისტიანობა. რელიგიური წინამძღოლები უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რადგან გადმოღებულ წარმართულ რიტუალებს „ქრისტიანულს“ არქმევდნენ. განდგომილების შედეგები დღესაც აშკარად ჩანს ქრისტიანული სამყაროს მოძღვრებებსა და წეს-ჩვეულებებში.
20, 21. რაში ჩანს პავლეს თავგანწირვა და როგორ უნდა მიჰბაძონ მას დღეს უხუცესებმა?
20 პავლეს ვერ შევადარებთ მათ, ვინც მოგვიანებით სამწყსოს ანგარებით მწყემსავდა. პავლე თავის სარჩენად შრომობდა, კრებას ტვირთად რომ არ დასწოლოდა. ის უანგაროდ ემსახურებოდა თანამორწმუნეებს. პავლე ეფესოელ უხუცესებს თავგანწირული მსახურებისკენ მოუწოდებდა: «მხარში [ამოუდექით] მათ, ვისაც დახმარება სჭირდება; გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“» (საქ. 20:35).
21 პავლეს მსგავსად დღეს უხუცესები თავგანწირვით ემსახურებიან თანამორწმუნეებს. ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებისგან განსხვავებით, რომელიც „ატყავებს“ საკუთარ სამწყსოს, ისინი, ვისაც ღვთის კრების დამწყემსვა აქვთ მინდობილი, აღებულ ვალდებულებას უანგაროდ ასრულებენ. ქრისტიანულ კრებაში არ არის ადგილი ამაყი და ამბიციური ადამიანებისთვის, რადგან „საკუთარი დიდების“ მაძიებლები ადრე თუ გვიან აუცილებლად გაწბილდებიან (იგავ. 25:27). კადნიერებას ყოველთვის დამცირება მოჰყვება (იგავ. 11:2).
22. რამ შეაყვარა პავლე ეფესოელ უხუცესებს?
22 პავლეს უანგარო სიყვარულმა შეაყვარა მისი თავი ეფესოელ ძმებს. როცა მათთან დამშვიდობების დრო დადგა, „ყველა ატირდა, პავლეს კისერზე ეხვეოდნენ და კოცნიდნენ“ (საქ. 20:37, 38). ქრისტიანები აფასებენ და დიდ სიყვარულს გრძნობენ მათ მიმართ, ვინც პავლესავით უანგაროდ მწყემსავს სამწყსოს. პავლეს შესანიშნავი მაგალითის განხილვის შემდეგ, ალბათ, თქვენც გაიზიარებთ იმ აზრს, რომ პავლეს არც დაუკვეხნია და არც გაუზვიადებია, როცა თქვა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“ (საქ. 20:26).
a ამავე გვერდზე იხილეთ ჩარჩო „მაკედონიაში დაწერილი პავლეს წერილები“.
b როგორც ჩანს, პავლემ სწორედ კორინთიდან მისწერა რომაელებს.
c იხილეთ ჩარჩო „პავლეს იერუსალიმში შესაწირავი მიაქვს“.
d ლუკა საქმეების 20:5, 6-ში პირველ პირში ლაპარაკობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის იქ დახვდა პავლეს, სადაც დატოვა — მაკედონიის ქალაქ ფილიპეში — და იქიდან ერთად განაგრძეს გზა (საქ. 16:10—17, 40).
e ფილიპედან ტროამდე მგზავრობას ხუთი დღე მოანდომეს. შესაძლოა უამინდობამ შეაფერხა ისინი. წინა მოგზაურობისას იგივე გზა მხოლოდ ორ დღეში გაიარეს (საქ. 16:11).