-
„არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება“საგულდაგულოდ იქადაგეთ ღვთის სამეფოზე
-
-
ᲗᲐᲕᲘ 26
„არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება“
გემის მსხვრევის დროს პავლე დიდ რწმენასა და კაცთმოყვარეობას ავლენს.
1, 2. როგორი მოგზაურობა ელოდა პავლეს და რას შეეძლო დაეფიქრებინა?
ᲞᲐᲕᲚᲔᲡ გონებიდან არ ამოსდიოდა გამგებელი ფესტუსის სიტყვები „კეისართან წახვალ“, რომლებიც მისი მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა. პავლემ ორი წელიწადი გაატარა ერთ ადგილას, საპყრობილეში; რომში ხანგრძლივი მოგზაურობა კი რაღაცას მაინც შეცვლიდა მის ცხოვრებაში (საქ. 25:12). გემით მგზავრობის ხსენებაზე გრილი ნიავისა და გაშლილი ზღვის სივრცის გარდა მას ბევრი რამ შეიძლებოდა გახსენებოდა. მაგრამ კეისართან მიმავალ გზაზე ფიქრი ამჯერად განსაკუთრებულ საფიქრალს უჩენდა.
2 პავლე არაერთხელ ყოფილა „განსაცდელში . . . ზღვაზე“, სამჯერ ხომალდის მსხვრევა გადაიტანა, ერთხელ მთელი დღე და ღამე შუა ზღვაში გაატარა (2 კორ. 11:25, 26). ეს მოგზაურობა სულაც არ ჰგავდა მისიონერულ მოგზაურობებს — მაშინ ის თავისუფალი იყო, ახლა კი — პატიმარი, რომელსაც კესარეიდან რომში ჩასასვლელად დიდი გზა, 3 000-ზე მეტი კილომეტრი, უნდა გაევლო. მშვიდობით ჩავიდოდა ის დანიშნულების ადგილას? თუ კი, რა განაჩენს გამოუტანდნენ მას რომში? პავლე ხომ სატანის მაშინდელი ქვეყნიერების ყველაზე ძლევამოსილ ხელისუფლებას უნდა გაესამართლებინა.
3. რისთვის იყო პავლე მზად და რას განვიხილავთ ამ თავში?
3 პავლეს ცხოვრების გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, შეეშინდებოდა მომავლის და სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა? საეჭვოა! პავლე დარწმუნებული იყო, რომ განსაცდელები ელოდა, მაგრამ არაფერი იცოდა იმის შესახებ, რა ექნებოდა გადასატანი. მაშ, რატომ უნდა მიეცა თავი წუხილისთვის და რატომ უნდა დაეკარგა მსახურების სიხარული მაშინ, როცა მას არაფრის შეცვლა არ შეეძლო?! (მათ. 6:27, 34). პავლემ იცოდა, რას ელოდა იეჰოვა მისგან — იმას, რომ ყველგან და ყველასთვის, მმართველებისთვისაც კი, ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა ექადაგა (საქ. 9:15). ის მზად იყო, ნებისმიერი სირთულე გადაელახა, ოღონდ ღვთისგან მიღებული დავალება შეესრულებინა. ჩვენი განწყობაც ასეთია? მოდი შევეცადოთ იმის წარმოდგენას, რაც ამ ისტორიული მოგზაურობის დროს თავს გადახდა პავლეს, და დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან.
„პირქარის გამო“ (საქმეები 27:1—7ა)
4. როგორ გემზე ავიდა პავლე და ვინ ახლდა თან?
4 პავლე და ზოგი სხვა პატიმარი რომაელ ასისთავ იულიუსს ჩააბარეს, რომელმაც კესარეაში ჩასული სავაჭრო გემით გადაწყვიტა მგზავრობა. ეს გემი იქ მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ადრამიტეიონის პორტიდან ჩავიდა; პორტი კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მიტილენეს მოპირდაპირე მხარეს იყო. გემს ჯერ ჩრდილოეთით უნდა გაეცურა და მერე — დასავლეთით, გზადაგზა კი დასაცლელად და დასატვირთავად უნდა გაჩერებულიყო. სატვირთო გემზე მგზავრებისთვის არ იქნებოდა სასურველი პირობები, და მით უმეტეს პატიმრებისთვის (იხილეთ ჩარჩო „ზღვაზე მოგზაურობა და სავაჭრო მარშრუტები“). საბედნიეროდ, პავლე არ იყო ერთადერთი ქრისტიანი, ვისაც ამ გემზე აყვანილ ბოროტმოქმედებთან ერთად უწევდა მგზავრობა; მას, სულ მცირე, ორი თანამორწმუნე ახლდა თან, არისტარქე და ლუკა. სწორედ ლუკას აღწერილია ეს მოვლენები. ჩვენ არ ვიცით, როგორ მოხვდნენ ისინი ამ გემზე; შესაძლოა ამ ორ ერთგულ თანამსახურს მგზავრობის ღირებულება გადაეხადა ან, უბრალოდ, პავლეს მსახურად წარედგინა თავი (საქ. 27:1, 2).
5. რისი შესაძლებლობა მიეცა პავლეს სიდონში და რას ვსწავლობთ?
5 ერთ დღეში ჩრდილოეთით 110 კილომეტრი გაცურეს და სირიის სანაპიროზე სიდონის პორტში გაჩერდნენ. როგორც ჩანს, იულიუსი პავლეს ჩვეულებრივი ბოროტმოქმედივით არ ექცეოდა. ალბათ იმის გამო, რომ ის რომის მოქალაქე იყო და თანაც ჯერ კიდევ გაუსამართლებელი (საქ. 22:27, 28; 26:31, 32). იულიუსმა პავლეს გემიდან ჩასვლის ნებაც კი დართო თანაქრისტიანების მოსანახულებლად. იქაური და-ძმები, ალბათ, დიდი სიამოვნებით უმასპინძლებდნენ ხანგრძლივ პატიმრობაში მყოფ მოციქულს. როდის შეგიძლიათ თქვენც გამოავლინოთ მსგავსი სტუმართმოყვარეობა ისე, რომ თვითონაც გამხნევებული დარჩეთ? (საქ. 27:3).
6—8. როგორ იმგზავრა პავლემ სიდონიდან კნიდოსში და რა შესაძლებლობებს იყენებდა საქადაგებლად?
6 სიდონიდან გასვლის შემდეგ გემი სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა. მან გვერდი აუარა კილიკიას და პავლეს მშობლიურ ქალაქ ტარსოსთან ახლოს გეზი დასავლეთისკენ აიღო. ლუკა არაფერს ამბობს, სადმე სხვაგანაც გაჩერდნენ თუ არა, მაგრამ ამბობს, რომ პირქარი იყო, რაც კარგს არაფერს მოასწავებდა (საქ. 27:4, 5). შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ უამინდობის მიუხედავად, პავლე ნებისმიერ ხელსაყრელ დროს გამოიყენებდა სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ის, ალბათ, უქადაგებდა პატიმრებსა და გემზე მყოფ სხვა ხალხს, მათ შორის მეზღვაურებსა და ჯარისკაცებს, და სხვადასხვა პორტში შემხვედრთ. ჩვენ თუ ვიყენებთ საქადაგებლად ნებისმიერ ხელსაყრელ შემთხვევას?
7 გემი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე ქალაქ მირაში ჩავიდა. იქ პავლე და სხვები იმ გემზე უნდა გადამსხდარიყვნენ, რომელიც მათ დანიშნულების ადგილას, რომში, მიიყვანდა (საქ. 27:6). იმ დროს რომს ეგვიპტე ამარაგებდა მარცვლეულით; ეგვიპტური მარცვლეულით დატვირთული გემები კი სწორედ მირაში ჩერდებოდა ხოლმე. იულიუსმა ასეთი გემი მოძებნა და ჯარისკაცებსა და პატიმრებს ასვლა უბრძანა. ეს გემი პირველ გემზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. მასზე ძვირადღირებული ტვირთის გარდა 276 კაცი — მეზღვაურები, ჯარისკაცები, პატიმრები და რომში მიმავალი სხვა მგზავრები იყვნენ. გემიდან გემზე გადაჯდომასთან ერთად პავლეს სამქადაგებლო უბანიც იზრდებოდა; ის ხელიდან არ გაუშვებდა ქადაგების შესაძლებლობას.
8 ამის შემდეგ გემი კნიდოსში გაჩერდა, მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. კარგ ამინდში გემს ერთ დღეში შეეძლო ამ გზის დაფარვა, მაგრამ ლუკა ამბობს: „მრავალდღიანი ნელი ცურვის შემდეგ ძლივს ჩავედით კნიდოსში“ (საქ. 27:7ა). ცურვის შეფერხების მიზეზი ამინდის გაუარესება იყო (იხილეთ ჩარჩო „ხმელთაშუა ზღვის პირქარი“). წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ იმ გემის მგზავრები, რომელიც ქარიშხალსა და აზვირთებულ ზღვაში ცდილობდა გზის გაკვლევას!
„ქარიშხალი საშინლად გვარყევდა“ (საქმეები 27:7ბ—26)
9, 10. რა სირთულეები შეიქმნა კრეტას მახლობლად?
9 ხომალდის მეთაური კნიდოსიდან დასავლეთით აპირებდა გაცურვას, მაგრამ ამაოდ; გემზე მყოფი ლუკა წერდა: „პირქარი არ გვიშვებდა“ (საქ. 27:7ბ). ნაპირთან ახლოს, წყლის დინების გამო ადვილი იყო დასავლეთის მიმართულებით ცურვა; რაც უფრო შორდებოდა გემი ნაპირს, მით უფრო რთულდებოდა მისი მართვა. ჩრდილო-დასავლეთის ძლიერი პირქარი სამხრეთისკენ მიაქანებდა გემს, და სავსებით შესაძლებელია, რომ ძალიან სწრაფადაც. როგორც ადრე პირქარის გამო კუნძულ კვიპროსს შემოუარეს, ისე ამჯერად კრეტამ დაიცვა ისინი პირქარისგან. როგორც კი გემი კრეტას აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სალმონეს კონცხს გასცდა, ცურვა ცოტა გაადვილდა. მიზეზი ის იყო, რომ გემი კუნძულის სამხრეთი სანაპიროს გასწვრივ მიცურავდა, სადაც ძლიერი ქარი არ ქროდა. წარმოიდგინეთ, თავიდან რა შვებით ამოისუნთქავდნენ გემზე მყოფნი! მაგრამ მეზღვაურებს ის აწუხებდათ, როგორმე ზღვაში არ დაზამთრებოდათ.
10 ლუკა ზუსტად აღწერს: «[კრეტას გასწვრივ ცურვისას] ვაივაგლახით მივადექით „კეთილ ნავსაყუდელს“». მიუხედავად იმისა, რომ კუნძული ძლიერი ქარისგან გარკვეულწილად იცავდა გემს, მისი მართვა მაინც ჭირდა. ბოლოს პატარა ყურეში შეცურეს, ღუზების ჩასაშვებად მოსახერხებელ ადგილას. ვარაუდობენ, რომ ეს ახლოს იყო იმ ადგილთან, სადაც სანაპირო კუთხეს ქმნიდა და ჩრდილოეთით გრძელდებოდა. რამდენ ხანს გაჩერდნენ იქ? ლუკა ამბობს, რომ „კარგა ხანს“, რაც მათ საფრთხეს უქმნიდა, რადგან სექტემბერ-ოქტომბერში ცურვა უფრო სახიფათო ხდებოდა (საქ. 27:8, 9).
11. რა ურჩია პავლემ გემზე მყოფთ, მაგრამ რა გადაწყვეტილება მიიღეს?
11 პავლე პირველად არ იყო ხმელთაშუა ზღვაში, ამიტომ შესაძლოა ზოგ მგზავრს მისთვის რჩევაც კი ეკითხა. მისი აზრით ჯობდა გზა არ განეგრძოთ, თორემ ზიანი არ ასცდებოდათ და „ბევრ რამეს“ დაკარგავდნენ, შესაძლოა მათ სიცოცხლესაც დამუქრებოდა საფრთხე. მაგრამ მესაჭე და გემის მფლობელი არ აპირებდნენ გაჩერებას, ალბათ, იმიტომ, რომ უნდოდათ მალე ეპოვათ უფრო უსაფრთხო ადგილი. მათ იულიუსი დაარწმუნეს, და უმრავლესობაც იმას ფიქრობდა, რომ იმავე სანაპიროს გაყოლებაზე ფენიქსის პორტამდე უნდა მისულიყვნენ, რომელიც შესაძლოა უფრო დიდი და გამოსაზამთრებლად უკეთესი ადგილი ყოფილიყო. ასე რომ, როცა სამხრეთის თბილმა და მაცდუნებელმა ქარმა დაუბერა, გემმა ნავსაყუდელი დატოვა (საქ. 27:10—13).
12. მას შემდეგ, რაც კრეტა უკან მოიტოვეს, რა საფრთხეში აღმოჩნდნენ და როგორ ცდილობდნენ მეზღვაურები გემის გადარჩენას?
12 მდგომარეობა გაუარესდა, ჩრდილო-აღმოსავლეთის „გრიგალი ამოვარდა“. როცა „კეთილი ნავსაყუდლიდან“ 65 კილომეტრში მდებარე „პატარა კუნძულ კავდას“ მოეფარნენ, საფრთხე ცოტა ხნით შემცირდა. მაგრამ მაინც არსებობდა იმის საშიშროება, რომ ქარს გემი სამხრეთით გაეტაცებინა და აფრიკის სანაპიროსთან ახლოს, სადმე მეჩეჩზე დამჯდარიყო. ეს რომ არ მომხდარიყო, მეზღვაურებმა სასწრაფოდ ამოათრიეს გემზე მიბმული ნავი; თუმცა გაუჭირდათ, რადგან ეს პატარა ნავი, როგორც ჩანს, უკვე წყლით იყო სავსე. გემს ბაგირები შემოარტყეს, რომ არ დაშლილიყო, გემსართავი, ანუ იალქნის თოკები, ჩამოუშვეს და ცდილობდნენ გემი ისე მდგარიყო, რომ ქარს არც გვერდიდან დაებერა და არც ზურგიდან, და როგორმე გაეძლო ქარიშხლისთვის. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შიშის მომგვრელი იქნებოდა იქ ყოფნა! მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღონე იხმარეს, ვერაფერს გახდნენ, „ქარიშხალი საშინლად“ არყევდა გემს. მესამე დღეს ხომალდის აღჭურვილობა გადაყარეს წყალში, ალბათ, იმიტომ, რომ არ ჩაძირულიყვნენ (საქ. 27:14—19).
13. როგორი მდგომარეობა იყო გემზე ქარიშხლის დროს?
13 გემზე, ალბათ, ყველა შიშმა მოიცვა. მაგრამ პავლე და მისი თანამსახურები მხნედ იყვნენ. უფალს ნათქვამი ჰქონდა პავლესთვის, რომ რომში იქადაგებდა, მოგვიანებით კი ანგელოზმა გაუმეორა იგივე (საქ. 19:21; 23:11). არადა საშინელი ქარიშხალი ორი კვირა არ ჩამდგარა, არც დღე და არც ღამე. იმის გამო, რომ წვიმა არ წყდებოდა და სქელი ღრუბელი მზისა და ვარსკვლავების დანახვის შესაძლებლობას არ იძლეოდა, მესაჭე ვერც გემის ადგილმდებარეობას იგებდა და ვერც მიმართულებას. ასეთ პირობებში საჭმლის ჭამაც კი შეუძლებელი იყო; თუმცა რა დროს ჭამა იყო სიცივესა და წვიმაში, როცა ვერც შიშსა და ვერც ზღვის ავადმყოფობას ვერ ერეოდნენ?!
14, 15. ა) რატომ გაახსენა გემზე მყოფთ პავლემ ადრე მიცემული რჩევა? ბ) რას ვსწავლობთ პავლეს დამაიმედებელი სიტყვებიდან?
14 პავლე ფეხზე წამოდგა და გემზე მყოფთ ის რჩევა გაახსენა, რაც ადრე ჰქონდა მიცემული, მაგრამ არა ნიშნის მოგებით. სინამდვილეში, დატრიალებული მოვლენები იმას ადასტურებდა, რომ მისი რჩევა უნდა გაეთვალისწინებინათ. პავლემ მათ უთხრა: „ნუ გეშინიათ, არცერთი თქვენგანი არ დაიღუპება, მხოლოდ ხომალდი დაიმსხვრევა“ (საქ. 27:21, 22). მისმა სიტყვებმა, ალბათ, ყველა ანუგეშა. პავლე გახარებული იქნებოდა, რომ იეჰოვასგან ასეთი დამაიმედებელი რამ ჰქონდა მათთვის სათქმელი. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ იეჰოვასთვის ყველას სიცოცხლე ძვირფასია; ის თითოეულ ადამიანზე ზრუნავს. მოციქულმა პეტრემ დაწერა: „[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9). ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გადავცეთ დროულად იეჰოვას დამაიმედებელი ცნობა! მათი სიცოცხლე საფრთხეშია!
15 პავლე, ალბათ, გემზე ბევრს ესაუბრებოდა „ღვთის მიერ . . . მიცემული დანაპირების“ შესახებ (საქ. 26:6; კოლ. 1:5). ახლა, როცა მათ გემის მსხვრევა ემუქრებოდათ, მას შეეძლო მათი დაიმედება და თანაც საფუძვლიანად: «წუხელ [ღმერთმა] ანგელოზი მომივლინა, რომელმაც მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე; შენ გამო ღმერთი ყველა შენს თანამგზავრს გადაარჩენს“». ამიტომ პავლემ მოუწოდა მათ: „ნუ გეშინიათ, ხალხო, რადგან მწამს ღვთისა, რომ ზუსტად ისე მოხდება, როგორც ანგელოზმა მითხრა; რომელიღაც კუნძულზე გავირიყებით“ (საქ. 27:23—26).
„ნაპირზე ყველა უვნებელი გავიდა“ (საქმეები 27:27—44)
16, 17. ა) რა დროს ილოცა პავლემ და რა იყო შედეგი? ბ) როგორ შესრულდა პავლეს სიტყვები?
16 მას შემდეგ, რაც ქარმა ეს ორი საშინელი კვირა გემი 870 კილომეტრი ატარა, მეზღვაურებმა რაღაც შენიშნეს, შესაძლოა ნაპირზე ტალღების მიხეთქების ხმა მოესმათ. მათ კიჩოდან ღუზები ჩაუშვეს, გემი დინებას რომ არ წაეღო, და ნაპირისკენ აიღეს გეზი იმ იმედით, რომ იქამდე მიაღწევდნენ. ამ დროს გემიდან გაქცევას შეეცადნენ, მაგრამ ჯარისკაცებმა არ გაუშვეს. პავლემ ასისთავსა და ჯარისკაცებს უთხრა: „თუ ეს კაცები ხომალდზე არ დარჩებიან, ვერ გადარჩებით“. ახლა, როცა გემი ნაკლებად ირყეოდა, პავლემ ყველას სთხოვა, ეჭამა და დაარწმუნა, რომ გადარჩებოდნენ; მერე კი „ღმერთს ყველას თვალწინ მადლობა შესწირა“ (საქ. 27:31, 35). ამ სამადლობელი ლოცვის თქმით მან კარგი მაგალითი მისცა ლუკას, არისტარქესა და დღევანდელ ქრისტიანებს. ამხნევებს და ანუგეშებს მსმენელებს სხვების გასაგონად წარმოთქმული თქვენი ლოცვები?
17 პავლეს ლოცვის შემდეგ „ყველას დაუბრუნდა მხნეობა და ჭამა დაიწყეს“ (საქ. 27:36). მერე გემის შესამსუბუქებლად ხორბალი წყალში გადაყარეს, გემმა მაღლა აიწია, რისი წყალობითაც უფრო ადვილად მიუახლოვდებოდა ნაპირს. როცა გათენდა, ღუზები გადაჭრეს და ზღვაში ჩაყარეს, საჭის თოკები ახსნეს და ნაპირისკენ წასასვლელად პატარა წინა იალქანი აუშვეს. უცებ ნაპირისკენ მიმავალი გემი ცხვირით მეჩეჩზე დაჯდა, გამძვინვარებული ტალღები კიჩოს ამსხვრევდა. ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა მოინდომეს, რათა არავინ გაქცეულიყო, მაგრამ იულიუსმა არ დაუშვა ეს. მან ყველას უბრძანა ნაპირისკენ გაეცურა ან დამოუკიდებლად ან გემის ნამსხვრევებით. პავლეს წინასწარმეტყველებისამებრ 276-ვე კაცი გადარჩა. „ნაპირზე ყველა უვნებელი გავიდა“. მაგრამ სად აღმოჩნდნენ ისინი? (საქ. 27:44).
„დიდი კაცთმოყვარეობა“ (საქმეები 28:1—10)
18—20. როგორ გამოიჩინეს მალტელებმა „დიდი კაცთმოყვარეობა“ და რა სასწაული მოახდინა პავლემ ღვთის ძალით?
18 ისინი თურმე სიცილიის სამხრეთით კუნძულ მალტაზე აღმოჩნდნენ (იხილეთ ჩარჩო „სად მდებარეობს მალტა?“). კუნძულის უცხოენოვანმა ხალხმა „დიდი კაცთმოყვარეობა“ გამოიჩინა (საქ. 28:2). ამ სველ და შეციებულ ხალხს ცეცხლი დაუნთეს და, სიცივისა და წვიმის მიუხედავად, გაათბეს ისინი. ცეცხლის დანთებას ერთი სასწაულიც მოჰყვა.
19 პავლეს უნდოდა იქაურებს დახმარებოდა და ცეცხლისთვის ფიჩხის მოგროვება დაიწყო. ამ დროს გველგესლა გამოძვრა, პავლეს ხელზე შემოეხვია და უკბინა. მალტელებს ეგონათ, რომ ეს ღვთის რისხვა იყო.a
20 ვინც დაინახა, როგორ შემოეხვია პავლეს გველი, იფიქრა, რომ ის დასივდებოდა. როგორც ერთ ნაშრომშია აღნიშნული, დედანში ამ ადგილას სამედიცინო ტერმინია გამოყენებული. გასაკვირი არ არის, რომ ექიმ ლუკას ადვილად გახსენებოდა ეს ტერმინი (საქ. 28:6; კოლ. 4:14). როგორც ბიბლია მოგვითხრობს, პავლემ ხელი დაიქნია და შხამიანი გველი ცეცხლში ჩააგდო, ისე რომ თვითონ არაფერი ვნებია.
21. ა) მოიყვანეთ მაგალითები, რაშიც ლუკას ჩანაწერის სიზუსტე ჩანს. ბ) რა სასწაულები მოახდინა პავლემ და როგორი იყო მალტელების რეაქცია?
21 იქვე ახლოს მდიდარი მემამულე პუბლიუსი ცხოვრობდა. ის შესაძლოა მალტაზე რომის წარმომადგენელი, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი ყოფილიყო. ლუკა მას „კუნძულის თავკაცს“ უწოდებს. ის სწორედ იმ სიტყვას იყენებს, რომლითაც იქაური მმართველი მოიხსენიებოდა; იგივე ტიტული გვხვდება ორ მალტურ წარწერაშიც. პუბლიუსმა სამ დღეს სტუმართმოყვარულად უმასპინძლა პავლესა და მის თანამსახურებს. ამ დროს პუბლიუსის მამა ავად იყო. ლუკა ამჯერადაც ზუსტად აღწერს მდგომარეობას: „ციებ-ცხელება და დიზენტერია ჰქონდა და იწვა“. პავლემ ილოცა, ხელები დაადო და კაციც განიკურნა. ამ სასწაულით აღფრთოვანებულმა მალტელებმა პავლეს სხვა ავადმყოფებიც მიუყვანეს და მას და მის თანამსახურებს ყველაფერი მისცეს, რაც სჭირდებოდათ (საქ. 28:7—10).
22. ა) როგორ უქებდა ლუკას მონათხრობს ერთი პროფესორი? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
22 პავლეს მოგზაურობის ამ მონაკვეთის განხილვამ დაგვანახვა, რომ ყველაფერი, რაც წერია, ზუსტია და მართალი. ერთი პროფესორი ამბობს: „ლუკას აღწერილი მოვლენები . . . ბიბლიაში ერთ-ერთი ყველაზე ცოცხლად აღწერილი მოვლენებია. ის იმდენად ზუსტად აღწერს პირველი საუკუნის მეზღვაურების საქმეს და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელ პირობებს“, რომ მისი ჩანაწერები დღიურს უნდა ეყრდნობოდეს. შესაძლოა ლუკა ასეთ ჩანაწერებს მოციქულთან ერთად მოგზაურობისას აკეთებდა. თუ ასე იყო, ამ მოგზაურობის გაგრძელებისას მას ბევრი რამ ექნებოდა ჩასაწერი. რა ელოდა პავლეს რომში ჩასვლის შემდეგ? მოდი ვნახოთ.
a ის, რომ მალტელებს გველგესლის დანახვა არ გაჰკვირვებიათ იმაზე მიუთითებს, რომ იმ დროს კუნძულზე გველგესლების ნახვა შესაძლებელი იყო. დღეს მალტაზე გველგესლები აღარ არიან, შესაძლოა იმის გამო, რომ საუკუნეების მანძილზე გარემო შეიცვალა და იქ მათთვის სასურველი საარსებო პირობები აღარ არის ან ხალხის სიმრავლის გამო გადაშენდნენ.