-
შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
-
-
დაუახლოვდით ღმერთს
შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?
რომელ ჩვენგანს არ უნდა, რომ სხვებს უყვარდეს? ჩვენ ბედნიერები ვართ, როდესაც ოჯახის წევრებისა თუ მეგობრების მხრიდან სიყვარულს ვგრძნობთ. სამწუხაროდ, ადამიანთა ურთიერთობები შეიძლება ძალიან მყიფე და ცვალებადი იყოს. საყვარელმა ადამიანმა შესაძლოა გული გვატკინოს, მიგვატოვოს ან სამუდამოდაც კი დაგვივიწყოს. მაგრამ არსებობს ის, ვისი სიყვარულიც ჩვენდამი უცვლელია. ასეთი სიყვარული აქვს იეჰოვა ღმერთს თავისი თაყვანისმცემლების მიმართ, რაც კარგად არის აღწერილი რომაელების 8:38, 39-ში.
-
-
შეუძლია რამეს „ჩამოგვაშოროს ღვთის სიყვარულს“?საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 აგვისტო
-
-
„ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე“. იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ისინი.
„ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება“. ამ სიტყვებში პავლემ ყველა ქმნილება იგულისხმა, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ვერაფერი ვერ ჩამოაშორებს ღვთის ხალხს იეჰოვას სიყვარულს.
ადამიანური სიყვარულისგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება შეიცვალოს ან განელდეს, ღვთის სიყვარული უცვლელი და მარადიულია მათ მიმართ, ვინც მისადმი რწმენას ავლენს. ამის ცოდნა აღგვძრავს, უფრო დავუახლოვდეთ იეჰოვას და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რათა ჩვენი საქმეებით ცხადვყოთ, რომ მთელი გულით გვიყვარს ღმერთი.
-