საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
    • რომაელების 8:1, 2 ). თავისი წმინდა სულით იეჰოვა მათ შვილებად აცხადებს და ქრისტეს თანამემკვიდრეებად იღებს (რომ. 8:14—17). ღვთის წმინდა სულის დახმარებით და ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენით ისინი იმარჯვებენ პავლეს მიერ აღწერილ ბრძოლაში და ამგვარად „მსჯავრი არ ედებათ“. ისინი თავისუფლები არიან „ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“.

  • იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობა
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ნოემბერი
    • 9. რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „კანონი“ რომაელების 8:2-ში?

      9 მოსეს კანონის გარდა, პავლემ მოიხსენია „სულის კანონი“ და „ცოდვისა და სიკვდილის კანონი“ (რომ. 8:2). რა კანონებზეა აქ საუბარი? ამ შემთხვევაში სიტყვა „კანონი“ არ მიუთითებს კონკრეტულ წესებზე, როგორც ეს მოსეს კანონში იყო. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ბერძნულად ნათარგმნი სიტყვა კანონი აქ ნიშნავს მოქმედების შინაგან პრინციპს — კარგს თუ ცუდს — რომელიც ადამიანს კანონივით აკონტროლებს. ეს სიტყვა აგრეთვე ნიშნავს ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებსაც ადამიანი თავად ირჩევს“.

      10. როგორ ვექვემდებარებით ცოდვისა და სიკვდილის კანონს?

      10 მოციქულმა პავლემ დაწერა: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). ვინაიდან ადამის შთამომავლები ვართ, ყველანი ცოდვისა და სიკვდილის კანონს ვექვემდებარებით. ჩვენი ცოდვილი სხეული მუდმივად გვიბიძგებს იმის კეთებისკენ, რასაც ღმერთი არ იწონებს, და მხოლოდ სიკვდილი მოაქვს. გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ასეთ მოქმედებას „ხორცის საქმეები“ უწოდა. შემდეგ კი დასძინა: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალ. 5:19—21). ასეთი ადამიანები „ხორცით დადიან“ (რომ. 8:4). მათი „მოქმედების შინაგანი პრინციპი“ და „ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპები“ მთლიანად ხორციელია. არიან ხორცით მავალნი მხოლოდ ისინი, ვინც მრუშობს, კერპებს სცემს თაყვანს, სპირიტიზმს მიმართავს ან სხვა სერიოზულ ცოდვას სჩადის? არა, რადგან ხორცის საქმეებში ისეთი თვისებები თუ ქმედებებიც შედის, რომლებსაც უბრალოდ სისუსტედ მიიჩნევენ, მაგალითად ეჭვიანობა, განრისხება, დავა და შური. ვის შეუძლია თქვას, რომ სრულიად დააღწია თავი ხორცის ამ საქმეებს?

      11, 12. რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ დაგვეძლია ცოდვისა და სიკვდილის კანონი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ღვთის კეთილგანწყობის მისაღებად?

      11 მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ იეჰოვამ შესაძლებელი გახადა, დაგვეძლია ცოდვისა და სიკვდილის კანონი. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. თუ ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი, და იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენას ვავლენთ, შევძლებთ გავთავისუფლდეთ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის მსჯავრისგან (იოან. 3:16—18). შედეგად, სურვილი გვექნება, გავიმეოროთ პავლეს სიტყვები: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება