-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
-
-
მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმა პავლემ სიტყვებში „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ“?
იესოს სიკვდილის გახსენების საღამოსთან დაკავშირებით პავლემ დაწერა: „ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს“ (1 კორინთელთა 11:25, 26). ზოგიერთის აზრით, სიტყვა „ყოველთვის“ იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტეს სიკვდილი ხშირად უნდა აღინიშნოს. აქედან გამომდინარე, ისინი უფრო ხშირად აღნიშნავენ მას, ვიდრე წელიწადში ერთხელ. ჰქონდა ეს პავლეს მხედველობაში?
თითქმის 2 000 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააწესა. ამიტომ ამ დღის აღნიშვნა, თუნდაც წელიწადში ერთხელ, ნიშნავს, რომ ახ. წ. 33 წლის შემდეგ ის ხშირად აღინიშნა. მაგრამ 1 კორინთელთა 11:25, 26-ის კონტექსტის თანახმად, პავლე იმას კი არ განიხილავდა, რამდენად ხშირად უნდა ეზეიმათ, არამედ როგორ გაეკეთებინათ ეს. ბერძნულ ორიგინალში მოციქული არ იყენებს სიტყვა „პოლლაკისს“, რაც ნიშნავს „ბევრჯერ“ ან „ხშირად“, არამედ — „ოსაკისს“, რაც ნიშნავს „ყოველთვის“, „რამდენჯერაც“. ფაქტობრივად, პავლე ამბობდა: „ყოველთვის, როცა ამას აკეთებთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი“a.
-
-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2003 | 1 იანვარი
-
-
a შეადარეთ პირველი მეფეთა 1:3, 7. აქედან ჩანს, რომ ელკანა თავის ორ ცოლთან ერთად შილოში მდებარე კარავში თაყვანისსაცემად „ყოველწლიურად“ ანუ წელიწადში ერთხელ ადიოდა.
-