-
მოერიდე „ეპიკურელებს“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
ეპიკურე აგრეთვე ასწავლიდა, რომ სიკვდილის შემდეგ არავითარი სიცოცხლე არ არსებობს. ეს, რასაკვირველია, ეწინააღმდეგებოდა აღდგომის შესახებ ბიბლიურ სწავლებას. როცა მოციქული პავლე არეოპაგში საუბრობდა, ალბათ, ეპიკურელებიც იყვნენ მათ შორის, რომლებიც აღდგომის შესახებ სწავლებაში არ ეთანხმებოდნენ მას (საქმეები 17:18, 31, 32; 1 კორინთელთა 15:12–14).
სრულიად დასაშვებია, რომ ეპიკურეს ფილოსოფიის ყველაზე საშიში ელემენტი ყველაზე ძნელი ამოსაცნობიც იყო. სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის უარყოფამ ეპიკურე იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ კაცმა რაც შეიძლება ბედნიერად უნდა იცხოვროს დედამიწაზე ცხოვრების მოკლე პერიოდის განმავლობაში. როგორც ვხედავთ, მისი იდეა არ იყო აუცილებლად ცოდვილი ცხოვრება, არამედ, უფრო სწორად რომ ვთქვათ, აწმყოთი გახარება, რამეთუ მისთვის ეს იყო ყოველივე.
ამგვარად, ეპიკურე არ იწონებდა საიდუმლო ბოროტმოქმედებას, ვინაიდან ამას თან სდევს მისი გამჟღავნების შიში, ეს კი თავის მხრივ, დღევანდელი ბედნიერების ხელისშემშლელია. ის მოუწოდებდა ზომიერებისკენ, რაც ხელს შეუწყობდა გადამეტებული გატაცების შედეგების არიდებას, რაც ბედნიერების კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია. ის აგრეთვე სხვებთან კარგი ურთიერთობის მომხრე იყო, ვინაიდან ამას კარგი საპასუხო რეაქცია მოჰყვებოდა. რასაკვირველია, საიდუმლო ბოროტმოქმედების არიდება, ზომიერება და მეგობრობის განვითარება კარგია. მაშ, რატომ წარმოადგენდა ქრისტიანისთვის საშიშროებას ეპიკურეს ფილოსოფია? მისი რჩევა დაფუძნებული იყო რწმენას მოკლებულ შეხედულებაზე: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ (1 კორინთელთა 15:32).
რა თქმა უნდა, ბიბლია ადამიანებს აჩვენებს, თუ როგორ იყვნენ ბედნიერები დღეს. მაგრამ ის იძლევა რჩევას: „დაიცავით თქვენი თავი ღვთის სიყვარულში და დაელოდეთ ჩვენი უფლისაგან, იესო ქრისტესაგან წყალობას საუკუნო სიცოცხლისათვის“ (იუდა 21). დიახ, ბიბლია მკვეთრად უსვამს ხაზს მარადიულ მომავალს და არა წარმავალ აწმყოს. ქრისტიანი განსაკუთრებით ღვთისადმი მსახურებით არის დაინტერესებული და როცა ის ღმერთს პირველ ადგილზე აყენებს, ხედავს, რომ ეს ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანია. მსგავსად ამისა, იესო თავისი პირადი ინტერესებით გატაცების ნაცვლად, მთელ თავის ენერგიას იეჰოვასადმი უანგაროდ მსახურებასა და ხალხისადმი დახმარებას ახმარდა. ის თავის მოწაფეებს ასწავლიდა, სიკეთე ეკეთებინათ სხვებისთვის არა იმ იმედით, რომ საზღაურს მიიღებდნენ, არამედ მათდამი ჭეშმარიტი სიყვარულის გამო. ნათელია, რომ ეპიკურეიზმისა და ქრისტიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან (მარკოზი 12:28–31; ლუკა 6:32–36; გალატელთა 5:14; ფილიპელთა 2:2–4).
-
-
მოერიდე „ეპიკურელებს“საგუშაგო კოშკი — 1997 | 1 ნოემბერი
-
-
თუმცა ეპიკურეიზმი ახ. წ. IV საუკუნეში გაქრა, დღესაც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც შეითვისეს მხოლოდ ერთი დღისთვის ცხოვრების შესახებ მსგავსი თვალსაზრისი. ეს ადამიანები ნაკლებ ან არავითარ რწმენას არ ავლენენ მარადიული სიცოცხლის შესახებ ღვთის აღთქმისადმი. მაგრამ ზოგ მათგანს ქცევის შედარებით მაღალი ნორმები აქვს.
ქრისტიანი შეიძლება ასეთ პიროვნებებთან ახლო ურთიერთობის დამყარების ცდუნებაში ჩავარდეს და შესაძლოა ფიქრობდეს, რომ მათი კარგი თვისებები ამართლებს ამ მეგობრობას. მაგრამ, თუმცა საკუთარ თავს არავისზე წინ არ ვაყენებთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ცუდი საზოგადოება — მათი ჩათვლით, რომელთა გავლენაც ძნელად შესამჩნევია — რყვნის კეთილ ჩვევებს.
მხოლოდ ერთი დღისთვის ცხოვრების ფილოსოფია ჩვეულებრივია ზოგ კომერციულ სასწავლებელში, წიგნში, რომანში, კინოში, სატელევიზიო გადაცემასა თუ მუსიკაში. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ხელს არ უწყობს ცოდვილ მოქმედებას, შეიძლება თუ არა რწმენას მოკლებულმა ამ თვალსაზრისმა შეუმჩნევლად გავლენა იქონიოს ჩვენზე? მაგალითად, საკუთარი სიამოვნების ძიებამ შეიძლება ისე გაგვიტაცოს, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს იეჰოვას უზენაესობის საკითხი? შეიძლება თუ არა ამან გზიდან გადაგვიყვანოს და ‘უფლის საქმეში უხვობის’ ნაცვლად ნაკლები ვიმსახუროთ? ან შეიძლება თუ არა ამან შეცდომაში შეგვიყვანოს და იეჰოვას ნორმების სამართლიანობასა და სარგებლობაში დაგვაეჭვოს? საჭიროა, ვიფხიზლოთ როგორც უშუალოდ უზნეობის, ძალადობისა და სპირიტიზმის, ისე ამ წუთისოფლის თვალსაზრისის გავლენის ქვეშ მყოფი პიროვნებების მიმართ (1 კორინთელთა 15:58; კოლასელთა 2:8).
-