-
როგორ უნდა განსწავლო სინდისისაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
-
-
მაგალითად, ეცადე, დაფიქრდე მე-2 კორინთელთა 7:1-ში ჩაწერილ მოციქულ პავლეს სიტყვებზე: „ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როცა ასეთი აღთქმანი გვაქვს, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან, ღვთის მოშიშებით აღვასრულოთ სიწმიდე“. ჩაწვდი ამ სიტყვების არსს. შეეკითხე საკუთარ თავს: «კონკრეტულად რა არის „ასეთი აღთქმანი“, რომელზეც პავლე მიუთითებს?» კონტექსტის წაკითხვისას დაინახავ, თუ რას ამბობს წინა მუხლები: „გამოდით მათგან და გამოეყავით! ამბობს უფალი. უწმიდურს ნუ მიეკარებით და მე მიგიღებთ თქვენ. ვიქნები თქვენთვის მამა და თქვენ იქნებით ჩემთვის ძენი და ასულნი, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი“ (2 კორინთელთა 6:17, 18).
პავლეს რჩევას: ‘განვიწმინდოთ სიბილწისგან’, ახლა უფრო მეტი ძალა აქვს! ღმერთი ასე მოქმედების დიდ სტიმულს გვაძლევს, როცა აღგვითქვამს, რომ ‘მიგვიღებს’, ესე იგი ჩვენს დაცვაზე იზრუნებს. „სიამოვნებას მომანიჭებდა თუ არა მასთან ახლო, მამა-შვილური, ურთიერთობა? “ — შეიძლება კითხვა დაუსვა საკუთარ თავს. ნუთუ ძალზე მიმზიდველი არ არის ის აზრი, რომ იყო ‘მიღებული’, ანუ უყვარდე ბრძენ, მოსიყვარულე ღმერთს? თუ ეს აზრი გეუცხოება, გამოიკვლიე, როგორ ავლენს მოსიყვარულე მამა თავისი შვილებისადმი სიყვარულსა და მზრუნველობას. ახლა კი წარმოიდგინე მსგავსი კავშირის არსებობა შენსა და იეჰოვას შორის! რაც უფრო მეტს იფიქრებ ამაზე, მით უფრო გაიზრდება მსგავსი ურთიერთობის სურვილი.
მაგრამ მხედველობაში გქონდეს, რომ ღმერთთან ახლო ურთიერთობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა ‘უწმიდურს არ მიეკარები’. შეეკითხე საკუთარ თავს: „განა თამბაქოს მოწევა იმ ‘უწმიდურში’ არ შედის, რასაც ღმერთი განსჯის? იქნებოდა თუ არა მისი გამოყენება ‘ხორცის სიბილწე’, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას მრავალი სახის დაავადების საშიშროებას შეუქმნიდა? რადგან იეჰოვა არის სუფთა, ანუ „წმინდა“, მოიწონებდა თუ არა ღმერთი ჩემი მხრიდან ასეთი სახით განზრახ საკუთარი თავის წაბილწვას? (1 პეტრე 1:15, 16). ყურადღება მიაქციე, რომ პავლე გაფრთხილებას იძლევა ‘სულის სიბილწის’, ანუ გონებრივი მიდრეკილების, წინააღმდეგ. შეეკითხე საკუთარ თავს: „მოწევაზე ფიქრით ხომ არ არის მოცული ჩემი გონება? ყველაფერზე მივდივარ თუ არა ჩემი ჟინის დასაკმაყოფილებლად, რომელიც შესაძლოა ჯანმრთელობის, ოჯახისა და ღვთის წინაშე კარგი სახელის დაკარგვის ფასადაც კი დამიჯდეს? რამდენად დავრთე ნება თამბაქოს მოწევას, რომ ზიანი მოუტანოს ჩემს სიცოცხლეს? “ ამ მტკივნეულ კითხვებზე დაფიქრებამ შეიძლება საგრძნობი ბიძგი მოგცეს, რათა თავი დაანებო მას!
-
-
მან ‘ძვირფასი მარგალიტი’ იპოვასაგუშაგო კოშკი — 1997 | 1 აგვისტო
-
-
ჭეშმარიტების შეცნობამდე ლინებმა „ფუფალად“ ცნობილი ბეტელის პალმის 1 300 ძირი დარგეს თავიანთ ნაკვეთზე. თუმცა ხუთი წელი იყო საჭირო, სანამ ხეები მოგებას მოუტანდა, პირველი მოსავლის აღებიდან ლინებს შეეძლოთ ყოველწლიურად 77 000 ამერიკული დოლარის აღება. როცა მოახლოვდა მოსავლის აღება, ლინებს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ. ბიბლიის შესწავლის შედეგად მათ გაიგეს, რომ ქრისტიანები უნდა განიწმინდონ „ხორცისა და სულის ყოველგვარი სიბილწისაგან“, რაც ნიშნავს, არ მიყვნენ და ხელი არ შეუწყონ ისეთ უწმინდურ ჩვევებს, როგორიცაა თამბაქოს მოწევა, ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება და ბეტელის კაკლის ღეჭვა (2 კორინთელთა 7:1). როგორ მოიქცნენ ისინი?
სინდისით შეწუხებულმა ბ-მა ლინმა შეწყვიტა შესწავლა. ამასობაში, ქ-მა ლინმა გაყიდა ძველი ხეებიდან მოკრეფილი ბეტელის პალმის თესლი და მოიგო 3 000-ზე მეტი დოლარი. ამით მათ იგემეს, რა მოელოდათ უახლოეს მომავალში, თუ თავიანთ ხეებს დატოვებდნენ. მაგრამ ბ-ნ ლინს სინდისი აწუხებდა.
მას აწუხებდა ეს საკითხი, სანამ ერთ დღეს ადგილობრივ მოწმეებს არ სთხოვა, მის მაგივრად ამოეჩეხათ ბეტელის პალმები. მოწმეებმა აუხსნეს, რომ ეს გადაწყვეტილება მას უნდა მიეღო; მაშასადამე, მას უნდა ‘ეტარებინა თავისი სატარებელი’ და მოეჭრა ხეები (გალატელთა 6:4, 5). მოწმეებმა შეახსენეს მას, არ დაევიწყებინა 1-ლ კორინთელთა 10:13-ში მოცემული დაპირება: „არ შეგმთხვევიათ განსაცდელი, გარდა ადამიანურისა. და სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც მოგცემთ, რომ შესძლოთ გადატანა“. მოწმეებმა აგრეთვე დაარწმუნეს ის: „ჩვენ რომ ამოგიჩეხოთ ხეები, შეიძლება ინანო და ჩვენ დაგვაბრალო ეს ზარალი“. ამის შემდეგ ცოტა ხანი გავიდა და ერთხელ ქ-ნი ლინი ელექტროხერხის ხმაურმა გამოაღვიძა. მისი ქმარი და ბავშვები ბეტელის პალმებს ჭრიდნენ!
ბ-მა ლინმა გამოსცადა, რომ იეჰოვა თავისი დაპირების ერთგულია. მან იშოვა სამუშაო, რომელმაც საშუალება მისცა, სუფთა სინდისი ჰქონოდა და იეჰოვას განმადიდებელი გამხდარიყო. ის მოინათლა იეჰოვას მოწმეების სარაიონო კონგრესზე 1996 წლის აპრილში.
-