-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
-
-
არამეული სიტყვა „აბბა“ შესაძლოა ნიშნავს „მამას“ ან „ო, მამას“. ბიბლიაში ეს გამოთქმა სამჯერ გვხვდება და სამივე შემთხვევაში ზეციერი მამის, იეჰოვასადმი ლოცვისას გამოიყენება. რა დატვირთვა ჰქონდა ამ სიტყვას?
ერთ-ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია: «იესოს დროს „აბბას“ ბავშვები იყენებდნენ, რაც მამასთან ახლო ურთიერთობისა და პატივისცემის მაჩვენებელი იყო» (The International Standard Bible Encyclopedia). ეს იყო მამისადმი თბილი მიმართვა. „აბბა“ ერთ-ერთი პირველი სიტყვა იყო, რომელსაც ბავშვი სწავლობდა.
-
-
იცოდით თუ არა?საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 აპრილი
-
-
სხვა ორ შემთხვევაში ეს სიტყვა პავლეს წერილებში გვხვდება, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პირველ საუკუნეში ლოცვის დროს ქრისტიანებიც იყენებდნენ ამ სიტყვას (რომაელები 8:15; გალატელები 4:6).
-