განაგრძეთ ‘სიკეთის კეთება’
1 შენ კარგი რამ გააკეთე, როცა იეჰოვას მსახური გახდი. ამისდა მიუხედავად, ახლა, ამ კრიტიკულ დროში რთულია განაგრძო ‘სიკეთის კეთება’ (გალ. 6:9). თუმცა ეს ნამდვილ ძალისხმევას მოითხოვს, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. როგორ?
2 განავითარე იესოს აზროვნება. იესოს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია გავუძლოთ გამოცდებს, თუ ყურადღებას გავამახვილებთ სამეფოს იმედზე (ებრ. 12:2, 3). დარწმუნებული იყავი, რომ იეჰოვას უყვარხარ და სურს, წარმატებას მიაღწიო (2 პეტ. 3:9). სრულად მიენდე მას, დარწმუნებული იყავი, რომ ის დაგეხმარება (1 კორ. 10:13). იყავი ლოცვაში მდგრადი და სთხოვე იეჰოვას, რომ დაგეხმაროს გაძლებაში (რომ. 12:12). გიხაროდეს იმაში დარწმუნებულს, რომ შენი მოთმინებით ღვთის კეთილგანწყობილებას მიიღებ (რომ. 5:3—5). თუ ერთგულად ცდილობ განავითარო „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“, ეს კმაყოფილების გრძნობას მოგიტანს და გაახარებ იეჰოვას გულს (რომ. 15:5, აქ; იგავ. 27:11).
3 განაგრძე სიკეთის კეთება. სრულად გამოიყენე ყველაფერი, რითაც იეჰოვა თავის ხალხს უზრუნველყოფს, რომ მათ სიკეთის კეთების გაგრძელებაში დაეხმაროს. მიჰყევი ღვთის სიტყვის კითხვისა და ერთგული და გონიერი მონის მიერ მოწოდებული ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების შესწავლის კარგ გეგმას. ყოველთვის მოემზადე, დაესწარი და მონაწილეობა მიიღე კრების ყველა შეხვედრაზე. ქრისტიანული შეხვედრების დაწყებამდე და დამთავრების შემდეგ ახლო ურთიერთობა იქონიე სულიერ და-ძმებთან. მსახურებაში დაისახე რეალური მიზნები, რომ მიზანდასახულად მიიღო მასში მონაწილეობა და გაიუმჯობესო სხვებისთვის კეთილი ცნობის გაზიარების უნარი.
4 ამგვარად, შენ შეგიძლია აკეთო სიკეთე და ამავე დროს მეტი სიხარული განიცადო. ამასთან დაკავშირებით ერთმა იტალიელმა ძმამ აღნიშნა: „როცა იეჰოვასთვის მსახურებაში გატარებული დღის შემდეგ საღამოობით სახლში ვბრუნდები, მართალია, დაღლილობას ვგრძნობ, მაგრამ ბედნიერი ვარ და მადლობას ვუხდი იეჰოვას, რომ სიხარული მომცა, რომელსაც ვერავინ წამართმევს“. მაშასადამე, განაგრძე სიკეთის კეთება და შენც დიდ სიხარულს მიიღებ.