საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • „თავისი ნების წმინდა საიდუმლო“

      7. პავლე მოციქულის მეშვეობით, რა გვამცნო იეჰოვამ თავის განზრახვასთან დაკავშირებით?

      7 ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანთათვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე კარგად ხსნის, თუ როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავისი განზრახვის შესრულებას. ის წერს: „გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის,

  • ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • ეფესოელები 1:9,

  • ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა
    საგუშაგო კოშკი — 2006 | 15 თებერვალი
    • 8. რაზე მიუთითებს ბერძნული სიტყვა, რომელიც თარგმნილია როგორც „განაგოს“?

      8 იეჰოვას განზრახვა, „რომელიც მოსაწონია მისთვის“, შესრულდებოდა იმის წყალობით, რომ იგი ხელმძღვანელობას გაუწევდა ანუ ‘განაგებდა’ მის განხორციელებას. პავლემ აქ გამოიყენა სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით „ოჯახის გაძღოლას“ ნიშნავს. ის მიუთითებს არა მთავრობაზე, მაგალითად მესიანურ სამეფოზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ხდება ხელმძღვანელობის გაწევაb. იეჰოვა შესანიშნავად უხელმძღვანელებდა თავისი განზრახვის შესრულებას; განზრახვისა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში თანდათანობით „წმინდა საიდუმლოს“ გამხელაც შევიდოდა (ეფესოელები 1:10; 3:9).

      9. როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ თანდათანობით თავისი ნების შესახებ წმინდა საიდუმლო?

      9 მთელი რიგი შეთანხმებების საშუალებით იეჰოვამ თანდათანობით ნათელი გახადა, თუ როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა ედემის ბაღში აღთქმულ „თესლთან“ ანუ შთამომავალთან დაკავშირებით. აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი დედამიწას აბრაამის ხაზიდან მოევლინებოდა და მისი საშუალებით ‘იკურთხებოდა დედამიწის ყოველი ხალხი’. ამ შეთანხმებიდან ისიც ჩანდა, რომ შთამომავლის ძირითად ნაწილთან სხვებიც იქნებოდნენ დაკავშირებული (დაბადება 22:17, 18). ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას განზრახვაში შედიოდა, ჰყოლოდა „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:5, 6). დავითთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ შთამომავალი სამეფოს მარადიული მეთაური იქნებოდა (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნები 88:4, 5). მას შემდეგ, რაც კანონის საფუძველზე დადებულმა შეთანხმებამ ისრაელები მესიამდე მიიყვანა, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესრულების სხვა მხარეებიც ცხადყო (გალატელები 3:19, 24). ის ადამიანები, რომლებიც შთამომავლის ძირითად ნაწილთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, შექმნიდნენ ნაწინასწარმეტყველებ „მღვდელთა სამეფოს“ და მათთან, როგორც ახალ სულიერ „ისრაელთან“, დაიდებოდა „ახალი შეთანხმება“ (იერემია 31:31—34; ებრაელები 8:7—9)c.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება