-
ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
ქმრებსაც ისე უნდა უყვარდეთ ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს, რადგან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს მას და ზრუნვას არ აკლებს, როგორც ქრისტე — კრებას,
-
-
ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
რას ნიშნავს ცოლზე ზრუნვა?
10. როგორ შეუძლია ქმარს, იზრუნოს ცოლზე?
10 მზრუნველი ქმარი ყურადღებას არ მოაკლებს ცოლს, ვინაიდან უყვარს ის. მზრუნველობის გამოვლენა სხვადასხვა სახით შეიძლება. ქმარმა, პირველ რიგში, საკმარისი დრო უნდა დაუთმოს მეუღლეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლს სიყვარული გაუნელდება. ისიც გასათვალისწინებელია, რომ დროის დათმობასა და ყურადღებაზე ქმრის თვალსაზრისი შეიძლება განსხვავდებოდეს ცოლის თვალსაზრისისგან. საკმარისი არ არის მეუღლისადმი სიყვარულის მხოლოდ სიტყვით გამოხატვა. ცოლმა უნდა იგრძნოს ქმრის სიყვარული. პავლემ დაწერა: „თითოეულმა ის კი არ ეძებოს, რაც თავისთვისაა სასარგებლო, არამედ ის, რაც სხვისთვისაა სასარგებლო“ (1 კორინთელები 10:24). როგორც მოსიყვარულე ქმარმა, უნდა იცოდეთ, სინამდვილეში რა მოთხოვნილებები აქვს თქვენს მეუღლეს (ფილიპელები 2:4).
11. ცოლისადმი დამოკიდებულება როგორ მოქმედებს ღმერთთან ქმრის ურთიერთობაზე და კრებაში მის პასუხისმგებლობებზე?
11 სიტყვითა თუ საქმით ცოლისადმი სითბოს გამოვლენა კიდევ ერთი საშუალებაა მასზე მზრუნველობის გამოსახატავად (იგავები 12:18). პავლემ კოლოსელებს მისწერა: „ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ“ (კოლოსელები 3:19). ერთი ნაშრომის თანახმად, ამ მუხლის ბოლო ფრაზა შეიძლება ასე ითარგმნოს: „ნუ მოეპყრობით მას მოსამსახურესავით“ ან „ნუ დაიმონებთ მას“. ქმარი, რომელიც სახლში თუ გარეთ ტირანია, ნამდვილად არ ავლენს ცოლისადმი მზრუნველობას. ამასთანავე, თუ ქმარი ცოლს სასტიკად ეპყრობა, ეს ღმერთთან ქმრის ურთიერთობაზე იმოქმედებს. მოციქულმა პეტრემ ქმრებს მიმართა: „ქმრებო, შეძენილი ცოდნის თანახმად განაგრძეთ ცოლებთან ცხოვრება და პატივი მიაგეთ მათ, ქალებს, როგორც შედარებით სუსტ ჭურჭელს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ“c (1 პეტრე 3:7).
12. რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ქმრებს კრებისადმი იესოს დამოკიდებულებიდან?
12 ნურასოდეს იფიქრებთ, რომ ცოლს ისედაც უნდა უყვარდეთ. ხშირად დაარწმუნეთ ის თქვენს სიყვარულში. ქრისტიანული კრებისადმი თავისი დამოკიდებულებით იესომ ქმრებს მაგალითი მისცა. ის რბილად და თბილად ეპყრობოდა თავის მიმდევრებს და პატიობდა მაშინაც კი, როდესაც ისინი არაერთხელ უშვებდნენ შეცდომებს. ამიტომ შეეძლო იესოს სხვებისთვის ეთქვა: „მოდით ჩემთან . . . რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:28, 29). ქრისტიანი ქმრები იესოს ჰბაძავენ და ცოლებს ისევე ეპყრობიან, როგორც იესო ეპყრობოდა კრებას. თუ ქმარი ცოლზე ზრუნავს და ამას სიტყვითა და საქმით ცხადყოფს, ის ცოლისთვის ნამდვილად გამომაცოცხლებელი იქნება.
-