-
ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
13. რა პრინციპებია ბიბლიაში მოცემული ცოლებისთვის?
13 ბიბლიაში ცოლებისთვისაც არის მოცემული პრინციპები. ეფესოელების 5:22—24, 33-ში ნათქვამია:
-
-
ნუ დააშორებთ მათ, ვინც ღმერთმა შეაუღლასაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
15. ცოლებისთვის რა რჩევებია ბიბლიაში მოცემული?
15 პავლემ აგრეთვე თქვა, რომ ცოლი „დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს“. ქრისტიანმა ცოლმა „სიმშვიდე და რბილი ხასიათი“ უნდა გამოავლინოს; არ უნდა ეპაექროს მეუღლეს ან თვითნებურად არ უნდა იქცეოდეს (1 პეტრე 3:4). ღვთისმოშიში ქალი ყველაფერს აკეთებს ოჯახის კეთილდღეობისთვის და ამით პატივს მიაგებს ოჯახის თავს (ტიტე 2:4, 5). ის ეცდება, დადებითად ილაპარაკოს მეუღლეზე და ისეთი არაფერი გააკეთოს, რაც სხვებს თავისი ქმრისადმი პატივისცემას დააკარგვინებდა. ის აგრეთვე ყველაფერს გააკეთებს ქმრის გადაწყვეტილებების სისრულეში მოსაყვანად (იგავები 14:1).
16. რისი სწავლა შეუძლიათ ქრისტიან ცოლებს სარასა და რებეკას მაგალითიდან?
16 „სიმშვიდე და რბილი ხასიათი“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ქრისტიან ქალს არ უნდა ჰქონდეს თავისი აზრი ან მისი თვალსაზრისი ანგარიშგასაწევი არ არის. ძველ დროში ღვთისმოშიში ქალები, მაგალითად, სარა და რებეკა, თავისუფლად გამოთქვამდნენ თავიანთ აზრს, და ბიბლია ცხადყოფს, რომ იეჰოვა იწონებდა მათ საქციელს (დაბადება 21:8—12; 27:46—28:4). ქრისტიან ცოლებსაც შეუძლიათ თავიანთი შეხედულების გამოთქმა, მაგრამ ეს პატივისცემით უნდა გააკეთონ და არა კატეგორიული ტონით. თუ ასე მოიქცევიან, დაინახავენ, რომ ქმართან მათი ურთიერთობა უფრო სასიამოვნო იქნება და მათ აზრსაც უფრო გაითვალისწინებენ.
-