-
ოჯახზე ზრუნვაოჯახური ბედნიერების საიდუმლო
-
-
16, 17. ა) იეჰოვას მიერ მიცემული რომელი კანონი იცავდა ისრაელებს ზოგიერთი დაავადებისგან? ბ) როგორ შეუძლიათ ოჯახებს მეორე კანონის 23:12, 13-ში ჩადებული პრინციპის გამოყენება?
16 განვიხილოთ სხვა მაგალითი. დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღმერთმა ისრაელ ერს მისცა კანონთა კრებული, რომელიც აწესრიგებდა მათ თაყვანისმცემლობას და, გარკვეულწილად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებას. კანონში მოცემული იყო ჰიგიენის ნორმები, რაც ისრაელს ავადმყოფობისგან იცავდა. ერთ-ერთი ასეთი კანონი ეხებოდა ადამიანის ექსკრემენტს, რომელიც ბანაკიდან მოშორებით უნდა ჩაეფლათ, რათა ადამიანთა საცხოვრებელი ადგილი არ დაბინძურებულიყო (მეორე კანონი 23:12, 13). ეს უძველესი კანონი დღესაც პრაქტიკულია. მისი უგულებელყოფის გამო დღესაც ბევრი ავადდება და კვდებაa.
-
-
ოჯახზე ზრუნვაოჯახური ბედნიერების საიდუმლო
-
-
a ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაში, სადაც დიარეისგან თავდაცვის ზომებზეა საუბარი, აღნიშნულია: „თუ ტუალეტი არ არის, გადი წყლის მარაგიდან 10 მეტრის, სახლიდან და ბავშვების სათამაშო ადგილიდან მოშორებით კუჭ-ნაწლავის გასათავისუფლებლად.
-