-
როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
(წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:2, 3).
-
-
როგორ განადგურდება ეს ქვეყნიერებასაგუშაგო კოშკი — 2012 | 15 სექტემბერი
-
-
მაგრამ სანამ ეს დღე დაიწყება, მსოფლიო ლიდერები „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ილაპარაკებენ. შესაძლოა, ეს როგორც ერთ, ისე რამდენიმე მოვლენას ეხებოდეს. ერებმა შეიძლება იფიქრონ, რომ ძალიან მალე გადაჭრიან სერიოზულ პრობლემებს. რა შეიძლება ითქვას რელიგიურ წინამძღოლებზე? ისინი ქვეყნიერების ნაწილი არიან, ამიტომ შესაძლოა, შეუერთდნენ პოლიტიკურ მმართველებს (გამოცხ. 17:1, 2). ასეთი მოქმედებით სამღვდელოება დაემსგავსება ძველ იუდაში მცხოვრებ ცრუ წინასწარმეტყველებს. იეჰოვამ მათ შესახებ თქვა: „ამბობენ, მშვიდობაა, მშვიდობააო! როცა არ არის მშვიდობა“ (იერ. 6:14; 23:16, 17).
4. რა გვესმის სხვებისგან განსხვავებით?
4 იმისდა მიუხედავად, თუ ვინ ალაპარაკდება „მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ იეჰოვას დღე დაიწყო. ამიტომ შეეძლო პავლეს ეთქვა: „ძმებო, სიბნელეში არა ხართ, რომ იმ დღემ მოგისწროთ, როგორც ქურდებს, რადგან თქვენ სინათლის ძეები . . . ხართ“ (1 თეს. 5:4, 5). სხვებისგან განსხვავებით ჩვენ გვესმის ამ მოვლენების მნიშვნელობა. როგორ შესრულდება წინასწარმეტყველება „მშვიდობისა და უსაფრთხოების“ შესახებ? ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახავთ. მოდი, მტკიცედ გადავწყვიტოთ, „გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ“ (1 თეს. 5:6; სოფ. 3:8).
„დედოფალმა“ სწორად ვერ შეაფასა თავისი შესაძლებლობები
5. ა) როგორ დაიწყება „დიდი გასაჭირი“? ბ) ვინ არის „დედოფალი“, რომელიც სწორად ვერ შეაფასებს გადარჩენის შესაძლებლობებს?
5 კიდევ რა მოვლენა გველოდება წინ? პავლემ თქვა: „როცა ილაპარაკებენ, მშვიდობა და უსაფრთხოებაო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელი განადგურება“. ამ „მოულოდნელი განადგურების“ პირველი ფაზა არის „დიდ ბაბილონზე“, „მეძავს“ შედარებულ მსოფლიო რელიგიურ მპყრობელზე, თავდასხმა (გამოცხ. 17:5, 6, 15).
-