1996 წლის საოლქო კონგრესი — „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“
1 საოლქო კონგრესის პროგრამა წელს ნამდვილად დაგვეხმარება ღვთიური მშვიდობის განვითარებაში და აგვიხსნის, როგორ შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვებს ასეთი მშვიდობის პოვნაში. როგორც 1996 წლის იანვრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“ იყო გამოცხადებული, თემა იქნება „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“. დაგეგმე თუ არა ისე, რომ პროგრამიდან არაფერი გამოტოვო?
2 სამდღიანი პროგრამა: ჩვენ ვიცით, რომ წლევანდელი კონგრესითაც სავსებით გაიხარებთ და განახლებული მხნეობით დაბრუნდებით სახლებში (2 ნეშტ. 7:10). წელსაც სამდღიანი პროგრამა გვექნება. უკვე გაუწიე თუ არა ორგანიზება, რომ დროებით გათავისუფლებულიყავი სამსახურიდან, რათა მთელ პროგრამას დასწრებოდი? თუ ბავშვები გყავს, რომლებსაც სკოლაში ყოფნა უწევთ კონგრესის დროს, თავაზიანად აცნობე თუ არა მათ მასწავლებლებს, რომ ისინი არ იქნებიან სკოლაში მათი რელიგიურად აღმზრდელი, ამ მნიშვნელოვანი ნაწილის გამო?
3 „საგუშაგო კოშკის“, 1996 წლის 15 თებერვლის გამოშვებაში [რუს.], წინასწარ არის ჩამოწერილი თარიღები და ადგილები სადაც ჩვენს ტერიტორიაზე ჩატარდება კონგრესები. შენი კრების მდივანმა უკვე გაცნობა, თუ სად ხარ განაწილებული.
4 სამივე დღეს პროგრამა დაიწყება 9:30-ზე და დამთავრდება კვირას დაახლოებით 16:00-ზე. კარი გაიღება 8:00-ზე. უფრო ადრე შესვლის უფლება ექნებათ მათ, რომლებსაც დავალებული აქვთ საქმეები, თუმცა ეს არ იქნება იმის საბაბი, რომ მათ დაიკავონ ადგილი, სანამ ყველას არ დართავენ შესვლის ნებას. გამოვავლენთ თუ არა პატივისცემას მოხუცი და უძლური ძმების მიმართ იმით რომ, ის ადგილები, რომლებიც უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია, თავისუფალი დავუტოვოთ? დაიმახსოვრე, რომ „სიყვარული. . . თავისას არ ეძიებს“ (1 კორ. 13:4, 5; ფილ. 2:4).
5 იქნები თუ არა „გალესილი“? „რკინა რკინით ილესება“ — იგავნის 27:17-ის ამ სიტყვების ციტირების შემდეგ 1993 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“ (რუს.) ამბობს: „ჩვენ ვართ იმ ინსტრუმენტების მსგავსნი, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ გალესვას. რადგან იეჰოვასადმი სიყვარულის გამოვლენა და ჩვენს რწმენაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების გამოტანა ნიშნავს ქვეყნიერებისგან განსხვავებულად ყოფნას, ამიტომ მუდამ გვიწევს, მივყვეთ, ასე ვთქვათ, უმრავლესობისაგან განსხვავებულ მოქმედებას“. როგორ შეგვიძლია ამ რჩევის გამოყენება?
6 ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ქვეყნიერებისგან განსხვავებულები. ამის შესასრულებლად მტკიცე ძალა უნდა განვავითაროთ, თუ გვსურს ვიყოთ კეთილი საქმეების მოშურნე (ტიტ. 2:14). აი, რატომ აგრძელებს შემდეგს ზემოხსენებული „საგუშაგო კოშკი“: „როცა იმათთან ერთად ვართ, რომლებსაც იეჰოვა უყვართ, ვლესავთ ერთმანეთს — წავახალისებთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისათვის“. საოლქო კონგრესი ერთ-ერთი ღონისძიებაა იეჰოვასგან, რათა დაგვეხმაროს, რომ სულიერად არ მოვდუნდეთ. არ დავრთავთ თავს ნებას, რომ პროგრამის რომელიმე ნაწილი გავაცდინოთ.
7 ბრძენი მოისმენს: მოსმენა არის ხელოვნება, რომელიც საჭიროებს განვითარებას. ნათქვამია, რომ ჩვეულებრივი პიროვნება მოსმენილის დაახლოებით ნახევარს იმახსოვრებს — არა აქვს მნიშვნელობა, მისი აზრით, რამდენად ყურადღებით უსმენს. რადგან ყურადღება გვეფანტება, ზოგჯერ შესაძლოა ძნელად ვახერხებთ დიდი ხნის განმავლობაში გონების კონცენტრირებას. შეგვიძლია თუ არა, გავზარდოთ დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც შევძლებთ კონცენტრირებას, განსაკუთრებით, როცა დიდ აუდიტორიაში ვზივართ და ვუსმენთ მოხსენებას? თუ გთხოვდნენ, კონგრესიდან სახლში დაბრუნების შემდეგ ყოველი დღის პროგრამის მოკლე მიმოხილვის გაკეთებას, შეძლებდი თუ არა ამას? როგორ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, კონგრესის პროგრამაში წარმოდგენილი ყოველი ნაწილისადმი მოსმენისა და გულმოდგინებით ყურადღების მიპყრობის უნარი განავითაროს?
8 მთავარია დიდი ინტერესი, რადგან ამის გარეშე ღვთიური ჯილდო — მეხსიერება — არ იმოქმედებს ეფექტურად. მაგალითად, როცა პიროვნება მეტ ინტერესს ავლენს საკითხის მიმართ, უფრო ადვილად იმახსოვრებს მოხსენების ან პროგრამის ყოველი ნაწილის ძირითად საკითხებს. მაგრამ ეს უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება მივაქციოთ საკითხებს, რომლების მოსმენის უპირატესობაც გვაქვს საოლქო კონგრესზე. ჩვენი ძლიერი ინტერესის გამოვლენა და კონგრესის პროგრამის ყოველი ნაწილის ყურადღებით მოსმენა როგორც მომავალი წარმატებების მომტანი, აგრეთვე სულიერად სათანადო მდგომარეობის მომნიჭებელი იქნება. კონგრესებზე ვსწავლობთ იეჰოვას გზებს და ვღებულობთ ინსტრუქციებს გადამრჩენი საქმიანობის შესასრულებლად (1 ტიმ. 4:16). თავი წარმოიდგინე ბობოქარ ზღვაში მყოფ გემად. იეჰოვას დაპირებები ხსნის მტკიცე იმედია. თუ პიროვნება უგულისყუროა ქრისტიანული პროგრამებისადმი და თავის გონებას არ აკონტროლებს, შესაძლოა გამოტოვოს რჩევისა და ინსტრუქციების მთავარი საკითხები, რომლებიც თავიდან აარიდებენ სულიერი გემის დამსხვრევის საშიშროებას (ებრ. 2:1; 6:19).
9 დედამიწის მრავალ ადგილზე ჩვენი ძმები დიდ ფიზიკურ ძალებს ახმარენ კრების შეხვედრებზე დასწრებას. საოცარია, როცა კონგრესებზე ხედავ აღტაცებით აღსავსე მათ ყურადღებას. თუმცა ზოგან პროგრამის დროს ზოგიერთები უწესრიგოდ დადიან კონგრესის დარბაზს გარეთ, რითაც სხვებს ხელს უშლიან. სხვები გვიან მოდიან. ზოგიერთ წინა კონგრესზე პროგრამის პირველ წუთებში მოსმენა რთული იყო მრავალი პიროვნების გამო, რომლებიც დერეფნებსა და დასაჯდომი ადგილების უკან დადიოდნენ. ჩვეულებრივ, ისინი არ იყვნენ დავალებების შემსრულებელი ძმები ან დედები, რომლებიც პატარა ბავშვების მოთხოვნილებებზე ზრუნავდნენ. უმეტესწილად ხმაურს იწვევდნენ ისინი, რომლებიც, მხოლოდ, საუბრობდნენ. წელს „მომსახურეთა განყოფილება“ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს ამ პრობლემას და, იმედია, ყველა ადგილზე იქნება, როცა თავმჯდომარე მოგვიწოდებს ამისკენ. შენი თანამშრომლობა ამასთან დაკავშირებით დიდად დაფასდება.
10 რა პრაქტიკული რჩევები დაგვეხმარება, რომ უფრო ყურადღებიანები ვიყოთ კონგრესის პროგრამის მსვლელობისას და წარმოდგენილის უმეტესი ნაწილი დავიმახსოვროთ? საჭიროა, გასულ წლებში ნათქვამის გამეორება: ა) კონცენტრირება მოახდინე კონგრესის ქალაქში წასვლის მთავარ მიზეზზე. საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს მოსმენასა და შესწავლაზე და არა დასვენებაზე (რჯლ. 31:12). შეეცადე, ყოველ ღამეს საკმარისად დაისვენო. თუ კონგრესზე ძალიან დაღლილი მიხვედი, კონცენტრირება რთული იქნება. ბ) საკმარისი დრო გამოყავი, რათა ადრე მიხვიდე კონგრესის ადგილსამყოფელზე და დასაჯდომი ადგილი პროგრამის დაწყებამდე მონახო. ბოლო წუთებში დასაჯდომ ადგილებზე ხალხის მიწყდომა, ჩვეულებრივ, იწვევს დასაწყისი ნაწილების გამოტოვებას. გ) გააკეთე ძირითადი საკითხების ჩანაწერები. ბევრი ჩანაწერების გაკეთებამ შეიძლება ხელი შეგიშალოს კარგად მოსმენაში. როცა წერ, დარწმუნდი, რომ არ ტოვებ სხვა საკითხებს ჩანაწერებზე კონცენტრირების გამო. დ) როცა კონგრესის ნაწილია გამოცხადებული, დიდი მოლოდინით იყავი განწყობილი. შეეკითხე საკუთარ თავს: „რა შემიძლია ვისწავლო ამ ნაწილიდან, რაც გაზრდის ჩემს მადლიერებასა და სიყვარულს იეჰოვასადმი? როგორ დამეხმარება ინფორმაცია უფრო მეტად განვვითარდე ახალ პიროვნებად? როგორ დამეხმარება ეს ჩემი მსახურების გასაუმჯობესებლად?“
11 ქცევა, რომელიც ამშვენებს ჩვენს მსახურებას: პავლემ მოუწოდა ტიტეს, თავი წარმოედგინა „კეთილ საქმეთა ნიმუშად“. დამოძღვრისას შეურყვნელობის გამოვლენით ტიტე უნდა დახმარებოდა სხვებს ‘შეემკოთ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება’ (ტიტ. 2:7, 10). ყოველწლიურად კეთილმოსურნედ გვაწვდიან შეხსენებებს, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი როგორც კონგრესზე წასვლის ან იქიდან წამოსვლის დროს, აგრეთვე საცხოვრებელ ადგილსა და თვითონ კონგრესზე ღვთისმოსაწონად მოქმედება. შარშანაც შევიტყვეთ გულის გამხარებელი ცნობები, რომლებიც გვინდა გაგიზიაროთ.
12 სასტუმროს მენეჯერმა თქვა: „ყოველთვის სასიამოვნოა იეჰოვას მოწმეებთან მორიგება, რადგან ისინი მომთმენნი არიან, თანამშრომლობენ და ზედმიწევნით აქცევენ ყურადღებას შვილებს“. ერთ-ერთი სასტუმროს მიმღების მდივანმა თქვა, რომ მისთვის „გაადვილებულია სამუშაო, როცა იეჰოვას მოწმეები სასტუმროში შესვლისას და გასვლისას სიაში ეწერებიან, რადგან რიგში ლოდინის მიუხედავად, ყოველთვის თავაზიანნი, მომთმენნი და გამგებიანები არიან“. ერთ ქალზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა იმავე სასტუმროში მყოფი ახალგაზრდა მოწმის ყოფაქცევამ, რომ მან მოითხოვა ლიტერატურა ჩვენი ორგანიზაციის შესახებ.
13 სხვა მხრივ, ურიგო არ არის გარკვეულ საკითხებში გაუმჯობესება. ჩვენ გვსურს, რომ ზოგიერთი დაკვირვებები გაგიზიაროთ, რომლებიც საზოგადოებამ მიიღო. ერთმა მიმომსვლელმა ზედამხედველმა გვაუწყა, რომ იეჰოვას მოწმეების შვილები უფრო მეტ მეთვალყურეობას საცხოვრებელ ადგილებში საჭიროებენ. შენიშნული იყო, რომ ზოგიერთი დერეფნებში დარბოდა, ლიფტით ზემოთ-ქვემოთ სეირნობდა, ზოგი ძალიან ხმაურობდა, რითაც სხვა სტუმრებს არ აძინებდა. ჩვენ გვესაჭიროება შვილების აღზრდა, რათა მათთვის გასაგები იყოს, რომ ქრისტიანული ქცევა არ არის რაღაც განსაზღვრული დროით დაგეგმილი. ის არ უნდა დამთავრდეს, როცა გავცდებით კონგრესის ადგილმდებარეობას. ის უნდა გაგრძელდეს დღეში 24 საათი. ჩვენი ქცევა საცხოვრებელ ადგილსა და ქუჩებში ისეთივე წესიერი უნდა იყოს, როგორც მაშინ, როცა ჩვენს ძმებთან ერთად ვისმენთ იეჰოვასგან დამმოძღვრავ პროგრამას (ეს. 54:13; 1 პეტ. 2:12).
14 კარგია გვახსოვდეს, რომ დიდი ხარჯები მიდის კონგრესის ჩასატარებელი ადგილის დაქირავებაში, ლიტერატურით მომარაგებასა და სხვადასხვაგვარ საკითხებზე ზრუნვასთან დაკავშირებით. ჩვენი ნებაყოფლობითი შესაწირავები დაფარავს ამ ხარჯებს. ერთი და მოზარდ ბავშვებთან ერთად მცირე თანხით მოვიდა კონგრესზე. თუმცა მან და თავისმა ბავშვებმა მაინც გაიღეს მცირედი შესაწირი. პირადი საქმეა, რას გადაწყვეტს თითოეული ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვიცით, რომ აფასებთ ასეთ შეხსენებას (საქ. 20:35; 2 კორ. 9:7).
15 ჩვენი ჩაცმულობით გვცნობენ: ჩვენი ჩაცმულობა ბევრს ლაპარაკობს ჩვენს შესახებ და სხვების მიმართ ჩვენი განწყობილების შესახებ. მოზარდები და მოწიფული ახალგაზრდები სკოლასა თუ სამუშაო ადგილზე თანამედროვედ, დაუდევარი სტილით გამოწყობილი ადამიანების გარემოცვაში არიან. ყოველ წელს ჩაცმულობის სტილი უფრო და უფრო უკიდურესობაში ვარდება, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ადვილად მოვექცევით ქვეყნიური თანატოლების ზეგავლენის ქვეშ, რომ მათ მსგავსად ჩავიცვათ. მრავალი სტილის ჩაცმულობა მიუღებელია თაყვანისმცემლობის შეხვედრებზე. შენიშვნა, რომელიც მიღებული იყო ერთ-ერთი წინა კონგრესის შემდეგ, მადლიერებას გამოხატავდა პროგრამისადმი, მაგრამ უმატებდა: „მაინტერესებდა, რატომ იყო იქ ასე ბევრი ქალიშვილი ასე მოკლე კაბებით, ღრმად ამოღებული დეკოლტითა და ღრმად ჩაჭრილი ბოლოკაბებით“. რასაკვირველია, ყოველ ჩვენგანს სურს, ჩაცმული იყოს, როგორც ქრისტიან მსახურს შეეფერება, როგორც კონგრესზე, აგრეთვე პროგრამის შემდეგ საზოგადოებაში ყოფნის დროს. ყოველთვის სასარგებლოა ჩვენთვის, მივყვეთ პავლე მოციქულის რჩევას ქრისტიანებისადმი, რომ შემკობილი ვიყოთ „წესიერი სამოსლით, მორცხვობით (ანუ მოკრძალებით) და კდემამოსილებით“ (1 ტიმ. 2:9).
16 ვინ უნდა დაადგინოს, რა არის მოკრძალებული, „წესიერი“ სამოსელი? მოკრძალებული არ ნიშნავს „არც გაბედულებას, არც საკუთარი უფლებების დაცვას“. ლექსიკონი აგრეთვე მოკრძალებულს განმარტავს, როგორც „უპრეტენზიოს“. არც საზოგადოება, არც უხუცესები არ ადგენენ კანონებს ჩაცმულობასთან ან გარეგნობასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, ნუთუ ნათელი არ უნდა იყოს ქრისტიანებისთვის, თუ ჩვეულებრივ, ჩაცმულობის რომელი სტილი არ არის მოკრძალებული ან წესიერი? (შეადარე ფილიპელთა 1:10). ჩვენმა გარეგნობამ და ჩაცმულობამ არ უნდა მიიქციოს მეტისმეტი ყურადღება. ჩვენი გარეგნობა არ უნდა იყოს არც შეურაცხმყოფელი და არც ქვეყნიერებისთვის სასიამოვნო. ჩვენს, როგორც კეთილი ცნობის მსახურების, სათანადო ჩაცმულობასა და გარეგნობას ქალაქში, სადაც საოლქო კონგრესი ტარდება, პატივი მოაქვს იეჰოვასთვის და დადებითად ირეკლება ორგანიზაციაზე. ამიტომ, მშობლებმა მაგალითი უნდა მისცენ და შემდეგ დარწმუნდებიან, რომ შვილები ვითარებისდა მიხედვით, სათანადოდ ჩაიცვამენ. უხუცესებს დიდი სურვილი ექნებათ, კარგი მაგალითი აჩვენონ და მზად იყვნენ, თავაზიანი რჩევა მისცენ, თუ საჭიროა.
17 ღამის გასათევი ადგილები: ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ სასტუმროს პერსონალზე შთაბეჭდილება მოახდინა ძმების თავაზიანობამ, მოთმინებამ და გამგებიანობამ. ჩვენ გვსურს, გავაგრძელოთ ამ ქრისტიანული თვისებების გამოვლენა ღამის გასათევ ადგილზე. ჩვენ ვაფასებთ სკოლებსა და სხვა ადგილებს, რომლებიც თანამშრომლობენ რელიგიურ ორგანიზაციებთან და გვთავაზობენ ადგილს შეღავათიან ფასებში. თუმცა შესაძლოა დაღლილი ვართ მგზავრობით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, კარგად მოვეპყროთ იმ ადგილის მომსახურე პერსონალს, სადაც დავბინავდით. ასე მოქცევა აღძრავს ზოგიერთს, უფრო სერიოზულად გამოიკვლიოს ჭეშმარიტება. გეთაყვა, დაბინავებასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაციისთვის განიხილე 1996 წლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართი.
18 ფოტოაპარატები, ვიდეოკამერები და ჩამწერი მაგნიტოფონები: ფოტოაპარატებისა და სხვა ჩამწერი აპარატურის გამოყენება დასაშვებია, თუ სხვა დამსწრეებისადმი პატივისცემას ვავლენთ. თუ პროგრამის დროს აქეთ-იქით დავდივართ და სურათებს ვიღებთ, არამარტო სხვებს შევუშლით ხელს მოსმენაში, არამედ ჩვენ თვითონაც გამოვტოვებთ პროგრამის ზოგიერთ ნაწილს. ჩვეულებრივ, უფრო მეტად სასარგებლოა მომხსენებლის გულდასმით მოსმენა და ზომიერი ჩანაწერების გაკეთება. შესაძლოა მაგნიტოფონით ვიწერთ დისთვის ან ძმისთვის, რომელიც ვერ მოვიდა; მაგრამ საკუთარი გამოყენებისთვის, ალბათ, ვნახეთ, რომ სახლში დაბრუნების შემდეგ პროგრამის მრავალი საათის ჩანაწერებიდან უმეტესობის მოსასმენად დრო არ გვქონდა. არც ერთი ჩამწერი მოწყობილობა არ უნდა შეერთდეს ელექტრო ან გახმოვანების სისტემაში, არც არავითარი მოწყობილობა არ უნდა იყოს სკამებს შორის გასასვლელ ადგილებში, სასიარულო ადგილებში ან სხვების თვალში საცემად, რაც ხელის შემშლელი იქნება.
19 დასაჯდომი ადგილი: ჩვენ ვამჩნევთ გაუმჯობესებას ადგილების დაკავებასთან დაკავშირებით. გასულ წელს თქვენგან მრავალი მიჰყვა მითითებებს: დასაჯდომი ადგილები შეიძლება დაიკავო, უშუალოდ, მხოლოდ შენი ოჯახის წევრებისთვის და მათთვის, რომლებიც შენთან ერთად მგზავრობდნენ მანქანაში. ალბათ, შენიშნე, რომ ნაკლები დაძაბულობა იყო, რადგან უმრავლესობა ზუსტად მიჰყვებოდა ამ მითითებებს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შენი თანამშრომლობა ასიამოვნებს იეჰოვასა და ‘ერთგულ მონას’, რომელიც სულიერ საზრდოს გვაწვდის (მათ. 24:45).
20 მრავალ ჩვენს დასა და ძმას აქვს განსაკუთრებული საჭიროებები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი კონგრესზე მოვიდა ინვალიდთა ეტლით და საჭიროებს ოჯახის წევრებისგან მეთვალყურეობას. სხვები ისეთი სხვადასხვა ქრონიკული ავადმყოფობების გამო ღებულობენ წამალს, როგორიცაა გულის დაავადებები ან შეტევები. ჭეშმარიტად გულს გვიხარებს იმ ძვირფასი დებისა და ძმების დანახვა კონგრესზე, რომლებმაც გადაწყვიტეს არც ერთი სულიერი საზრდო არ გამოეტოვებინათ. თუმცა ზოგჯერ პრობლემა წარმოიშობა, როდესაც კონგრესის მსვლელობისას ზოგიერთი პიროვნება ცუდად ხდება, იმ დროს კი იქ ოჯახის ან კრების წევრებიდან არავინ არის დახმარების აღმოსაჩენად. ზოგიერთ შემთხვევაში კონგრესის ადმინისტრაციას ესაჭიროებოდა სასწრაფო დახმარების გამოძახება, რომ ძმა ან და საავადმყოფოში გადაეყვანათ. ქრონიკულ ავადმყოფებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აწევთ პირადად ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს. კონგრესის პირველი დახმარება არ არის იმ მდგომარეობაში, რომ იზრუნოს ქრონიკულ ავადმყოფებზე. თუ შენი ოჯახის წევრი საჭიროებს განსაკუთრებულ მზრუნველობას, გთხოვთ, დარწმუნდე, რომ მარტო არ აღმოჩნდება იმ დროს, როცა საგანგებო შემთხვევა წამოიჭრება. ამასთანავე, არ იქნება განსაკუთრებული ღონისძიებები გაწეული კონგრესზე სპეციალური ოთახებისთვის, რომ მოემსახურონ ისეთი ალერგიების მქონეთ, რომლების გამოც არ შეუძლიათ საერთო დასაჯდომ ადგილებზე დაჯდომა. უხუცესებს სურვილი ექნებათ, ფხიზლად იყვნენ თავიანთი კრების ნებისმიერი პიროვნებისადმი, რომლებსაც აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მოთხოვნები და დარწმუნდებიან, რომ ასეთ ხალხზე ზრუნვისთვის ღონისძიებები კონგრესამდეა გაწეული.
21 კონგრესზე საკვების მოთხოვნილებები: გთხოვთ, დაიმახსოვრო, კონგრესის ადგილზე არ წაიღო არც შუშის ჭურჭელი, არც ალკოჰოლური სასმელი. თუ პატარა მაცივრებია საჭირო, ისინი უნდა თავსდებოდეს თქვენი დასაჯდომი ადგილის ქვეშ. დაიმახსოვრე, რომ საკმაო დროა შუადღის შესვენებისას, რომ ჭამო და დალიო, რაც მოიტანე. აგრეთვე კარგი იქნება, შეახსენო ბიბლიის შემსწავლელებსა და დაინტერესებულებს, რომლებიც დაესწრებიან კონგრესს, რომ მათ უნდა მოიტანონ საკმაო რაოდენობის სასმელ-საჭმელი. როგორც სამეფო დარბაზებში შეხვედრების დროს, აგრეთვე კონგრესის პროგრამის მსვლელობისას ყოველთვის ვეცადოთ, არ ვჭამოთ. ამით პატივისცემას ვავლენთ თაყვანისცემის ღონისძიებებისადმი და შემოთავაზებული სულიერი საკვებისადმი.
22 მალე დაიწყება პირველი კონგრესი „ღვთიური მშვიდობის მაცნეები“. დაასრულე თუ არა შენი მომზადება, რომ დაესწრო და ახლავე ხარ თუ არა მზად, გაიხარო სამდღიანი ბედნიერი ურთიერთობითა და სულიერად კარგი საქმეებით? გულწრფელად ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ აკურთხოს შენი მცდელობა, დაესწრო წლევანდელი ზაფხულის კონგრესს.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
შეხსენებები საოლქო კონგრესისთვის
ნათლობა: ნათლობის კანდიდატები შაბათ დილას, პროგრამის დაწყებამდე უნდა ისხდნენ მათთვის განკუთვნილ სექტორში. შემჩნეული იყო, რომ ზოგიერთს ისეთი სახის ტანსაცმელი ეცვა, რომელიც არ იყო ღირსეული შემთხვევისთვის და ყურადღების გადამტანი იყო. პირსახოცი და მოკრძალებული საცურაო კოსტიუმი უნდა მოიტანოს ყველამ, ვინც გეგმავს მონათვლას. როცა კრების უხუცესები ნათლობის კანდიდატებთან განიხილავენ ბროშურას — „ბიბლიის სწავლების საწყისები“ — ექნებათ სურვილი, დარწმუნდნენ, რომ თითოეულს ესმის ეს საკითხები. ნათლობის მოხსენების შემდეგ მომხსენებელი წარმოთქვამს ლოცვას. არ არის აუცილებელი აუდიტორიაში მსხდომთათვის, რომ წამოდგნენ ფეხზე. შემდეგ პროგრამის ნაწილის თავმჯდომარე მოკლე ინსტრუქციებს მისცემს კანდიდატებს და სიმღერას გამოაცხადებს. ბოლო სტროფის შემდეგ მომსახურეები გაიყვანენ კანდიდატებს ნათლობის ადგილზე. რადგან ნათლობა — მიძღვნის სიმბოლო — პიროვნებასა და იეჰოვას შორის ინტიმური და პირადი საკითხია, არ არის დადგენილება ეგრეთ წოდებული ნათლობის პარტნიორობისთვის, რომლის დროსაც ორი ან მეტი მონათვლის კანდიდატი ეხვევა ან ხელჩაკიდებული ინათლება.
სამკერდე ნიშანი: გთხოვთ, გეკეთოთ 1996 წლის სამკერდე ნიშანი კონგრესზე და მაშინ, როცა მიდიხართ კონგრესზე ან ბრუნდებით იმ ადგილიდან. ხშირად, ეს შესაძლებელს ხდის ჩვენთვის, საუკეთესოდ დავამოწმოთ მგზავრობისას. სამკერდე ნიშანსა და პლასტმასის ბუდეს მიიღებთ კრებაში, რამდენადაც მათი გაცემა კონგრესზე არ მოხდება. ნუ დაელოდებით, სანამ რამდენიმე დღე დარჩება კონგრესამდე, რომ მოითხოვოთ სამკერდე ნიშნები თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. გახსოვდეს, რომ თან გქონდეს მიმდინარე — „წინასწარი სამედიცინო განკარგულების/პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების“ ბარათი.
დაბინავება: ყველას, ვინც ითხოვს ბინას, გთხოვთ, ითანამშრომლოთ „დაბინავების განყოფილებასთან“. გთხოვთ, მიჰყვეთ კრების მდივნის მიერ მოცემულ მითითებებს. კრების მდივნები დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ ბლანკები — „განაცხადი განსაკუთრებული საჭიროებებისას ბინით დაკმაყოფილებების შესახებ“ — დაუყოვნებლად არის გაგზავნილი შესაბამისი კონგრესის მისამართზე. თუ გინდა ბინის მოთხოვნის გაუქმება, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების ღონისძიებით იყო გაკეთებული, სასწრაფოდ უნდა აცნობო პიროვნებას, რომლისგანაც შემოთავაზებული იყო ბინა და კონგრესის „დაბინავების განყოფილებას“, რათა ხელახლა განაწილდეს.
საბავშვო ეტლები და შეზლონგები: უმეტეს ადგილებში, საჯარო შეხვედრებისას საბავშვო ეტლის გამოყენება არ შეიძლება. სახანძრო ინსტრუქციები კრძალავს მათ გაჩერებას დერეფანსა და სკამებს შორის ან რიგებს შორის გასასვლელ ადგილებში. რადგან ხალხის დიდმა მიმოსვლამ შეიძლება გამოიწვიოს სივიწროვე, საბავშვო ეტლები პოტენციური საშიშროებაა არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მისთვის, ვინც შეეჯახება მათ. ასე რომ, გთხოვთ, ნუ მოიტანთ ეტლებს კონგრესზე. მაგრამ თუ პატარა ბავშვისთვის გათვალისწინებული მანქანაში დასამაგრებელი სკამები დაშვებულია, ისინი მიმაგრებული უნდა იყოს მშობლის ადგილის გვერდზე. აგრეთვე, გთხოვთ, ნუ მოიტანთ შეზლონგებს. ისინი სახიფათოა და არ არის დაშვებული ხალხის დიდი თავშეყრის ადგილებში. თქვენს თანამშრომლობას ამ საკითხებთან დაკავშირებით დიდად ვაფასებთ.
ნებაყოფლობითი სამსახური: შეგიძლია თუ არა, დრო გამოყო, რომ კონგრესზე დაეხმარო ერთ-ერთ განყოფილებას? ჩვენი ძმების მსახურება, თუნდაც სულ რამდენიმე საათით, ძალიან დამხმარე შეიძლება აღმოჩნდეს და მოიტანს კმაყოფილების საკმარის გრძნობას. თუ შეგიძლია დახმარება, გთხოვთ, აცნობო „ნებაყოფლობითი სამსახურის განყოფილებას“ კონგრესზე. 16 წლამდე ბავშვებსაც შეუძლიათ დახმარების აღმოჩენა იმით, რომ მშობლის ან სხვა, მათზე პასუხისმგებელი პიროვნების მითითებებს მიჰყვებიან.
გაფრთხილებები: ყურადღებით იყავი პოტენციური პრობლემებისადმი, რათა აერიდო ზედმეტ სირთულეებს. ხშირად, ქურდები და სხვა უსინდისო პირები ძარცვავენ მათ, ვინც თავის სახლს მოშორებულია. დარწმუნდი, რომ ავტომობილი დაკეტილი გაქვს ყოველთვის და არასოდეს დატოვო გამოსაჩენ ადგილზე რამე მასში, რომ არ მიიზიდოს ყურადღება და არ გატეხონ. ქურდებისა და ჯიბგირების ყურადღება მიქცეულია დიდი თავყრილობისკენ. არ იქნებოდა ბრძნული, რომ რამე ფასეული შენს ადგილზე დაგეტოვებინა. არ ხარ დარწმუნებული, რომ ყველა შენს გარშემო ქრისტიანია. რატომ შევთავაზოთ რამე საცდური? როგორც ცნობილია, გარეშე პირებისგან ბავშვების მოტყუებისა და წაყვანის მცდელობა იყო. არასოდეს დატოვოთ უმეთვალყურეოდ ბავშვები.
გთხოვთ, კონგრესთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხების შესახებ არ დაურეკოთ ან არ მისწეროთ კონგრესის დარბაზის დირექციას. თუ კონგრესის შესახებ ინფორმაცია გჭირდება, გეთაყვა, შეეკითხე ადგილობრივ უხუცესებს.