-
უწინარეს ეძიეთ სამეფოთაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს
-
-
მაგრამ პავლემ გაგვაფრთხილა: „გამდიდრების მსურველნი ცვივიან განსაცდელსა და მახეში, მრავალ ბრიყვულ და მავნე გულისთქმაში, რომელნიც გასანადგურებლად და დასაღუპად უბიძგებენ ადამიანს“. სატანა დახელოვნებულია ამ საქმეში. თავდაპირველად მან შეიძლება უმნიშვნელო რამით აცდუნოს ადამიანი. შემდეგ უფრო გააძლიეროს თავისი ზეგავლენა — შესაძლებელია, ვინმეს უფრო პრესტიჟული ან მაღალანაზღაურებადი სამუშაო გამოუჩინოს, რომელიც ადამიანს უწინ სულიერი საკითხებისათვის დათმობილ დროს წაართმევდა.
-