-
წინასწარმეტყველება 4. სიყვარულის განელებასაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
-
-
წინასწარმეტყველება 4. სიყვარულის განელება
„ადამიანები იქნებიან . . . თბილ გრძნობებს მოკლებულები“ (2 ტიმოთე 3:1—3, ბიბლია).
● კრისი ჩრდილოეთ უელსში ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულთა დახმარების ცენტრში მუშაობს. „მახსოვს, ერთხელ ერთი ჩემი ნაცნობი ქალი ისე იყო ნაცემი, რომ ვეღარ ვიცანი, როცა დახმარებისთვის ჩვენთან მოვიდა, — ამბობს კრისი. — ზოგი ქალი კი ემოციურად იმდენად განადგურებულია, რომ საუბრის დროს თავს მაღლა ვერ წევს“.
რაზე მეტყველებს ფაქტები? გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ აფრიკის ერთ ქვეყანაში, დაახლოებით 3-დან 1 ქალი ბავშვობაში გააუპატიურეს. გამოკითხვით ისიც გაირკვა, რომ ამ ქვეყანაში კაცების ერთ მესამედზე მეტი ცოლების ცემას ნორმალურად მიიჩნევს. თუმცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ქალები არ ხდებიან. მაგალითად, კანადაში 10-დან 3 კაცს საკუთარი ცოლი სცემს.
რა თვალსაზრისია გავრცელებული? ძალადობა ოჯახში ყოველთვის არსებობდა. უბრალოდ, წინანდელთან შედარებით დღეს ამას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ.
შეესაბამება ეს თვალსაზრისი სინამდვილეს? ბოლო ათწლეულებში ოჯახური ძალადობის შესახებ ინფორმაცია ფართოდ ვრცელდება. მაგრამ შეამცირა ამან ოჯახში ძალადობის შემთხვევების რაოდენობა? სრულიადაც არა. დღეს ყველაზე მეტად იგრძნობა მსოფლიოში სიყვარულის ნაკლებობა.
თქვენ როგორ ფიქრობთ? სრულდება 2 ტიმოთეს 3:1—3-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? გაუნელდა უმეტესობას სიყვარული ოჯახის წევრების მიმართ?
-
-
წინასწარმეტყველება 4. სიყვარულის განელებასაგუშაგო კოშკი — 2011 | 1 მაისი
-
-
[ჩანართი 7 გვერდზე]
„ოჯახური ძალადობა საზოგადოებაში ერთ-ერთ ყველაზე გაუხმაურებელ დანაშაულად ითვლება. ქალი, რომელიც პოლიციას მიმართავს დახმარებისთვის, მანამდე, საშუალოდ, 35-ჯერ მაინც არის ნაცემი ქმრისგან“ (ოჯახური ძალადობით დაზარალებულთა დახმარების ცენტრის წარმომადგენელი, უელსი).
-