საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • ამ შემთხვევიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ პავლე ტიმოთეს სწერდა: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია

  • მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • (2 ტიმ. 3:14,

  • მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • „რაშიც დარწმუნებულხარ“

      5. ა) რაში იყო ტიმოთე დარწმუნებული? ბ) საიდან ვიცით, რომ ტიმოთეს იესოს შესახებ სასიხარულო ცნობისადმი ძლიერი რწმენა ჰქონდა?

      5 წმინდა წერილების ცოდნა აუცილებელია. თუმცა შვილებისთვის სულიერი განათლების მისაცემად გაცილებით მეტია საჭირო, ვიდრე ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ ინფორმაციის გადაცემა. ტიმოთეს მტკიცედ სწამდა, რომ ის, რაც წმინდა წერილებიდან ისწავლა, ჭეშმარიტება იყო. მან ჩვილობიდანვე იცოდა ებრაული წერილები. თუმცა მოგვიანებით სარწმუნო მტკიცებებმა ის იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ იესო მესია იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიღებული ცოდნის საფუძველზე მას რწმენა გაუძლიერდა. სწორედ იესოს შესახებ სასიხარულო ცნობისადმი ძლიერმა რწმენამ აღძრა ის, რომ მონათლულიყო და პავლეს მისიონერულ მსახურებაში გაჰყოლოდა.

      6. როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლის საფუძველზე რწმენა განივითარონ?

      6 როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, ტიმოთეს მსგავსად დარწმუნდნენ ნასწავლში? უპირველესად, საჭიროა მოთმინება. ძლიერი რწმენა არც ერთ დღეში ჩნდება და არც მემკვიდრეობით გადადის მშობლიდან შვილზე. თითოეულმა ბავშვმა თავისი „აღქმის უნარი“ უნდა გამოიყენოს და ბიბლიური ჭეშმარიტებისადმი ძლიერი რწმენა განივითაროს (წაიკითხეთ ებრაელების 5:14). ამ პროცესში მშობლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით, თუ ბავშვს კითხვები უჩნდება. განვიხილოთ ამის ერთი მაგალითი.

      7, 8. ა) როგორ ასწავლის ერთი ქრისტიანი მამა შვილს მოთმინებით? ბ) თქვენ როდის დაგჭირდათ მსგავსი მოთმინების გამოვლენა?

      7 ტომასი, რომელსაც 11 წლის გოგონა ჰყავს, ამბობს: «როცა ბავშვი მეკითხება: „ევოლუციის მეშვეობით შექმნა იეჰოვამ სიცოცხლე დედამიწაზე?“ ან „რატომ არ ვმონაწილეობთ საზოგადოებრივ საქმეებში, მაგალითად არჩევნებში, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შევცვალოთ?“, ზოგჯერ ენას კბილს ვაჭერ, რომ დოგმატური პასუხი არ გავცე». ტომასმა იცის, რომ ძლიერი რწმენის განვითარება ეტაპობრივად ხდება.

      8 მას ისიც ესმის, რომ სწავლების დროს მოთმინებაა საჭირო. სინამდვილეში მოთმინება თითოეულ ქრისტიანს გვჭირდება (კოლ. 3:12). ტომასი ხვდება, რომ შეიძლება არაერთხელ მოუწიოს ამა თუ იმ საკითხზე საუბარი. ის მსჯელობს წმინდა წერილების საფუძველზე, რომ მის გოგონას ნასწავლის მიმართ ძლიერი რწმენა განუვითარდეს. „მე და ჩემს ცოლს გვინდა, ვიცოდეთ, რომ ჩვენს შვილს მართლა სწამს ის, რასაც სწავლობს და ნასწავლი მის გულს სწვდება, განსაკუთრებით, როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. კარგია, როცა მას კითხვები უჩნდება. სიმართლე გითხრათ, ის უფრო შემაშინებდა, თუ კითხვები არ გაუჩნდებოდა და ყველაფერს ბრმად დაიჯერებდა“, — ამბობს ტომასი.

      9. როგორ შეგიძლიათ, შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ?

      9 თუ მშობლები მოთმინებით ასწავლიან შვილებს, დროთა განმავლობაში ისინი ჩასწვდებიან ჭეშმარიტების „სიგანეს, სიგრძეს, სიმაღლესა და სიღრმეს“ (ეფეს. 3:18). შესასწავლი მასალა ბავშვების ასაკისა და უნარის მიხედვით უნდა იყოს შერჩეული. როცა მათ ნასწავლის მიმართ რწმენა გაუძლიერდებათ, უკეთ შეძლებენ სხვებთან თავიანთი რწმენის დაცვას, მათ შორის თანაკლასელებთან (1 პეტ. 3:15). დაფიქრდით: შეუძლიათ თქვენს შვილებს, ბიბლიიდან ახსნან, რა ხდება სიკვდილის შემდეგ? კარგად ესმით მათ ამ საკითხზე ბიბლიის თვალსაზრისი?a მართალია, მოთმინება გჭირდებათ, რომ შვილებს ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ, მაგრამ ეს ღირს ძალისხმევად (კან. 6:6, 7).

      10. რა უნდა იყოს შვილების სწავლების დროს მნიშვნელოვანი?

      10 რა თქმა უნდა, როცა საქმე რწმენის განმტკიცებას ეხება, თქვენი მაგალითიც დიდ როლს თამაშობს. სტეფანი, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავს, ამბობს: «მაშინაც კი, როცა ჩემი შვილები ძალიან პატარები იყვნენ, საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ველაპარაკები შვილებს იმაზე, თუ რამ დამარწმუნა იეჰოვას არსებობაში, მის სიყვარულსა და მისი გზების სამართლიანობაში? ხედავენ ჩემი შვილები, რომ მართლა მიყვარს იეჰოვა?“. ვერ მოვთხოვდი შვილებს, ერწმუნათ ის, რაშიც თავად არ ვიყავი დარწმუნებული».

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება