საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • ამ შემთხვევიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ პავლე ტიმოთეს სწერდა: „შენ კი კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები [ებრაული წერილები], რომლებსაც ქრისტე იესოში რწმენით შეუძლია შენი დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:14, 15). ყურადღება მიაქციეთ, რომ პავლემ გამოყო სამი მხარე: 1 ) წმინდა წერილების ცოდნა, 2) ნასწავლში დარწმუნება და 3) ქრისტე იესოში რწმენით „დაბრძენება გადასარჩენად“.

      4. რომელი საშუალებები აღმოჩნდა თქვენთვის პრაქტიკული შვილების სწავლების დროს? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)

      4 როგორც მშობელს, ალბათ, თქვენც გსურთ, რომ თქვენმა შვილმა კარგად იცოდეს წმინდა წერილები, რომელშიც ებრაულ წერილებთან ერთად დღეს ქრისტიანულ-ბერძნული წერილებიც შედის. ასაკისა და უნარის მიუხედავად, ნებისმიერ ბავშვს შეუძლია ბიბლიაში მოხსენიებული ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ გარკვეული ცოდნის მიღება. იეჰოვას ორგანიზაცია არაერთ დამხმარე საშუალებას სთავაზობს მშობლებს შვილების აღსაზრდელად. რომელი საშუალებებია ხელმისაწვდომი თქვენს ენაზე? გახსოვდეთ, რომ წმინდა წერილებიდან მიღებული ცოდნა ის საძირკველია, რომელზეც ადამიანმა იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა უნდა ააგოს!

  • მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს, დაბრძენდნენ გადასარჩენად!
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • „დაბრძენება გადასარჩენად“

      11, 12. რა არის სიბრძნე და რატომ ვასკვნით, რომ ადამიანის მოწიფულობას მხოლოდ ასაკი არ განსაზღვრავს?

      11 როგორც დავინახეთ, ტიმოთემ 1) იცოდა წმინდა წერილები და 2) დარწმუნებული იყო, რომ ის, რაც სწამდა, ჭეშმარიტება იყო. მაგრამ რას გულისხმობდა პავლე, როცა ამბობდა, რომ წმინდა წერილებს შეეძლო დაებრძენებინა ტიმოთე გადასარჩენად?

      12 „წმინდა წერილების საკვლევ ცნობარში“ ახსნილია, რომ ბიბლიური გაგებით სიბრძნე არის „ცოდნისა და გაგების გამოყენების უნარი წამოჭრილი სირთულეების გადასალახავად, საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დასახული მიზნების მისაღწევად და სასარგებლო რჩევის მისაცემად. სიბრძნე სისულელისა [და] უგუნურების . . . საპირისპირო თვისებაა“. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ყმაწვილის გულში უგუნურება ბუდობს“ (იგავ. 22:15). ამიტომ ლოგიკურია, რომ სიბრძნე, რომელიც უგუნურების საპირისპირო თვისებაა, მოწიფულობის მაჩვენებელია. სულიერი მოწიფულობა ასაკით კი არ განისაზღვრება, არამედ იმით, აქვს თუ არა ადამიანს იეჰოვასადმი ჯანსაღი შიში და ემორჩილება თუ არა მის მითითებებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 111:10).

      13. როგორ შეუძლია ახალგაზრდას ცხადყოს, რომ დაბრძენდა გადასარჩენად?

      13 სულიერად მოწიფული ახალგაზრდები მერყევები არ არიან და საკუთარი სურვილებისა თუ თანატოლების ზეგავლენაში არ ექცევიან (ეფეს. 4:14). ნაცვლად ამისა, ისინი „იყენებენ აღქმის უნარს და გაწაფული აქვთ ის კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრ. 5:14). ისინი მაშინაც კი გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებენ, როცა მშობლები ან სხვები ვერ ხედავენ, და ამით ცხადყოფენ, რომ მოწიფულობისკენ ისწრაფვიან (ფილ. 2:12). ასეთი სიბრძნე აუცილებელია გადასარჩენად (წაიკითხეთ იგავების 24:14). როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს მის შეძენაში? უპირველესად, დარწმუნდით, რომ ბავშვებს კარგად ესმით თქვენი ფასეულობები. სიტყვითა და საქმით აჩვენეთ მათ, რომ თქვენი ფასეულობები ბიბლიის მაღალზნეობრივ ნორმებს შეესაბამება (რომ. 2:21—23).

      მამა არ ახმარს ძალისხმევას შვილის აღზრდას და მის ვაჟს რწმენა ერყევა; მამა ძალისხმევას ახმარს შვილის აღზრდას და მისი ვაჟი უმკლავდება თანატოლების ზეწოლას

      რატომ მოითხოვება მშობლებისგან გამუდმებული ძალისხმევა? (იხილეთ აბზაცები 14—18)

      14, 15. ა) რაზე უნდა დაფიქრდეს ახალგაზრდა ნათლობამდე? ბ) როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს, იფიქრონ იმ კურთხევებზე, რომლებიც ღვთის კანონების მორჩილებას მოჰყვება?

      14 თუმცა შვილებისთვის მხოლოდ იმის თქმა არ კმარა, რა არის სწორი და რა არასწორი. კარგს იზამთ, თუ მათთან შემდეგ კითხვებზე იმსჯელებთ: რატომ კრძალავს ბიბლია ისეთ რამეს, რაც შეიძლება გვსიამოვნებდეს? რა მარწმუნებს, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ჩემს კეთილდღეობას ემსახურება? (ეს. 48:17, 18).

      15 თუ ბავშვი ნათლობის სურვილს გამოთქვამს, მშობელი უნდა დაეხმაროს მას, სერიოზულად დაფიქრდეს იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ქრისტიანად გახდომას მოჰყვება. რა კურთხევები ექნება და რა სირთულეებს შეხვდება? როგორ აღემატება ეს კურთხევები სირთულეებს? (მარ. 10:29, 30). ეს საკითხები შეიძლება ნათლობის შემდეგ წამოიჭრას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამაზე ის ნათლობამდე დაფიქრდეს. როცა შვილებს ეხმარებით, წინასწარ იფიქრონ მორჩილებისა და დაუმორჩილებლობის შედეგებზე, დიდი ალბათობაა, ისინი თავად დარწმუნდნენ, რომ ბიბლიური ნორმების დაცვა ყოველთვის მათ კეთილდღეობას ემსახურება (კან. 30:19, 20).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება