-
ახალგაზრდებო, განახორციელეთ მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
5. 2 ტიმოთეს 3:14, 15-ის თანახმად, რა ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი დაეხმარა ტიმოთეს სულიერი მიზნების განხორციელებაში?
5 ცხადია, ტიმოთე სულიერი მიზნების განსახორციელებად იღწვოდა. მაგრამ, რამ აღძრა ის ამისკენ? ტიმოთესთვის მიწერილ მეორე წერილში პავლემ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოიხსენია. ის წერდა: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ, რადგან იცი, რა ხალხისგან ისწავლე, თანაც ჩვილობიდანვე იცი წმინდა წერილები“ (2 ტიმოთე 3:14, 15).
-
-
ახალგაზრდებო, განახორციელეთ მიზნები, რომლებიც ღმერთს განადიდებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 მაისი
-
-
„წმინდა წერილების“ შესწავლა
9. კარგ საზოგადოებასთან ურთიერთობის გარდა, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ისწრაფოთ ღვთისადმი ერთგულებისკენ და მასში გაიწაფოთ?
9 მხოლოდ კარგი საზოგადოების არჩევაზეა დამოკიდებული სულიერი მიზნების განხორციელება? რასაკვირველია, არა. ტიმოთეს მსგავსად, თქვენც საგულდაგულოდ უნდა გამოიკვლიოთ „წმინდა წერილები“. შეიძლება სწავლა დიდად არ გიყვარდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ტიმოთეს უნდა ‘ესწრაფა ღვთისადმი ერთგულებისკენ და მასში უნდა გაწაფულიყო’. ათლეტები მიზნის მისაღწევად თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვარჯიშობენ. მსგავსად ამისა, სულიერი მიზნების მისაღწევად მსხვერპლის გაღება და დიდი ძალისხმევაა საჭირო (1 ტიმოთე 4:7, 8, 10). „როგორ შეიძლება დამეხმაროს ბიბლიის შესწავლა დასახული მიზნების მიღწევაში?“ — შეიძლება იკითხოთ თქვენ. მაგალითისთვის განვიხილოთ სამი მიზანი, რომლის მიღწევაშიც ბიბლიის შესწავლა გვეხმარება.
10, 11. როგორ აღგძრავთ ბიბლია სულიერი მიზნების განსახორციელებლად? მოიყვანეთ მაგალითი.
10 პირველი, ბიბლიის დახმარებით სწორი აღძვრები გექნებათ. ბიბლიაში აღწერილია ჩვენი ზეციერი მამის დიდებული თვისებები, მის მიერ ჩვენ საკეთილდღეოდ გამოვლენილი უდიდესი სიყვარული და მარადიული კურთხევები, რაც ერთგულ მსახურებს ელოდებათ (ამოსი 3:7; იოანე 3:16; რომაელები 15:4). იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებასთან ერთად გაგიღრმავდებათ მისდამი სიყვარული და მისთვის თავის მიძღვნის სურვილი.
11 ბევრი ახალგაზრდა ქრისტიანი ამბობს, რომ ბიბლიის რეგულარული შესწავლა მნიშნვნელოვნად დაეხმარა ჭეშმარიტების გათავისებაში. მაგალითად, ადელი ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ სულიერი მიზნები არასდროს დაუსახავს. ის ყვება: „მშობლებს სამეფო დარბაზში შეხვედრებზე დავყავდი, მაგრამ არასდროს ვუთმობდი დროს პირად შესწავლას, და პროგრამასაც არ ვუსმენდი“. მას შემდეგ, რაც ადელის და მოინათლა, ის უფრო მეტი სერიოზულობით მოეკიდა ჭეშმარიტებას. ადელი განაგრძობს: „გადავწყვიტე, ბიბლია თავიდან ბოლომდე წამეკითხა. ცოტ-ცოტას ვკითხულობდი და წაკითხულის შესახებ მოკლე ჩანაწერებს ვაკეთებდი. დღემდე მაქვს ეს ჩანაწერები. ერთ წელიწედში მთელი ბიბლია წავიკითხე“. შედეგად, ადელი აღიძრა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემის მიუხედავად, ის ახლა პიონერი, სრული დროით მქადაგებელია.
12, 13. ა) რა ცვლილებების მოხდენაში დაეხმარება ბიბლიის შესწავლა ახალგაზრდას და როგორ? ბ) რომელი მაგალითები ადასტურებს, რომ ღვთის სიტყვა სიბრძნის წყაროა.
12 მეორე, ბიბლია საკუთარი პიროვნების შეცვლაში დაგეხმარებათ. პავლემ ტიმოთეს უთხრა, რომ „წმინდა წერილები“ „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ღვთის სიტყვიდან წაკითხულზე რეგულარულად ფიქრითა და ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებით ღვთის წმინდა სულს თქვენი პიროვნების დახვეწის საშუალებას მისცემთ. შედეგად გამოიმუშავებთ ისეთ მნიშვნელოვან თვისებებს, როგორიცაა თავმდაბლობა, სიმტკიცე, შრომისმოყვარეობა და თანაქრისტიანებისადმი ნამდვილი სიყვარული (1 ტიმოთე 4:15). ტიმოთეს ჰქონდა ეს თვისებები და სწორედ ამ თვისებების გამო გახდა ის კარგი დამხმარე როგორც პავლესთვის, ისე კრებისთვის (ფილიპელები 2:20—22).
13 მესამე, ღვთის სიტყვა სიბრძნის წყაროა (ფსალმუნი 1:1—3; 19:7; 2 ტიმოთე 2:7; 3:15). ღვთიური სიბრძნე დაგეხმარებათ, გონივრულად აირჩიოთ მეგობრები, ჯანსაღი გართობა, და ამავე დროს სხვა უამრავ სირთულეს გაუმკლავდეთ (დაბადება 34:1, 2; ფსალმუნი 119:37; 1 კორინთელები 7:36). დღეს გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მომავალში სულიერი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.
-