-
თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია და დაემორჩილეთ, რადგან ისინი ფხიზლობენ თქვენს სულებზე, როგორც ანგარიშვალდებულნი, რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრაელები 13:7, 17).
-
-
თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
გარდა ამისა, ის გვირჩევს, რომ გავუგონოთ და დავემორჩილოთ ამ დანიშნული მამაკაცების ხელმძღვანელობას. ბიბლეისტი რიჩარდ ფრანსი გვიხსნის, რომ ამ მუხლში გამოყენებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც „გაუგონეთ“, «სიტყვასიტყვით ნიშნავს არა უბრალოდ მორჩილებას, არამედ „დარწმუნებას“, რაც ხელმძღვანელობის მზადყოფნით მიღებას გულისხმობს». ჩვენ მხოლოდ იმიტომ კი არ ვემორჩილებით უხუცესებს, რომ ამისკენ ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, არამედ იმიტომაც, რომ დარწმუნებულნი ვართ, ისინი საუკეთესოდ ზრუნავენ როგორც სამეფოს, ისე ჩვენს ინტერესებზე. ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვიქნებით, თუ მზადყოფნით დავემორჩილებით მათ ხელმძღვანელობას.
9. რატომ უნდა „დავემორჩილოთ“ უხუცესებს, გარდა იმისა, რომ უნდა „გავუგონოთ“ მათ?
9 მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ დარწმუნებულნი არა ვართ, რომ ამა თუ იმ სიტუაციაში უხუცესების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საუკეთესოა? სწორედ ამ დროს არის საჭირო მორჩილება. ადვილია მორჩილება, როცა ყველაფერი ნათელია და ჩვენც ვეთანხმებით ზედამხედველების გადაწყვეტილებებს, მაგრამ ნამდვილ მორჩილებას მაშინ ვავლენთ, როცა ამას ვაკეთებთ ისეთ დროს, როცა არ გვესმის, თუ რატომ მიიღეს მათ ესა თუ ის გადაწყვეტილება. პეტრემ, რომელიც მოგვიანებით მოციქული გახდა, სწორედ ასეთი მორჩილება გამოავლინა (ლუკა 5:4, 5).
-
-
თავმდაბლად დაემორჩილეთ მოსიყვარულე მწყემსებსსაგუშაგო კოშკი — 2007 | 1 აპრილი
-
-
12. როგორ „ფხიზლობენ [ჩვენს] სულებზე“ ზედამხედველები?
12 ქრისტიან ზედამხედველებთან თანამშრომლობის მეორე მიზეზი ისაა, რომ „ისინი ფხიზლობენ [ჩვენს] სულებზე“. თუ ჩვენს აზროვნებასა და ქცევაში ისინი ისეთ რამეს შეამჩნევენ, რაც ჩვენს სულიერობას საფრთხეს შეუქმნიდა, ისინი მზად არიან, საჭირო რჩევა მოგვცენ გამოსასწორებლად (გალატელები 6:1). ბერძნული ზმნა, რომელიც ითარგმნა როგორც „ფხიზლობენ“, სიტყვასიტყვით „ძილისგან თავშეკავებას“ ნიშნავს. როგორც ერთი ბიბლეისტი განმარტავს, ამ სიტყვაში „მწყემსის გამუდმებული სიფხიზლე იგულისხმება“. გარდა იმისა, რომ უხუცესები სულიერად ფხიზლობენ, ჩვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნვის გამო მათ შეიძლება ღამეების გატეხვაც კი უწევდეთ. განა მზად არ უნდა ვიყოთ, ვითანამშრომლოთ ამ მოსიყვარულე მწყემსებთან, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ „დიდებული მწყემსის“, იესო ქრისტეს მსგავსად სათუთად იზრუნონ ცხვარზე?! (ებრაელები 13:20).
13. ვის წინაშე და რატომ არიან ანგარიშვალდებულნი უხუცესები და კრების სხვა წევრები?
13 მესამე მიზეზი, რომლის გამოც მზადყოფნით უნდა ვითანამშრომლოთ ზედამხედველებთან, არის ის, რომ ისინი ფხიზლობენ ჩვენზე „როგორც ანგარიშვალდებულნი“. უხუცესებს ახსოვთ, რომ მათ ზედამხედველობას უწევენ ზეციერი მწყემსები, იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე (ეზეკიელი 34:22—24). ცხვარი ეკუთვნის იეჰოვას, რომელმაც ის „საკუთარი ძის სისხლით შეიძინა“, ამიტომ დანიშნული ზედამხედველები ანგარიშვალდებულნი არიან იეჰოვას წინაშე, რომ სათუთად მოექცნენ ცხვარს (საქმეები 20:28, 29). აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველას პასუხი მოგვეთხოვება იმაზე, თუ როგორ ვეხმაურებით იეჰოვას ხელმძღვანელობას (რომაელები 14:10—12). როდესაც ვემორჩილებით უხუცესებს, ამით ცხადვყოფთ, რომ კრების თავს, ქრისტეს ვემორჩილებით (კოლოსელები 2:19).
14. რის გამო შეიძლება დამწუხრდნენ ქრისტიანი უხუცესები და რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ამან?
14 პავლე ასახელებს მეოთხე მიზეზს, რომლის გამოც თავმდაბლად უნდა ვემორჩილებოდეთ ქრისტიან ზედამხედველებს. ის წერს: „რათა ამას სიხარულით აკეთებდნენ და არა ოხვრით, ვინაიდან ეს საზიანო იქნებოდა თქვენთვის“ (ებრაელები 13:17). უხუცესებს მძიმე ტვირთის ტარება უწევთ, რადგან მრავალი სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ. მათ შორისაა კრების სწავლება, მწყემსვა, სამქადაგებლო მსახურების ხელმძღვანელობა, საკუთარ ოჯახზე ზრუნვა და კრებაში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება (2 კორინთელები 11:28, 29). თუ უხუცესებთან თანამშრომლობაზე უარს ვიტყვით, ჩვენ უფრო დავუმძიმებთ ტვირთს და დავამწუხრებთ მათ. ჩვენი ასეთი საქციელი იეჰოვას არ მოეწონება, რაც ჩვენთვის საზიანო აღმოჩნდება. მაგრამ, როცა ჩვენ სათანადო პატივისცემას ვავლენთ უხუცესებისადმი და მათთან ვთანამშრომლობთ, ისინი სიხარულით ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს კრების ერთიანობას და იმას, რომ მთელი კრება სიხარულით იღებდეს მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში (რომაელები 15:5, 6).
-