საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • შეხვედით ღვთის დასვენებაში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • 6. როგორ არკვევს ღვთის სიტყვა გულის აზრებსა და ზრახვებს?

      6 ამ სტატიის წამყვანი მუხლი შეგვახსენებს, რომ „ღვთის სიტყვა მოქმედია“. დიახ, მას ადამიანთა ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ღვთის სიტყვას ნათლობის შემდეგაც ისევე შეუძლია დაგვეხმაროს, მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები, როგორც ნათლობამდე. ებრაელებისთვის მიწერილ თავის წერილში პავლე აგრეთვე წერს, რომ ღვთის სიტყვა „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრ. 4:12). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც ბიბლიიდან ვიგებთ, თუ რას მოელის ღმერთი ჩვენგან, ამა თუ იმ სიტუაციაზე ჩვენი რეაქცია ცხადყოფს, როგორები ვართ შინაგანად. ხომ არ განსხვავდება ზოგჯერ ის, თუ როგორი ადამიანები ვართ შინაგანად იმისგან, თუ როგორები ვჩანვართ გარეგნულად? (წაიკითხეთ მათეს 23:27, 28 ).

  • შეხვედით ღვთის დასვენებაში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“

      20. რა ორი სახით შეიძლება გავიგოთ ებრაელების 4:12? (იხილეთ სქოლიო)

      20 როდესაც პავლემ დაწერა, რომ „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი“, ის მხოლოდ ღვთის დაწერილ სიტყვას, ბიბლიას, არ გულისხმობდა.c როგორც კონტექსტიდან ჩანს, ის ღვთის დანაპირებზე საუბრობდა. პავლეს იმის დანახვება სურდა, რომ ღმერთი არასდროს ივიწყებს თავის დანაპირებს. იეჰოვა ამას წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობითაც ადასტურებს: „ჩემი . . . სიტყვა უშედეგოდ არ დამიბრუნდება . . . და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე“ (ეს. 55:11). ამგვარად, მოუთმენლობა არ უნდა გამოვავლინოთ, როდესაც მოვლენები ისე სწრაფად არ ვითარდება, როგორც გვინდა. იეჰოვა „აქამდე შრომობს“, რათა თავისი განზრახვა სისრულეში მოიყვანოს (იოან. 5:17).

      21. როგორ ამხნევებს ებრაელების 4:12 ხანდაზმულებს „უამრავი ხალხიდან“?

      21 ერთგული ხანდაზმულები „უამრავი ხალხიდან“ ათეულობით წელია, რაც იეჰოვას ემსახურებიან (გამოცხ. 7:9). მრავალი მათგანი ფიქრობდა, რომ ახალი ქვეყნიერება მანამ მოვიდოდა, სანამ დაბერდებოდა. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ (ფსალმ. 92:14). მათ იციან, რომ „ღვთის სიტყვა ცოცხალია“ და იეჰოვა „აქამდე შრომობს“ თავისი დანაპირების შესასრულებლად. ვინაიდან ღვთისთვის თავისი განზრახვა ძალიან მნიშვნელოვანია, გულს ვუხარებთ მას, თუ ამ განზრახვას ჩვენც მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. დასვენების ამ მეშვიდე დღის განმავლობაში იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი განზრახვის შესრულებაში და მან იცის, რომ თავისი ხალხიც, როგორც ჯგუფი, ამ განზრახვის შესაბამისად მოქმედებას განაგრძობს.

  • შეხვედით ღვთის დასვენებაში?
    საგუშაგო კოშკი — 2011 | 15 ივლისი
    • c დღეს ღმერთი გველაპარაკება თავისი სიტყვის მეშვეობით, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ამგვარად, ებრაელების 4:12-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვები მართებულად შეიძლება ბიბლიასთან მიმართებაშიც გამოვიყენოთ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2026 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება