-
ყურადღებიანები ვიყოთ და გავამხნეოთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
4. თუ სხვების გამხნევება გვსურს, პავლე მოციქულის რომელი რჩევა უნდა მივიტანოთ გულთან ახლოს?
4 თუ გვსურს, რომ სხვების გამხნევების წყარო ვიყოთ, გულთან ახლოს უნდა მივიტანოთ პავლე მოციქულის მოწოდება, რომელიც ებრაელ ქრისტიანებს მისწერა: „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის.
-
-
ყურადღებიანები ვიყოთ და გავამხნეოთ ერთმანეთისაგუშაგო კოშკი — 2013 | 15 აგვისტო
-
-
ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ
5. რას ნიშნავს „ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“ და როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს რჩევა?
5 სიტყვები „ყურადღებიანები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ“ ნიშნავს, „გავითვალისწინოთ სხვების საჭიროებები და ვიფიქროთ სხვებზე“. შეუძლებელია იფიქრო ადამიანის საჭიროებებზე, თუ სამეფო დარბაზში ყოფნისას მას უბრალოდ ესალმები ან უმნიშვნელო საკითხებზე საუბრებით შემოიფარგლები. რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ სხვის საქმეში არ ჩავერიოთ და როგორც პავლეს ერთ-ერთ წერილში წერია, მივხედოთ ჩვენს საქმეს (1 თეს. 4:11; 1 ტიმ. 5:13). და მაინც, თუ გვინდა ჩვენი და-ძმების გამხნევება, გულწრფელად უნდა გვსურდეს მათი ახლოს გაცნობა; უნდა გავეცნოთ მათ ცხოვრებისეულ მდგომარეობას, უნდა ვიცოდეთ მათი თვისებები, ძლიერი და სუსტი მხარეები და მათი სულიერი მდგომარეობა. მათ თავიანთ მეგობრებად უნდა გვიგულონ და უნდა დაინახონ, თუ რაოდენ დიდი სიყვარული გაგვაჩნია ერთმანეთის მიმართ. ამისათვის საჭიროა, რომ მათთან ვიყოთ არა მხოლოდ ჭირში, არამედ ლხინშიც (რომ. 12:13).
6. რა დაეხმარება უხუცესს, ყურადღებიანი იყოს მისთვის მიბარებული სამწყსოს მიმართ?
6 უხუცესებს მოუწოდებენ, რომ მწყემსონ მათთვის მიბარებული ღვთის სამწყსო ხალისითა და გულმოდგინებით (1 პეტ. 5:1—3). როგორ შეძლებენ უხუცესები ამ საქმის პირნათლად შესრულებას, თუ კარგად არ იცნობენ მიბარებულ „ფარას“ (წაიკითხეთ იგავების 27:23). თუ კრების წევრები ხედავენ, რომ უხუცესები ნებისმიერ დროს არიან მზად მათ დასახმარებლად და თანაც აშკარად ჩანს, რომ „მწყემსს“ სიამოვნებს „ცხვართან“ ყოფნა, უფრო თამამად მივლენ მათთან დახმარების სათხოვნელად. ეს კი ხელს შეუწყობს იმას, რომ და-ძმები უფრო ღია და გახსნილები იქნებიან უხუცესებთან და უხუცესებიც, თავის მხრივ, შესაფერის დახმარებას აღმოუჩენენ თანამორწმუნეებს.
7. რა რეაქცია უნდა გვქონდეს დათრგუნული ადამიანის სიტყვებზე, როცა ის საუბრის დროს ვეღარ საზღვრავს, რას ამბობს?
7 პავლემ თესალონიკელების მიმართ მიწერილ წერილში თქვა: „მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:14 ). „დამწუხრებულ სულებზე“ ანუ გულგატეხილ ადამიანებზე ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი სუსტები არიან. იგავების 24:10-ში ვკითხულობთ: „თუ გაჭირვების დროს გული გაგიტყდა, ძალა გამოგეცლება“. როცა ადამიანი ძლიერ დათრგუნულია, შეიძლება ვეღარ განსაზღვროს, რას ამბობს (იობ. 6:2, 3). როდესაც ვითვალისწინებთ ბიბლიურ პრინციპს, „ყურადღებიანები ვიყოთ“ ასეთი ადამიანების მიმართ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ დროს ადამიანმა შეიძლება თქვას ისეთი რამ, რასაც საერთოდ არ ფიქრობდა. ამის კარგი მაგალითია ერთი ჩვენი დის, რეიჩელის დედა, რომელიც ღრმა დეპრესიაში იყო. რეიჩელი გვიამბობს: „დედა ხშირად მიკლავდა გულს მწარე სიტყვებით. მაგრამ ასეთ მომენტებში მე ვცდილობდი, ყურადღება იმაზე გადამეტანა, თუ როგორი საყვარელი და კეთილი დედიკო მყავს. ერთ რამეს მივხვდი: როცა ადამიანი დეპრესიაშია, ხშირად ისეთ რამეს ამბობს, რასაც არ ფიქრობს. ამ დროს ყველაზე საშინელება ის იქნებოდა, რომ ვინმეს სამაგიეროს გადახდაზე ეფიქრა, იქნება ეს სიტყვით თუ საქმით“. იგავების 19:11-ში ნათქვამია: „წვდომის უნარი ადამიანში რისხვას ანელებს, სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“.
8. განსაკუთრებით ვინ უნდა დავარწმუნოთ ჩვენს სიყვარულში და რატომ?
8 როგორ შეგვიძლია ყურადღებიანები ვიყოთ დათრგუნული ადამიანის მიმართ, რომელსაც წარსულში ჩადენილი ცოდვის გამო ჯერ კიდევ სირცხვილის გრძნობა სტანჯავს და გულდამძიმებულია, მიუხედავად იმისა, რომ ახლა უკვე ღვთის მოსაწონად იქცევა? კორინთში მცხოვრებ ერთ მომნანიე შემცოდველზე პავლე წერდა: „მთელი გულით უნდა აპატიოთ ასეთ კაცს და ანუგეშოთ იგი, რათა მეტისმეტმა ნაღველმა არ შთანთქოს. ამიტომ შეგაგონებთ, რომ თქვენს სიყვარულში დაარწმუნოთ იგი“ (2 კორ. 2:7, 8). ერთ-ერთი ლექსიკონის თანახმად, სიტყვა „დარწმუნება“ ნიშნავს რაღაცის დადასტურებას და დაკანონებას. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანი ისედაც მიხვდება, რომ გვიყვარს და ვწუხვართ მასზე; მან ეს ჩვენს სიტყვებსა და საქციელში უნდა დაინახოს.
„წავახალისოთ . . . სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“
9. როგორ შეგვიძლია „წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“?
9 „ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის“, — წერდა პავლე. ჩვენ უნდა ვუბიძგოთ თანაქრისტიანებს, გამოავლინონ სიყვარული და აკეთონ კარგი საქმეები. როცა ცეცხლი ქრება, ნაკვერჩხლის გამოჩხრეკა და სულის შებერვაა საჭირო, ცეცხლი კვლავ რომ გაჩაღდეს (2 ტიმ. 1:6). შეგვიძლია გულითადად წავახალისოთ ჩვენი ძმები და დები, რათა გაუღვივდეთ ღვთისა და მოყვასის სიყვარული. რაც შეეხება გულწრფელ და დროულ შექებას, მას მართლაც შეუძლია ადამიანის კარგი საქმეებისკენ აღძვრა.
10, 11. ა) ვის სჭირდება გამხნევება? ბ) მაგალითის მეშვეობით ახსენით, თუ როგორ შეიძლება შექება დაეხმაროს ადამიანს, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა.
10 შექება ყველას გვჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, გულგატეხილები ვართ თუ არა. ერთი უხუცესი ამბობს: „ცხოვრებაში მამაჩემს ერთხელაც არ შევუქივარ. ამიტომ ბავშვობიდან საკუთარი თავის რწმენა მაკლდა . . . მართალია, უკვე 50 წლისა ვარ, მაგრამ ძალიან მსიამოვნებს, როცა მეგობრები მაქებენ და მეუბნებიან, რომ როგორც უხუცესი კარგ საქმეს ვაკეთებ . . . საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამხელა მნიშვნელობა აქვს თბილ და ლაზათიან სიტყვებს, ამიტომ შესაძლებლობას არ ვუშვებ ხელიდან, რომ სხვები შევაქო“. შექება ძალებს მატებს ხანდაზმულებს და გულგატეხილებს; ის სტიმულს აძლევს პიონერებს (რომ. 12:10).
11 როდესაც პასუხისმგებელი ძმები ცდილობენ იმ ადამიანის გამოსწორებას, რომელმაც მცდარი ნაბიჯი გადადგა, სიყვარულით მიცემულ რჩევას და შესაფერის შექებას შეუძლია ეს ადამიანი, ასე ვთქვათ, შემოაბრუნოს კარგი საქმეებისკენ (გალ. 6:1). ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს და მირიამის შემთხვევა. ის ჰყვება: „საშინელ მდგომარეობაში ჩავვარდი, როდესაც ჩემმა ახლო მეგობრებმა შეხვედრებზე სიარული შეწყვიტეს, თანაც იმ დროს, როცა მამაჩემს ტვინში სისხლის ჩაქცევა დაემართა. დეპრესიიდან რომ გამოვსულიყავი, დავუმეგობრდი ახალგაზრდა ბიჭს, რომელიც ჩემს რწმენას არ იზიარებდა“. ამ ყველაფრის გამო მირიამი იეჰოვას სიყვარულის ღირსად არ თვლიდა თავს და ღვთის ორგანიზაციიდან წასვლაზე ფიქრობდა. როდესაც უხუცესმა შეახსენა მას, თუ როგორ მსახურობდა ის ადრე გულმოდგინედ, ამან მის გრძნობებზე ძალიან იმოქმედა. ფაქტობრივად, მან უხუცესებს საშუალება მისცა, დაერწმუნებინათ იმაში, რომ იეჰოვას ის ძალიან, ძალიან უყვარდა. საბედნიეროდ, მას ხელახლა ჩაეღვარა გულში იეჰოვას სიყვარული. ცოტა ხანში ის მეგობარ ბიჭსაც დაშორდა და კვლავ ერთგულად შეუდგა ღვთის მსახურებას.
12. რა მოხდება, თუ შემცოდველს გავაკრიტიკებთ, დავადანაშაულებთ ან შევარცხვენთ?
12 უტაქტო შედარებებით ადამიანის შერცხვენამ, კრიტიკამ და იმაში დადანაშაულებამ, რომ სულიერ საკითხებში ზარმაცობს, შეიძლება მოიტანოს გარკვეული შედეგი, ოღონდ ეს იქნება ხანმოკლე. აი თანაქრისტიანების შექებას და მათში ღვთის სიყვარულის გაღვივებას კი ხანგრძლივი და ძალიან კარგი შედეგი მოაქვს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:1—4 ).
-